Skip to content

დღეში გაცვლილი ღამე და ნაპოვნი სიმშვიდე

January 17, 2011

უკვე შუა ღამეა.ერთ-ორ საათში ზამთრის მზის,ვითომ სხივები ისევე,როგორც თქვენს ჩემს ოთახშიც შემოაღწევს.თუმცა,ალბათ მაშინ მე მეძინება და ვერ გავიგებ,ისევე როგორც სავარაუდოდ თქვენ.ვგრძნობ,როგორ ცდილობს სიჩუმე ყველგან გაბატონდეს : ოთახში,სახლში,ეზოში,ქუჩაში.. მაგრამ ვერ ახერხებს,რადგან ოთახში საათის წიკ-წიკის,კლავიატურაზე დაღლილი,მაგრამ მაინც გამალებული ასოების ბეჭდვის ხმა და მძინარე ადამიანების მშვიდი,ღრმა სუნთქვა ეწინააღმდეგება.ეზოში ონკანი კარგად არ დუკეტავთ და წვეთების წკაპა-წკუპი საათის წიკ-წიკს ეხმიანება.ქარი კი მარტოდ ხეტიალით დაღლილი თითქოს ჩემს მძინარე,ახლობელ ადამიანებს ესაუბრება.. შორიდან ისმის მარტოდ ქუჩაში მოძრავი ავტომობილის ხმა.ის თანდათან სახლს უახლოვდება,უვლის და ხმა ისევ იკარგება.ამ ავტომობილს დაღლა ეტყობოდა,ძალიან მძიმედ და ხმაურიანად მოძრაობდა.ნუთუ მძღოლი არ იყო დაღლილი? უცნაური კითხვები მიჩნდება,მაგრამ ძილი არ მეკარება.გარდა ამისა,ამ წამს მატარებელმაც ჩაიარა და სახლი თითქოს შეინძრა,ხმაური იყო,მაგრამ მანაც ჩაიარა და ისევ სიმშვიდემ დაისადგურა.. რელსებზე თქარათქურით მიმავალი მატარებლის მესაჭე,ისევე როგორც იმ ავტომობილის მძღოლი ჩემი თანამოაზრენი გახდნენ,მხოლოდ ერთი განსხვავებით მათ რაღაცამ აიძულა ყოველივეს თანამონაწილეობა,მე კიდევ ჩემი ნებით შევუერთდი მათ.. უბრალოდ მე არც თუ ისე სასურველ,უსიამოვნო გრძნობის მომტან ფიქრებს მირჩევნია ზურგი ვაქციო და ისევ ავტომობილზე ვიფიქრო ან ქუჩაზე.ან საერთოდაც ონკანზე და საათზე.. უკეთესია,ფიქრები მშვიდია და სასიამოვნო.დილის გათენებასთან ერთად ეს სიმშვიდეც ქრება.სადღაც ალბათ ახლა ცხოვრება “დუღს”,მაგრამ ჩემთან ხომ მშვიდია.. არ მესმის,რატომ უკვირთ ჩემებს,როცა ღამით ფხიზლად ყოფნას,დღისით კი – ძილს ვამჯობინებ.. თუმცა მათ არც კი უცდიათ,ღამეს შესზიარებოდნენ.. ვიდრე არ გასინჯავ გემოს რას გაიგებ.
ყველაზე ცუდი ის არის,რომ მთვარე არ ჩანს,არადა როგორ მიყვარს მისი ყურება.. ჯერ ლაპარაკი არ დამიწყია,ეს ალბათ კარგია,მაგრამ მაგასაც მოვახერხებ.. ჰმ,ალბათ რა სასაცილო ვიქნები გაფართოებული თვალებით,რომ მივშტერებივარ ამ ქმნილებას..გინახავთ ოდესმე,როგორ მიშტერებია ორი მეტიჩარა ერთმანეთს,მაშინ ამის წარმოდგენა არ გაგიჭირდებათ.აი ასე,უბრალოდ ყურება მიყვარს,როცა რაღაც მიყვარს მე მხოლოდ მისი ყურება მყოფნის,სიტყვა ძუნწი და ალბათ მოსაბეზრებელი ვარ.თუმცა ვის ერდარდება ეგ ამბავი,ისევე როგორც ჩემი და მთვარის ამბავი.. ახლა მე მაინც ვერავინ მხედავს..
დილით უკვე მხოლოდ ონკანი და საათი,მძინარე ადამიანები და ქარი კი არა ყველა ლაპარაკს იწყებს და ეს მაღიზიანებს..ქუჩა ავტომობილებით იტენება,საშინელი ხმაა.. სულაც არ ჰგავს საღამოს მშვიდად მიმავალ ავტომობილის ხმას.ეზო ივსება ჭორიკანა ადამიანებით,ონკანს ბოლომდე ხსნიან.. ეს ხმა საათის წიკ-წიკს ფარავს.. კარი ყოველ წუთს იღება და იხურება,ვიღაც შემოდის და გადის..

“-ამდენ ხანს ძილი გაგონილა? უკვე შუადღეა..გვანცა გააღვიძე შენი და,საჭმელი მაინც ჭამოს..ამ გოგოს,ხომ კომპიუტერის გარდა არაფერი აინტერესებს ამ ქვეყნად.ნეტავი გუშინ რომელ საათზე დაიძინა..შუადღემდე ძინავს,შუაღამემდე იმ “ჯართსაა” მიჩერებული და როცა გგონია ამ ქვეყნადაა მაშინაც კი სადღაც უცხო სამყაროში “დაფრინავს”..„

– მესმის ოთახიდან ხმა.ძილი,ჭამა,მუშაობა.. ნუთუ ვერაფერი იპოვეს უფრო საინტერესო ამ ქვეყნად.რა იციან,რომ ღამე ეს ის სიმშვიდეა,რომლის მოსაპოვებლად მთელი დღე ბორგავენ..

8 Comments leave one →
  1. January 17, 2011 00:52

    ბოლოს რა მაგრად თქვი… “რა იციან,რომ ღამე ეს ის სიმშვიდეა,რომლის მოსაპოვებლად მთელი დღე ბორგავენ..” impressed… my hats off for u…

    • January 17, 2011 01:11

      გმადლობ,მიხარია )
      შენც კი მოგანიჭე უკვე ტიტული🙂 “ჩემი მშვიდი ღამის სტუმარი” ))

    • January 17, 2011 01:45

      ვოუუუ, დიდი მადლობა… ისეთი მშვიდი და მშიერი ღამის სტუმარი გყავს, რომ ახლა მიდის პოპულში რომ რამე იპოვოს და შეჭამოს თორემ მოკვდება… :DDDDD

    • January 17, 2011 10:44

      უიიი😀 მე კიდევ,როგორც ნახე უკვე ძილი მომერია მაინც😀

  2. January 17, 2011 10:36

    როგორ მიყვარხარ ღამესთან ერთად❤ ღამე ეს ის დროაა რომელიც ან სულ გიფორიაქებ თავის ფიქრებით ან პირიქით ისე დაგამშვიდებს როგორც სხვა ვერავინ და ვერაფერი❤ ამ ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით მე და ღამე, არა არც იქმდე გვქონია ცუდი ურთიერთობა უბრალოდ ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია❤ გუშინ მითხრეს და – მე ვარ ბუ ))))❤

    • January 17, 2011 10:46

      მე მთელი ჩემი ცხოვრებაა ღამეზე მეტად არავინ მყვრებია ჯერ მგონი🙂
      მეც მიყვარხარ გოჭ❤ და ზუსტი ხარ :*

  3. January 20, 2011 17:36

    ყოჩაღ ანნ მაგრამ მე მივხვდი ამ ტექსტის მთავარ აზრს და მინდა გითხრა, რომ გამოჩნდება ერთხელაც ის ვიღაც და მშვიდად ვეღარ იქნები❤ აი სიხარულს როდესაც გადმოსცემ და ბლოგზე დაწერ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ .. :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: