Skip to content

ცხოვრება გაზაფხულზე უფრო მშვენიერია..

March 21, 2011

Flying without feathers is not easy,my wings have no feathers..

 

სიმღერას,ვუსმედნი რომელსაც ასე ჰქვია..არ ვიცი ვეთანხმები თუ არა,მაგრამ ფაქტია წელიწადის ამ დროს ზღვა ცვლილებები მოჰყვება ხოლმე,იქნებ სწორედ ამიტომ გვეჩვენება უფრო მშვენიერი ყველაფერი გაზაფხულზე.მხოლოდ ის ვიცი,რომ მზე მიხარია! ის სითბო მიყვარს,რომელიც ამ მზეს თან ახლავს და მისი ძალა – შეცვალოს განწყობა უკეთესობისკენ.. საკუთარი ბლოგი მომენატრა,ახლა ისე მსიამოვნებს,თქვენთვის პოსტს,რომ ვწერ.. ძალიან ცოტა დრო მრჩება,მთელი დღე თითქმის ხან ერთ გაკვეთილს ვსწავლობ,ხან – მეორეს.. აბიტურინეტობამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლია,მაგრამ მასალა გართულდა,კიდევ ერთი მასწავლებელი დამემატა.. მგონია კარგია,რომ დატვირთვას აქიდანვე ვეჩვევი.თქვენ მომენატრეთ,მინდა ბევრი ლამაზი პოსტის წერის დრო მქონდეს და იქნებ ზოგიერთ თქვენგანს ჩემი პოსტის წაკითხვისას ისეთივე გრძნობა დაებადოს,როგოც სწორედ მონატრებული ერთი,სუსტი გაზაფხულის მზის სხივის გამოჩენისას გვებადება ხოლმე..

 

ახლაც,როგორც სხვა დანარჩენ დროს მინდა სითბო გაგინაწილოთ და არა საკუთარი დარდი! მინდა თქვენთან ერთად ვირწმუნო,რომ ცხოვრება მშვენიერია.. რომ არაფერს ამ ქვეყნად არ შესწევს ძალა,მოერიოს საკუთარ მეს რომელსაც მხოლოდ ბედნიერება სურს და არა დროის უაზროდ,წუწუნში გალევა.. მინდა მჯეროდეს,რომ თუკი გაზაფხულზე ეს ყოველივე მშვენიერია,მაშინ ზაფხულში ყველაფერი კიდევ უკეთესი იქნება,შემოდგომაზე – კიდევ უფრო კარგი და ზამთრის ცივი ბუნებაც კი ვერაფერს ავნებას მთელი წლის მანძილზე დაგროვილ ბედნიერებას!

მინდა,მხოლოდ ერთი გისურვოთ! ის რაც ამ ქვეყნად ყველაზე მთავარია,რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის,რომ ცხოვრება სწორედ მაშინ იქნება მშვენიერი,როცა ამას თავად გადაწყვეტთ!

14 Comments leave one →
  1. March 21, 2011 22:18

    გაზაფხულივით თბილი ხარ და საყვარელი ან❤
    შენი პოსტების კითხვისას სიმშვიდე მეუფლება❤

  2. marimarister permalink
    March 21, 2011 22:35

    bolo abzaci❤

    • March 22, 2011 20:35

      მინდოდა ზუსტად გადმომეცა რას ვგრძნობდი,მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ჩავდე ყველაფერი რაც მინდოდა.. :შ

  3. March 21, 2011 22:36

    გაზაფხული ძალიან მიყვარს და მეც ზუსტად ასეთივე გრძნობა მეუფლება❤ მართალია ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ კარგად ამ ყველაფერს, მაგრამ მალე ვიცი რომ მთელი გრძნობით შემოიჭრება სითბო ჩემში ! ვიცი რომ სულ გარეთ ვიქნები, ბევრს ვისწავლი, ბევრს ვიმოგზაურებ აქეთ იქით, ბევრს დავწერ, ბევრს შევცვლი და ამ ყველაფრით ვეცდები მეც ბედნიერება შემოვიტანო❤ ძალიან მინდა ყველამ ერთად შევძლოთ ის რასაც სხვა წელიწადის დროებშ ვერ ვახერხებთ…

    • March 22, 2011 20:32

      აი სოწორედ,მაგიტომ მიყვარს გაზაფხული და ზაფხული ხომ საერთოდ❤ ისეთი წელიწადის დროებია,რომ სიცოცხლის ხალისს განიჭებს უცნობი ძალით )

  4. March 21, 2011 23:35

    როგორ მიყვარს შენი პოსტები!მართლაც გაზაფხულივით ცოცხალი და იმედის მომცემი!🙂
    ცხოვრება მართლაც მშვენიერია….
    მინდა შენს სულში სულ ასეთი გაზაფხული იყოს…🙂❤

    • March 22, 2011 20:33

      მადლობ რუსა❤ მეც მინდა შენს სულში და გულში სულ გაზაფხული სუფევდეს!❤ და სხვა ყველასაში კიდევ..

  5. March 22, 2011 16:40

    რაღაცნაირი კარგი პოსტია.. ^^
    სიმღერა ძააალიან მოუხდა..
    ყოჩაღ, ანა! **

  6. March 23, 2011 18:08

    ყველაფრისდა მიუხედავად მართლა მშვენიერია. ბედნიერების წამები ჩემთვის მაგალითად წონის იმ წამებს როცა დაღვრემილი ვარ. მრავალფეროვანია ცხოვრება, შეიძლება ხანდახან ზედმეტად მრავალფეროვანიც კი…😀

    • March 23, 2011 22:43

      ჩემთვისაც ზუსტად.. წამიერი ბედნიერებაც კი ყველაფერს დანარჩენს მავიწყებს..🙂

  7. March 25, 2011 17:31

    მმ.. მიყვარს გაზაფხული!❤

    კარგი პოსტია. ^^

Trackbacks

  1. What and If? What If? « Marimarister :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: