Skip to content

ბედისწერა

December 28, 2010

მე ქალი ვარ,რომლის სული ცოტაც და მიატოვებს საკუთარ სხეულს,ისევე როგორც ერთ დროს საკუთარი მეუღლე მიატოვა და დაადგება ისევ სრულიად უცხო,მაგრამ სასურველ გზას.იმ გზას,რომელიც ასე მიმზიდველი ეჩვენება და სულაც არ ვწუხვარ,რომ მე დღეს ვამთავრებ ამ კომედიას,მით უფრო ბედნიერი ვარ რომ დასასრული მწარეა.. რადგან სწორედ მძიმე,ცრემლების მომგვრელი დასასრული ქმნის ისტორიას მიმზიდველს.
ერთ დღეს დავიბადე და იმავე დღეს დაიწყო დასასრულის დასაწყისი,ჩემი ცხოვრების ისტორია არც ისე საინტერესო,მაგრამ უცხოა.. განსხვავებული…
ახლა სულ მარტო,ხიდის ქვეშ ვიყინები და თავიც არ მაქვს რომ მოსახლეობის მიერ ძველ ნარჩენებს ცეცხლი წავუკიდო და ბებერი ძვლები გავათბო.არც არავინ მყავს გვერდით,რომ გამათბოს.. ის ერთადერთი მე თავად მივატოვე,გავაგდე,თავი შევაძულე..
ახლა ალბათ ოჯახში საახალწლოდ ემზადება.. ბავშვებს მეუღლესთან ერთად საჩუქრები უყიდა და მეუღლესაც ყველაზე იმ ჩემთვის სანუკვარ საჩუქარს გაუკეთბს,რაც ამდენი წელია საშინლად მენატრება – ეამბორება.
ალბათ თავს მოგაბეზრებთ ის ისტორია,რომელმაც აქამდე მიმიყვანა,ამიტომ მხოლოდ ცოტას გიამბობთ,რასაც მოვასწრებ:
არ აქვს მნიშვნელობა როგორ შევხვდი,სად,მთავარია ჩემი თვალები მის თვალებს შეხვდა.მისმა ტუჩებმა ჩემსას გაუღიმეს და იმავე ტუჩებმა ცოტა ხანში ყურში რაღაც ჩამჩურჩულეს..
“-მიყვარხარ.” – ახლაც ცხადად ჩამესმის ეს ხმა,თითქოს ამ წამს ყურში ისევ ის ჩამჩურჩულებს.
შემდეგ მისი ხელი ჩემსას შეეხო,ოქროს მრგვალი ბეჭედი გამიკეთა მარჯვენა ხელის არათითზე და სამუდამო ერთგულება შევფიცეთ ერთმანეთს.

მე დავინახე,როგორ განათდა "ANAГKH" ერთ სუსხიან საღამოს,სრულიად მოულოდნელად.

მაგრამ ერთ საღამოს მე სხვა დავინახე,ისე გამაჟრჟოლა თითქოს 14წლის გოგოს პირველად მომეწონა,მე გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდა,მას-თავისი,მაგრამ რაღაც ეშმაკმა შემიპყრო.მე მეუღლე მიყვარდა,მაგრამ ის.. ის ყოველთვის ჩემ თვალწინ იდგა,ყველგან ვხედავდი,ეს არ იყო სიყვარული,სულ სხვა უცხო გრძნობას ვეზიარე,იმ გრძნობას რომელიც თურმე ყველას სძლევს და მე ჩემს სიყვარულს ვუღალატე,ფიცი გავტეხე,საკუთარი თავი საკუთარი ნებით მიწას დავეცი და ღირსება სამუდამოდ დავასამარე.
გრძნობამ თავისი გაიტანა,ამ ქვეყნად სიყვარულზე ძლიერი გრძნობებიც არსებობს და ვიდრე თავად არ გამოგიცდიათ ჩემსას ვერ გაიგებთ.ეს გრძნობები სიყვარულს აბუჩად იგდებს,გერევა,ძალას გაცლის.ყოჩაღ მათ,ვინაც დასძლია და დღემდე ლამაზი ოჯახი შეინარჩუნა.მე ეს ვერ მოვახერხე და სწორედ ამიტომ არ მწყდება ჩემს დასასრულზე გული,იქნებ სწორედ ამას ველი ამდენი ხანი შვებას,გაქრობას..
ნახეთ დაღამდა,არადა თთქოს სულ ორი წუთით მივიპყარი თქვენი ყურადღება,როცა ჯერ კიდევ მზე იყო.ვარსკვლავები..მე და მას გვიყვარდა მათთვის სახელების დარქმევა და გარდაცვალების შემდეგ შეხვედრა “ANAГKH”(ბერძ.”ბედისწერა”)-ზე დავთქვით.
იქნებ მან მაპატიოს ჩემი სიბრიყვე,სისუსტე და ჩემთან მოვიდეს..

 

***
გაიყინა,გაქრა.. მაგრამ ის ტყუილად ფიქრობდა ლოდინზე,მას ეს არ დასჭირვებია,ის იქ დახვდა,მათ ვარსკვლავზე.ეგონა არსებობდა რაიმე გრძობა ამ ქვეყნად,სიყვარულზე უფრო ძლიერი,მაგრამ ცდებოდა.. ის სუსტი იყო,მაგრამ სიყვარული იყო ძლიერი და “ANAГKH”-ზე ისინი შეხვდნენ,მისმა ტუჩებმა კვლავ გაუღიმეს და ნანატრი ამბორიც აჩუქეს.ამ გრძნობამ აიძულა ერთს ეპატიებინა მეორესთვის და მეორეს საკუთარი თავისთვის..

3 Comments leave one →
  1. January 14, 2011 07:46

    ra sevdiani istoooriia😦 dzalian sevdiiianiiii

  2. January 18, 2011 15:56

    აუ😦

  3. მაკო permalink
    May 15, 2011 19:08

    (((((((((((((((((((((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: