Skip to content

ნახვამდის ძველო,გამარჯობა ახალო.

January 11, 2011

ახალი წლის პირველი დღეებია,თუმცა მაინც და მაინც ცვლილებებს ვერ ვამჩნევ.ნუ შესაბამისად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ადამიანები ტყუილად ველოდებით იმას,რომ რაიმე თავისიც შეიცვლება.მოკლედ,გასული წელი უკვე ბნელი წარსულია და ველი ნათელ მომავალს.თუმცა წლის დასაწყისი უკვე ისეთია,რომ ტკბილი წარსული უფრო ზუსტი იქნებოდა,რომ მეთქვა,მომავალის კიდევ ჯერ რა მოგახსენოთ..
2010 წელი ერთი სიტყვით მართლაც შესანიშნავი წელი იყო.უფრო მეტი კარგი დამამახსოვრდა,ვიდრე ცუდი.სიახლეების წელი იყო.დასაწყისი არც თუ ისე დამაიდებელი ჩანდა წლევანდელი წლის არ იყოს.მგონი უფრო იმიტომ,რომა ხაი წლის არეულობდა და ჟრიამული მაინც და მაინც არ მხიბლავს.არც სუსხიანი ზამთარი მიყვარს,როგორც უკვე იცით და არც დასვენება მომწონს.მგონი სკოლა,ჯემბრიჯ ცენტრი და ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მომენატრა.ნუ ეს დასახელებები,რა თქმა უნდა ადამიანებს მოიცავს❤
ერთი კვირაც და ისევ რეჟიმში ჩადგება ყველაფერი,მიხარია..
ახლა ძველ წელს დავუბრუნდეთ,ერთობ საინტერესო წელი იყო.დასაწყისი ჩვეულებრივი,სკოლა,სახლი და ცოტა გართობა მეგობრებთან ერთად.საინტერესო იყო ახალი ადამიანების გაცნობა და კიდევ უფრო დაახლოება მათთან.სკოლის დამთავრების შემდეგ ზაფხულის არდადეგებზე ვიყავი რამდენიმე ჩემთვის უცნობ საქართველოს ტერიტორიაზე.კონკრეტულად ბორჯომის შემოგარენში ვიმოგზაურე ზაფხულის არდადეგებზე,რაც მოვასწარი დარჩენილ დროში.ბორჯომი ძალიან მიყვარს,რაღაც ძალიან მოქმედებს ჩემზე ამ ქალაქში,სიმშვიდეს მგვრის და ვისვენებ.ყოველთვის მიხარია,როცა ჩემებს ვითანხმე ერთი კვირით მაინც იქ ჩასვლაზე.
მიუხედავად ბორჯომისა,ასევე ვაღიარებ შესანიშნავი დრო გავატარე ზღვაზეც.თუმცა იმდენი დამსვენებელი იყო,წყალში ფაქტიურად ჩემი ადგილი არ იყო.შედეგიც გადასარევი ნუ იტყვით,10 დღე სიცხიანი საწოლში ვიწექი და ვირუსს ვებრძოდი.
ასევე შესანიშნავი დრო ვატარე ქალაქ ვანშიც ) მე სოფელს ვეძახი,ბებია-ბაბუა იქ მყავს და ყოველ წელს ვახერხებთ ცავიდეთ და ვინახულოთ.ძალიან მიყვარს იქაურობა❤ ზუსტად ის ადგილია სადაც იმას იპოვი რასაც ეძებ,იქნება სიმშვიდე ან ხმაური,მხიარულება თუ სხვა.
ეს ჩემი არდადეგებიც დამთავრდა და ისევ სკოლა დაიწო,შემოდგომის მოსვლასთან ერთად.სკოლა.. სკოლა.. უღიმღამოდ კი ვიძახი,მაგრამ ის ლეპტოპი,პერსონალურის ჩართვა რომ დამეზარა და ჩავრთე,რითიც ახლა ეს პოსტი დავწერე მისი დამსახურებაა,რომ მაქვს.დამასაჩუქრა სამინისტრომ,მიკვირს სწავლისთვის როდის მივიცალე ამ არეულ წელიწადში.მაგრამ როგორც ჩანს მიმიცლია.მგონი სულ ეს იყო.მიზნები და სურვილები 2011 წლისთვის კიდევ უფრო გამიმძაფრდა.ასე რომ სრული სვლით ბედნიერი,ისეთი როგორიც თავად მე მსურს – მომავლისაკენ.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: