Skip to content

წერილი (I) – საუკეთესო მეგობარს

January 31, 2011

30 დღიანი თამაში – წერილები ძალიან საინტერესოდ მეჩვენა,ამიტომ გადავწყვიტე თამაშში ჩავრთულიყავი.პირველი წერილი ჩემი საუკეთესო მეგობრისადმი მიწერილი:

“ალბათ საუკეთესო იმიტომ ხარ,რომ მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ❤ შენი პლიუსებით და მინუსებით.ათი წელი ხდება რაც გიცნობ,მაგრამ პირველი ხუთი წელი,რას წარმოვიდგენდი თუ ასე ახლო გახდებოდი ჩემთვის.მართლაც უცნაური მეგობრობა გვქონდა,შენ სხვებთან უკეთესად გრძნობდი თავს,მე კიდევ სხვებთან.. მაგრამ მეექვსე წელს ყველაფერი შეიცვალა.. დღევანდელი დღესავით ნათლად მახსოვს შენი პირველი გულახდილობა ჩემთან და ჩემი შენთან..  მერე ჩვენი პირველი კამათიც მახსოვს და ყველაზე დიდი ჩხუბი,რომელიც იმით დამთვრდა,რომ მთელი გეგმები სანატრელ დაბადების დღეზე ჩაგვეშალა.. ერთ დღეს ვართ დაბადებულები და დღემდე ვერ მოვახერხეთ ამ დღის ერთად აღნიშვნა.. არადა,როგორ მინდოდა,ალბათ შენც.. ნუ რაც მთავარია ეს უკვე წარსულაშია,მერე მივხვდი,რომ შენნაირი არავინ მყოლია და ისევ მე გადმოვდგი ნაბიჯი,აღარ დაგელოდე რადგან ჩემზე უკეთ ალბათ არავინ იცის რამდენად წინ აყენებ საკუთარ პრინციპებს..  ორივეს უამრავი მეგობარი გვყავს,უმეტესობა ორივესთვის ახლობელები და რათქმაუნდა მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობები.. მაგრამ ერთად მაინც უკეთ ვართ,უფრო თავისუფლად ვსაუბრობთ ნებისმიერ თემაზე და დღითიდღე უფრო ნაკლები საიდუმლო რჩება ჩვენს შორის.. არ ვიცი რატომ არ შეგვიძლია ხოლმე კამათის გარეშე,მაგრამ კამათში იბადება არა მხოლოდ ჭეშმარიტება,არამედ ნდობაც თურმე..

მიყვარს ჩვენი ოცნებები,მიზნები და მისწრაფებები..❤ ყველაფერი რაც ჩვენ გვიკავშირდება.მიყვარს,როგორ ვსაუბრობთ პირადულ პრობლემებზე და საკითხებზე,რომლებსაც ყველა მეგობარს ვერ ეტყვი.ეს სულაც არ ნიშნავს,რომ ისინი ჩვენთვის ნაკლებად საყვარლები არიან.რათქმაუნდა გვიყვარან,მაგრამ ჩვენ ორი მაინც თითქოს მონათესავე სულები,ვართ და გვეშინია არ დავკარგოდ ნახევარი.აბა რა გამოდის,უკვე იმდენი რაღაც ვიცით ერთმანეთზე,რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივხვდეთ როგორ ხასიათზე ვართ და რა გვჭირდება,რომ ხასიათი გამოგვიკეთდეს..  ამ ბოლო დროს იმასაც დავაკვირდი,რომ ხშირად საერთო აზრები მოგვდის თავში და ერთნაირ წინადადებებს გავიძახით,ერთ დროს.. მე და  ჩემს დასსაც კი არ მოგვსვლია ასე არასდროს..

ალბათ ეს წერილი უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო,გავიხსენო თითოეული კარგი და ცუდი წამი ჩვენი ურთიერთობიდან.. მაგრამ რა აზრი აქვს,მთავარია მომავალში რა იქნება.. მე კი მინდა,რომ ამ წერილივით დაუსრულებელი იყოს და სამუდამო,ეს ერთგულება და ნდობა ერთმანეთის მიმართ..

იცი,რომ ძალიან მიყვარხარ მაგრამ კიდევ  გეტყვი,თუ რა ახლო ხარ ჩემთვის..

This slideshow requires JavaScript.

15 Comments leave one →
  1. January 31, 2011 01:07

    თბილი ♥

  2. January 31, 2011 01:53

    რა კარგი იყოო:) ვისიამოვნე თქვენი მეგობრობით, ვიცი ასეთი მეგობრობის ფასი და მართლაც ძალიან მაგარია:))

  3. January 31, 2011 03:03

    მოუფრთხილდით ერთმანეთს…🙂

  4. January 31, 2011 15:25

    ძალიან თბილია …

  5. January 31, 2011 19:39

    უთბილესი❤

  6. lika permalink
    January 31, 2011 20:16

    ❤❤ ra sayvarlobaa ann🙂 :*

    • January 31, 2011 20:24

      მიდი გოგო დაწექი,სიცხეს რას ეხუმრები🙂 მაგას მერეც მეტყვი❤
      გოგონებო,მადლობთ❤ მიხარია,რომ მოგეწონათ )

  7. January 31, 2011 20:36

    რა კარგია, როდესაც იცი, თუ რა არის მეგობრის ფასი.
    რა კარგია, როდესაც იცი, რომ გყავს ადამიანი, რომელთანაც შეგიძლია ისაუბრო ნებისმიერ თემაზე.
    რა კარგია, როდესაც გრძნობ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც მთელი, წრფელი გულით უყვარხარ.
    რა კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მეგობრებს ვუწოდებთ.
    ძალიან მომეწონა პოსტი, უფრო მეტად კი, ასე რომ შეგიძლია სიყვარული.

  8. January 31, 2011 23:09

    magariaaaa dzaan kaiaa rocaa asetii megoobroobaa sheegiidzliaa adamiaans ….mec uuzoomood miyvaars cheemi megoobrebii da ragacnairaad cremlebi wamomiviida:s:s:d

  9. only girl permalink
    February 6, 2011 19:50

    Zuustaad Asee Vart Mee Da CHeemii Daaqaaliic ))) Yveelaaperii Daaemtxvaa ))

  10. March 1, 2011 18:36

    ძალიან ნაცნობია ჩემთვისაც🙂
    ნამდვილი მეგობრზე ძვირფასი არაფერია ამ ქვეყნად❤

  11. QrisTi permalink
    May 3, 2011 15:10

    (((( dz momecona tqveni megobroba :* kargebi xart mec myavs bevri megobari magram oradors varchev da mat veubnebi yvelafers dz kargebi xart miyvarxart ! imedia odesme gavicnobt ertmanets radgan eseti kargi megobrebi aravis acyens ))))

Trackbacks

  1. წერილი (III) – ჩემს ოცნებებს | ♥ Wizard of Oz ♥
  2. წერილი (V) – ადამიანს,რომელსაც არ ვიცნობ. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: