Skip to content

სხეულში გამოკეტილი

January 25, 2011

ხშირად მიფიქრია სად ვიგრძნობიდ თავს უკეთ,მაგრამ დღემდე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს,მხოლოდ ერთი ვიცი.. ადგილი,სადაც მინდა ვცხოვრობდე მშვიდი,მზიანი.. ოკეანესთან,ზღვასთან ან თუნდაც ტბასთან ახლოს უნდა იყოს.. მინდა სანაპიროზე მაშინ შემეძლოს გასვლა,როცა მომინდება და ტალღების ხმაურში მშვიდად მეძინოს.. სახლი,აუცილებლად მაღალ ადგილას მექნებოდა ან მთაზე ან გორაზე.. მინდა კარგად ვხედავდე ზღვის უსაზღვრო სივრეცეს და ვფიქრობდე არაფერზე.. დილით ვიღვიძებდე დადებითი განწყობით,მაშინ როცა თავად გამეღვიძებოდა და არა გარემოს ზემოქმედებით ან ხმაურით.. ვიცი არავინ შემიშლიდა კითხვაში ხელს,არ მომიწევდა მეკითხა ბევრი ჩემთვის არასაინტერესო საგანი..მინდა დამეწერა,მაგრამ ის რაც გულს ენდომებოდა და არა ის რასაც ახლა ყოველ დღე ვწერ.. დავმტკბარიყავი მხოლოდ იმის ცქერით,თუ როგორ იხრის მზე მთვარის წინაშე ქედს და ადგილს უთმობს.. როგორ ივსებე ცა ნელ-ნელა ვარსკვლავებით და როგორ ებრძვის ღამე განთიადს.. მაგრამ დილით ისევ მზის დროა და მეც ალბათ არასდროს დამღლიდა მათი პაექრობა.არ მსურს არც ერთი ადამიანი ჩემს ირგვლივ,არავინ გარდა საკუთარი თავისა.. და ფიქრებისა..

Dream is always been inside of you.


ან თუნდაც მინდა ვიმოგზაურო იქ სადაც ადამიანებს ჩემი ენა არ ესმით მე კი მათი.სადაც მხოლოდ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება არსებობს.ადამიანები,რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან რა არის ტექნიკა,წიგნი,რა ათბობთ,რატომ ღამდება,რატომ არ ჩანან ვარსკვლავები დღისით.. არ იციან რა არის ბოროტება,ტყუილი,ღვარძლი.იქ სადაც არასდროს ჩაგრავენ უსუსურს და ყველა თანასწორია..
მოკლედ არ მინდა.. არა!.. ნებისმიერ ადგილში გავცცვლიდი იმ სამყაროს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.იმდენად ცივილიზებულები ვხდებით,რომ უკვე სიმშვიდე მენატრება.. უკვე კომპიუტერის დანახვაც საშინელ ხასიათზე მაყენებს და ტელეფონის ზარი მაღიზიანებს.. ადამიანები,მხოლოდ იმაზე ფიქრში ლევენ ცხოვრობას ვის რა ავნონ.. სადღაც გაქრა მათი ოცნებები,ზედმეტად რეალისტები გახდნენ.. უფრო სწორედ გავხდით.ახლაც ისევე აირია ჩემი პოსტი,როგორც გონებაში ირევა ერთმანეთის საწინააღმდეგო ფიქრები.. ოცნებები და რეალობა.
უბრალოდ გთხოვთ ასე ნუ ზუზუნებთ,ნუ ხართ აგრესიულები და ნუ გამოკეტეთ სული სხეულში,სიკვდილის მოლოდინში..

8 Comments leave one →
  1. January 25, 2011 20:56

    ჩკუიდან მშლის ჩემს სათქმელს რომ ამბობ ხოლმე.. ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი ახლა და შემოვედი შენ დაგიწერია :X ოღონდ აქაურობას მომაშორა და არ მინდა არაფერი.. სულ მარტო მინდა სულ სულ მარტო რომ ბევრი ვიფიქრო და ბედნიერი ვიყო…

    • January 26, 2011 14:31

      ვაიმე თამ,ეს დღეებია ისეთ საშინელ ხასიათზე ვარ,რომ არვიცი.. შენც იცი ეგ ამბავი.. მგონი მარტოობის გარდა არაფერი მიშველის.. არვიცი რა..❤ მიყვარხარ,აბა ჩვენ ვიცით,როგორ გავუძლებთ შეტევებს.. ^_^

  2. January 26, 2011 01:18

    ძალიან საყვარელი ვინმე ხარ, არაა მთლად მასეთი საშნელი რეალობა. ცადე საკუთარ თავზე იფიქრო და არა იმაზე რას ფიქრობენ სხვები ზოგადად. დაისახე მიზანი და დაანაწილე პატარა გეგმებად. მერე ამ პატარა, ნამცეცა, თითქოს უაზრო და უმნიშვნელო გეგმების განხორციელებას შეუდექი. შედეგი შენც მიხვდები მგონი როგორიც იქნება.😉

    • January 26, 2011 14:34

      ეჰმ შხამიანო,აღარც ვიცი უკვე რა ვქნა ისეთი დაბნეული ვარ.. ( მადლობ,ყველანაირად ვცდილობ გუნების გამოკეთებას და ვიცი,რომ ადრე თუ გვიან მივაღწევ მიზანს,მაგრამ ამ დღეებს მაინც ფუჭად ვკარგავ რაღაცაზე ან ვიღაცაზე დაგრუზული.. ❤

  3. January 26, 2011 10:55

    ვაი.
    ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა სიტყვა, ყველა წინადადება ჩემს ფიქრებს შეესაბამება.
    მთავარია არ ვცხოვრობდე თბილისში; არ მესმოდეს ყოველდღე გამაყრუებელი ხმები, რომელიც გვერდითა კორპუსიდან მოდის; ამდენ აგრესიას არ ვგრძნობდე და არ ვხედავდე არა მარტო ქუჩაში გამვლელებისგან, არამედ ნაცნობებისგანაც.
    ერთ ღიმილი, მხოლოდ წამიერი ბაგის გაწელვა – ესეც კი ენანებათ უკვე.

    • January 26, 2011 14:38

      ნამდვილად მაცო და ადამიანებს დღითიდღე უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის ერთმანეთის.. (

  4. March 14, 2011 02:03

    დედამიწა, ხორციელება < ჩვენი სასჯელია, შენი სათქმელიდან გამომდინარე, გამოდის რომ სამოთხეში გინდა მოხვედრა, იქ არ არსებობს გრძნობები, ემოციები, და აშ. მართლაც კარგი პოსტი იყო, მომეწონა, აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს, თორემ კომენტარ–პოსტი გამომივა მეც, = D

    მომწონს !

    • March 14, 2011 19:10

      აბა როგორ შეიძლება ამ ქვეყნად მცხოვრები ადამიანი სამოთხეში ყოფნას არ ნატრულობდეს ))
      მადლობ,მიხარია❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: