Skip to content

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება,როცა უყვარს.ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.

იანვარი 19, 2011

“ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს.ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.”

ალბათ ბევრ თქვენგანს ეცნო ეს ცნობილი გამონათქვამი კიდევ უფრო ცნობილი ავტორით -სტენდალით.მოკლედ ვიფიქრე,მაგრამ მაინც ვერ ჩამოვაყალიბე საბოლოო აზრი.შესაბამისად ამ გამონათქვამის სიზუსტეში ეჭვი შემეპარა.მე თუ მკითხავთ ყველა ჭკვიანი განურჩევლათ სქესისა მაინც უგუნურს ემსგავსება,როცა უყვარს.. აი ქარაფშუტა კი ყოველთვის ქარაფშუტად დარჩება,მე ასე ვფიქრობ..
აქვე კიდევ ერთი სადაო საკითხი.. რატომ ჭკვიანი მამაკაცი და ქარაფშუტა ქაალბატონი.. ნუთუ ქარაფშუტა მამაკაცები არ არსებობენ? ან ჭკვიანი ქალების ნაკლებობას განიცდიდა მსოფლიო სტენდალის დროს? 🙂
თუმცა უდაოა,რომ გამონათქვამი შეუდარებელია.. მაინც სადაოა..
თქვენ როგორ ფიქრობთ?
ან კიდევ ერთი მისი გამონათქვამი –

“ქალი გულგრილია მის მიმართ,ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.”

მოკლედ ჩემი სასაუბრო თემა ამ პოსტში სტენდალი გახლავთ,თავის ბრძნული გამონათქვამებით.. იმიტომ,რომ ამ ადამიანს უყვარდა სიბრძნის თქმა,მაგრამ ამავე დროს ყოველთვის წამოჭრიდა ხოლმე სადაო თემას.. ის ორიგინალურობას ინარჩუნებდა ამ ხერხით და როგორც ერთ-ერთი მისი გამონათქვამი გვეუბნება –


ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა.”

უფრო მეტი სტენდალი!

Advertisements
12 Comments leave one →
  1. იანვარი 19, 2011 21:27

    მართლაც სადაოა ორივე ფრაზა ჩემი აზრით )) როცა გიყვარდება, კაცი ხარ თუ ქალი მგონი ყოველთვის კარგავ ჭკუას და აკეთებ ზოგჯერ შენთვისაც კი გასაკვირ რაღაცებს ))
    “ქალი გულგრილია მის მიმართ,ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.” — აი ეს კი არამგონია მარტო ქალებს ეხებოდეთ, მაგრამ უფრო ცუდი ისაა, რომ სიმართლეს ძალიან შეეფერება…

    • იანვარი 19, 2011 21:43

      ზუსტადაც )) კოშმარული სიმართლეა ყოველი ფრაზა..
      მამაკაცები არა ნაკებ იფასებენ თავს 🙂

  2. იანვარი 19, 2011 21:51

    ოო თუ იგრძვნეს შენგან რამეეე :))) მტრისას მერე ^^

    • იანვარი 19, 2011 21:59

      საერთოდაც ორივე სქესის წარმომადგენლებს ერათნაირი შეხედულებები გვაქვს მე თუ მკითხავ,ნუ ამდაგვარ საკითხებში თორე.. 🙂 და არასწორია,როცა რაღაცას კაცზე ან ქალზე ვიძახით ხოლმე )

  3. იანვარი 19, 2011 22:00

    ჰო მართალი ხარ, ეგ ადამიანზეა თვითონ დამოკიდებული მე თუ მკითხავ)) ცუდი რამ შეიძლება გოგომაც გააკეთოს და იგივე ბიჭმაც 🙂

  4. იანვარი 20, 2011 11:09

    ზოგჯერ კაცები ქალებზე მეტად იფასებენ თავს … და თუ გაიგეს,რომ გოგოს უყვარს მაშინ საერთოდ გიჯდებიან და ისე იქნევიან გეგონება მათ გარშემო ბრუნავს დედამიწა…

    • იანვარი 20, 2011 11:46

      ხო მაგრამ გოგოებმაც ხომ ვიცით ეგრე 🙂
      ამიტომ მე მგონია,რომ ამდაგვარ საკითხებში ორივე სქესის წარმომადგენლები ერთნაირად ვსაზღვრავთ ურთიერთობებს.. )

    • იანვარი 20, 2011 12:30

      გოგოებიც არანაკლებ იქცევიან ხოლმე )) ნუ ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი რათქმაუნდა ))

  5. იანვარი 20, 2011 12:53

    ოო სტენდალს რა უთქვია… :0

    ჰმ, ძალიან საკამათოა

    • იანვარი 20, 2011 15:25

      ნამდვილად.. და მეეჭვება ამ სიტყვების სიზუსტე ან მცდარობა გავარკვიოთ ოდესმე 🙂

  6. იანვარი 30, 2011 14:30

    საერთოდ არ ვფიქრობ რომ შეუდარებელია.
    მე შეუდარებელი გამონათქვამი ვიცი, როდესაც ჭეშმარიტებაა.
    აქ კი, რამდენი აზრიც არ უნდა იყოს ჩაქსოვილი, მაინც ვერცერთს ვერ დავეთანხმები, 0.1%-თაც კი.

    “ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა.”
    ჰო, ეს ეხება თითოეულ ადამიანს. ანუ, თუ მე ჩემი თავი შეუცნობელი მყავს, შენც, იმასაც, სხვასაც და ა.შ. გამოდის, რომ ერთმანეთი შეუცნობელი გვყავს. პირველ რიგში საკუთარ თავს იცნობს ადამიანი ყველაზე მეტად, და მაგაზეც რომ ვიტყვით, არ გაქვს შეცნობილიო.. მოკლედ, აზრი ვერ ჩამოვაყალიბე, იმედია მიხვდით. :დ

    პ.ს. არ შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც მწერალს ძალიან დიდი პატივს ვცემ – სტენდალს. ძალიან კარგ აზრებს და ვარაუდებს გამოთქვამს ხოლმე თავის ნაწარმოებებში. ყველაზე მეტად, მაინც ფსიქოლოგიურად რომ უდგება რაღაც საკითხებს ეგ მომწონს.

    • იანვარი 30, 2011 18:09

      მე კიდევ ყველაზე მეტად,იმიტომ ვცემ პატივს და მიყვარს,რომ თითქმის ყოველთვის ასეთი ამოუცნობია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: