Skip to content

ოცნების მოყვარულო ზარმაცებო!

December 20, 2010

ოცნებების სია.. ოი,რამხელაა მაინც ჩემი სია🙂
თქვენ წარმოიდგინეთ და ოცნებები,მგონი საერთოდ არ გამაჩნია. რატომ ვუწოდო ჩემს მიზნებს ოცნებები,არაინაირად.. ისინი უბრალოდ მიზნებია,რომლის მისაღწევადაც ყველაფერს გავაკეთბ.. ოცნება კი ჩემი საქმე არ არის..
თუმცა,რათქმაუნდა მეც წარმომიდგენია არარეალური,მაგრამ ნამდვილად არ მინატრია რამე : )
ჩემი აზრით ოცნება ზარმაცი ადამიანის მოგონიალია,რომელსაც უბრალოდ რაღაცის შეცვლა ეზარებოდა,ადგა და გონებაში დახატა საოცნებოდ აწყობილი მისი ცხოვრება,მერე მეორეს ეს აზრი მოეწონა და ახლა მთელი მსოფლიო ოცნებობს.. ზოგი რაზე და ზოგიც – რაზე..
არა,სულაც არ ვიძახი რომ ოცნება ცუდია,რადგან ადამიანი როცა ოცნებობს,მგონი რაღაც იმედს ისახავს,ბოლომდე იმედოვნებს,რომ ახდება,რაც ძალას გვმატებს და ალბათ იქნება შემთხვევები როცა თავად ოცნება გვაიძულებს ხოლმე უფრო მეტად მოვინდომოთ და ის რეალობად ვაქციოთ..

საკუთარ მაგალითზე გეტყვით,რომ როცა რაღაც მნდომებია უბრალოდ უნდა მივიღო და მხოლოდ იმ შემთხვევაში მინდა რაღაც თუ მიღების პერსპექტივას ვხდედავ🙂 უფრო მეტი მარცხი ვიხილე,ნაკლები – გამარჯვება.მაგრამ მე მაინც ვეცადე და ეს სიტყვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს სიამაყეს,გამოცდილებას,რწმენას..
ცოტა ჩახლართული ამბავია,ალბათ იფიქრებთ:”მაგ ყველაფერს არ სჯობს ერთი უბრალოდ გონებაში დავატრიალო და “ოცნება” ვუწოდოო” და ალბათ მართლებიც იქნებით,მე ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ვირთულებ მგონი.მაგრამ ჩემი რთული,რეალური ცხოვრება მირჩევნია,ლამაზ წარმოდგენებსა და რაღაცის სურვილში ბოლომდე დაკარგვას.
ოცნების მოყვარულნო ნუ მომაქცევთ ყურადღებას,იოცნებეთ იმდენი რამდენიც გენებოთ ეს ხომ თქვენი თავისუფალი ნებაა,მაგრამ ცოტა უფრო მეტი მოინდომეთ და მიაღწიეთ უმაღლეს წერტილს,ოცნებაზე უკეთესი საკუთარი ცხოვრება შექმენით!

8 Comments leave one →
  1. December 21, 2010 16:49

    გეთანხმები ძალიან! მაგრამ ყველა წარმატებულმა ადამიანმა ოცნებით დაიწყო.ნახე მათი ინტერვიუები

    • December 21, 2010 20:32

      ამიტომაც,ავღნიშნე რომ ერთის მხრივ ოცნება მართლაც კარგია ))

  2. December 21, 2010 17:09

    ოცნება იმაზე მეტია ვიდრე რაღაცის სურვილი. ან მიზნის არარეალური შემცვლელი.
    ჩემთვის ოცნება, ნიჭი და შთაგონებაა.
    ისე მეოცნებეობას სიზარმაცე მართლაც ჩვევია, ზოგჯერ ისე გაერთობი ოცნებაში, რომ სხვა ყველაფერი გვერდით გრჩება.

    • December 21, 2010 20:34

      მოკლედ,რომ ვთქვათ ოცნება ძალიან დიდი სიბრძნეა,რომელსაც გარკვეული გაგება სჭირდება : )

  3. December 25, 2010 17:50

    ოცნება ვისაც არ შეუძლია ოო როგორ მარტოა… ოცნებას მოფრთხილება სჭირდება რაღაც მანიაში რომ არ გადავიდეს…. ოცნება კეთილია, თბილია, სიზმარივითაა და აუცილებელია… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა იბრძოლო იმისთვის,რაც ასე ძალიან გინდა… სურვილია ოცნება… ძალიან დიდი სურვილი…. ოო და გჯეროდეთ ოცნებები მართლა ხდება თუ ძალიან მოიდომებ

  4. kokrochina permalink
    January 8, 2011 14:41

    და როცა ოცნების აგრეშე არ შეგიძლია…?😦 მე მიყვარს ოცნებაა😦

  5. January 9, 2011 16:53

    კოკროჩინა,გადასარევია მერე უნდა გიყვარდეს❤ თუმცა მთლად ღრუბლებში ფრენა,რომ კარგი არ არის ალბათ მეთანხმები )

Trackbacks

  1. წერილი (III) – ჩემს ოცნებებს | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: