Skip to content

მობილური სიყვარული

February 2, 2011

უკვე შუა ღამეა.ერთ-ორ საათში ზამთრის მზის,ვითომ სხივები ისევე,როგორც თქვენს ჩემს ოთახშიც შემოაღწევს.თუმცა,ალბათ მაშინ მე მეძინება და ვერ გავიგებ,ისევე როგორც სავარაუდოდ თქვენ.ვგრძნობ,როგორ ცდილობს სიჩუმე ყველგან გაბატონდეს : ოთახში,სახლში,ეზოში,ქუჩაში.. მაგრამ ვერ ახერხებს,რადგან ოთახში საათის წიკ-წიკის,კლავიატურაზე დაღლილი,მაგრამ მაინც გამალებული ასოების ბეჭდვის ხმა და მძინარე ადამიანების მშვიდი,ღრმა სუნთქვა ეწინააღმდეგება.ეზოში ონკანი კარგად არ დუკეტავთ და წვეთების წკაპა-წკუპი საათის წიკ-წიკს ეხმიანება.ქარი კი მარტოდ ხეტიალით დაღლილი თითქოს ჩემს მძინარე,ახლობელ ადამიანებს ესაუბრება.. შორიდან ისმის მარტოდ ქუჩაში მოძრავი ავტომობილის ხმა.ის თანდათან სახლს უახლოვდება,უვლის და ხმა ისევ იკარგება.ამ ავტომობილს დაღლა ეტყობოდა,ძალიან მძიმედ და ხმაურიანად მოძრაობდა.ნუთუ მძღოლი არ იყო დაღლილი? უცნაური კითხვები მიჩნდება,მაგრამ ძილი არ მეკარება.

დღეს წვიმდა,ირგვლივ ყველაფერი დადარდიანებულიყო,არა მხოლოდ მე.ვცდილობდი დაღლილობა,მოწყენილობა,ყველაფერი ნეგატიური ძილით განმედევნა,მაგრამ ვხვდებოდი არაფერი გამომდიოდა.. ტელეფონი თავთან მედო და სუნთქვაშეკრული ველოდებოდი,როდის განათდებოდა ჩამქვრალი ეკრანი,რომელიც მანიშნებელი იქნებოდა ზარის.. მაგრამ მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება მოვიდა… ვიღაცას ნომერი შეშლოდა…

ამ წამს მატარებელმაც ჩაიარა და სახლი თითქოს შეინძრა,ხმაური იყო,მაგრამ მანაც ჩაიარა და ისევ სიმშვიდემ დაისადგურა.. რელსებზე თქარათქურით მიმავალი მატარებლის მესაჭე,ისევე როგორც იმ ავტომობილის მძღოლი ჩემი თანამოაზრენი გახდნენ,მხოლოდ ერთი განსხვავებით მათ რაღაცამ აიძულა ყოველივეს თანამონაწილეობა,მე კიდევ ჩემი ნებით შევუერთდი მათ,ერთი ზარის მოლოდინში..

კვლავ ძილის მცდელობას დავუბრუნდი,ისევ ამაოდ.ჟურნალი გადავშალე ისიც ამაოდ,ვიღაც ინკოგნიტო გოგონას ინტერვიუ იყო,რომელიც ჯავრობდა,რომ დაუფიქრებლად გააბა ურთიერთობა ბიჭთან,რომელიც მობილურით გაიცნო.

უყვარდათ,უყვართ და ეყვარებათ მარად.. მაგრამ უყვარდებათ სხვადასხვანაირად.. ნაცნობობით,მოწონებით,შემოფეთებით და თქვენ წარმოიდგინეთ ტექნიკითაც კი – იქნება ეს ინტერნეტ სივრცე თუ ტელეფონი.უფრო,რომ დავკონკრეტდეთ:

  • უყვარდათ – ნაცნობობით,მოწონებით,შემოფეთებით.
  • ახლა უყვართ  ამ ყოველივეს + ინტერნეტი,ტელეფონი.

“მობილური სიყვარული” – ჰმ,რა ბანალურია გავიფიქრე და სხვა გვერდზე გადავშალე.მხოლოდ გვიან გამეცინა,როცა მივხვდი,რომ მეც უიმედოდ ველოდებოდი ზარს ტელეფონზე.. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც უკანასკნლად გავესაუბრე.პირველად,რომ ვნახე მახსოვს როგორ შემაშინა იმ მზესავით თვალისმომჭრელმა შუქმა,რომელიც მისგან ასხივებდა.
”-მე ის ვარ,რაც სადღაც შორს,შენი გულის სიღრმეში იმალება… ” – მითხრა,მან და მე პირველად გავეცანი სრულიად ახალ გრძნობას.ყველაზე გემრიელი კერძი იყო,რაც კი ცხოვრებაში გამისინჯავს.ყველაზე საინტერესო გამოცანა,რომლელიც დღემდე ვერ ამოვხსენი..თვალის დახუჭვას აზრი არ ჰქონდა,რაღაც იცვლებოდა ჩემში.მეტად ემოციური და გულღია გავხდი.აზრი აღარ ჰქონდა აღარაფერს გარდა ერთის..ახლა კი ის შორსაა,ძალიან შორს ჩემგან და ჩემი ერთადერთი იმედი მობილური იყო,რომ დავკავშირებოდი სიყვარულს.
საღამოს წვიმამ გადაიღო,ტელეფონის ეკრნანი ისევ განათდა.ოთახში ჩემი საყვარელი მელოდია გაისმა,ტელეფონი რეკავდა.სულ რამდენიმე საათის განმავლობაში სულმოუთქმელად მომლოდინე ახლა გავშეშდი.უკვე აღარც ველოდი ალბათ ზარს,დაძინებასაც ხომ მხოლოდ ამიტომ ვცდილობდი.. გამოვფხიზლდი,მობილურს სასწრაფოდ ხელი დავავლე და მწვანე ღილაკს დავაწექი.. ჩემს საყვარელ მელოდიას,საყვარელი ხმაც მოჰყვა..
ის იყო ჩემი სიყვარული,რომელიც ათასობით კილომეტრიდან მობილური ტელეფონის საშუალებით დამიკავშირდა!

_________________________________________________________

ზუმერის კონკურსისთვის სწრაფად მომიწია დამეწერა,ამიტომ სხვადასხვა თემები შევაერთე და შევეცადე კარგი წასაკითხი ჩანახატი დამეწერა.რა გამოვიდა თქვენ შეაფასეთ )

6 Comments leave one →
  1. February 2, 2011 22:39

    წარმატებები. ^^
    მართლა ძალიან მომეწონა.ყველა “პოსტი” რომელიც ამ თემაზე დაიწერა და რაც მე წავიკითე რაღაცნაირად თბილია

  2. February 2, 2011 23:05

    მშვენიერია.
    გული ამიფანცქალდა. :*

  3. February 3, 2011 22:47

    კი ხარ კონკურენტი მაააგრააამ😀 მომწონს და დავაფიქსირე კიდეც ლაიქით😛❤

    • February 3, 2011 22:50

      მეც დავაფიქსირე ჩემი ლაიქით შენი თბილი პოსტი,რომ მომეწონა❤😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: