Skip to content

წერილი (II) – “მას”

February 7, 2011

წერილი (I) – საუკეთესო მეგობარს

წერილები გრძელდება..შემდეგი წერილი წესით ეძღვნება,მას ვინც მიყვარს.წერილის დაწერა გადავწყვიტე,მაგრამ ადრესატი რომ არ ჰყავს უცნაურია.. საერთოდ ვინც არ მიცნობს,ყველას ჰგონია რომ შეყვარებული ვარ.. მართალია კიდეც,მე ყოველთვის და ყველაფერზე შეყვარებული ვარ,რა ვქნა ასეთი ბუნება მაქვს.. მაგრამ სინამდვილეში მე უბრალოდ წერა მეხერხება,ეს წერილიც სწორედ ამის დასტურია.. აი,როგორი იქნებოდა შეყვარებული ანა..

“არ ვიცი რატომ… რა ვნახე შენში.. ვითომ რითი ხარ სხვებისგან გამორჩეული,ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ,რომელსაც ერთი ჩვეულებრივი გოგო შეუყვარდა.ამაშიც კი გამოიჩინე შენი ჩვეულებრივობა.. ხოდა მზად ვარ ვირწმუნო უხილავი სხივების,ორ ადამიანს შორის რომ იბმევა ხოლმე ამ დროს.. რა აზრი აქვს აღვწერო გრძნობა.. თუ რას ვგრძნობ შენს გვერდით,შენს მიმართ.. რას ვგრძნობ,როცა  შორს ხარ.. როცა თვალებში გიყურებ.. როცა ვაცნობიერებ,რომ ჩემს და შენს შორის,სწორედ ეს უხილავი სხივებია გაბმული.. როცა სეირნობისას ხელი ძალიან მტკივა,რადგან მთელი ძალით მიჭერ,თითქოს გეშინია რომ დამკარგავ.. მე კი მხოლოდ იმიტომ ვარ ჩუმად,რომ მეც ამის მეშინია.. მაშინ,როცა შენი ხელები ჩემს წელს ეხვევა,ჩემი ხელები კი – შენს კისერს.. ასე,მაგრად მხოლოდ იმტომ ვეკვრით ერთმანეთს,რომ ძალას ვკარგავთ,ფეხზე ვეღარ ვდგავართ და ერთმანეთს ვეხმარებით.. ღრმად იმიტომ ვსუნთქავთ,რომ გულის აჩქარებული რიტმის გამო ჰაერი ფილტვებს არ ჰყოფნით და თითქოს ერთმანეთს მის ბოლო წვეთს ვაცლით.. რა აზრი აქვს თვალები გახელილი გვქონდეს,მაინც ვერაფერს ვხედავთ,თითქოს მართლაც დავბრმავდით და ადამიანები არ ცდებიან,როცა სიყვარულს ბრმა გრძნობას უწოდებენ.. დიახ,ბრმა ვარ! რომელიც მხოლოდ ერთს ხედავს ამ ქვეყნად.. მუნჯიც,რომლის ენაც მხოლოდ ერთს ესმის და ყრუც,რომელსაც მხოლოდ ერთის ესმის.. მე შენი,შენ კიდევ -ჩემი.. მე და შენ,სხივების თავი და ბოლო.. ვიცი,რომ ყველაზე ლამაზი “ყრუ-მუნჯთა” ოჯახი გვექნება.. ამბობენ გოგონები ოცნებობენ,რომ რჩეულისთვის უკანასკნელი სიყვარული იყვნენ,მამაკაცები კი პირიქით – სურთ პირველები იყვნენ.. ჩემს ცხოვრებაში პირველიც იქნები და უკანასკნელიც.. ჯერ არც კი იცი,როგორ გაგიმართლა,ხანდახან ვფიქრობ იქნებ ზედმეტიც მომდის ასე გაკერპება შენი,მაგრამ ასეთი ბუნება მაქვს რა ვქნა,თავიდანვე ვიცოდი,რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი იქნებოდი.. იცი,რომ შენგანაც იგივეს მოვითხოვ,ჩემს გვერდით კი იმიტომ იქნები,რომ ერთნაირი ვიქნებით ბოლომდე,თითქოს ერთი პლასტელინიდან გამოძერწილი ორი მისი ნაწილი,რომლებსაც დროებით ერთმანეთს აშორებენ,შემდეგ კი ისევ ერთმანეთში ზელენ.საბოლოოდ კი ერთ ფიგურას ქმნიან.. მესაკუთრე,რომ ვარ იცი და განსაკუთრებით სიყვარულში.. შენც მესაკუთრე ხარ და ამიტომაც ვუგებთ ერთმანეთს.. სხვა,რა გინდა,რომ გითხრა? სათქმელად ყველაფერი ადვილია,მხოლოდ ნათქვამის განხორციელებაა ძნელი.. მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ,შენც აუცილებლად.. ჩვენ წყვილი არ ვართ,ჩვენ ერთნი ვართ სულით,ხორცით და სისხლით ბოლომდე..

აქ ის სიტყვა უნდა ეწეროს,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ,მაგრამ წერის დაწყებისთანავე ვიცოდი,რომ მაინც არ დავწერდი.. ხომ იცი,როგორ მიყვარს შენი წვალება 

This slideshow requires JavaScript.

10 Comments leave one →
  1. February 8, 2011 13:48

    დეე ♥
    შენ რო შეყვარებული იყო ახლა წარმომიდგენი რა წერილს დაწერდი ^^
    მიყვარხარ გულში, სულში, თბილად და ყველაზე გემრიელად ♥

    • February 21, 2011 15:36

      მეც მიყვარხარ ძალიან ჩემო საყავარელო და თბილო ყველაზე..❤

  2. February 19, 2011 18:51

    რა კარგი მუსიკაა, ტექსტზე კითხვისას ჩავდნი ლამის… ვერ ვხედავ და ვინ მღერის? :სუნ:

  3. February 21, 2011 18:20

    fb-ze wavigeb ra da vityvi rom sheni blogidan vipove😀 :*

  4. May 27, 2011 01:28

    yvelaze tbili werilia romelic ki sheedzlo ”arsheyvarebul” adamians daewera da romelic imaze tbili gamovida vidre yvelaze sheyvarebuli adamiani dawerda…❤❤❤❤❤

    • May 27, 2011 15:52

      ყველაზე კარგი და თბილი კომენტარი იყო,რაც კი წამიკითხავს❤ ძალიან დიდი,მადლობა❤

Trackbacks

  1. წერილი (III) – ჩემს ოცნებებს | ♥ Wizard of Oz ♥
  2. წერილი (IV) – მშობლებს « ♥ Wizard of Oz ♥
  3. წერილი (V) – ადამიანს,რომელსაც არ ვიცნობ. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: