Skip to content

ცაზე უფრო უსაზღვრო..

December 18, 2010

სადღაც შორს!.. გულის სიღრმეში!..
დაბრუნება… გულის სიღრმეში…
ოკეანეზე უფრო ღრმა..

“-მოხვედი,ისევ დაბრუნდი..”
“-რათქმაუნდა,ხომ იცი როგორ მიგეჯაჭვე და ვეღარ გშორდები.ყოველთვის აქ მინდა,შენს გვერდით,ყოველ დღე ვრწმუნდები,რომ მხოლოდ შენს გვერდით მინდა,მხოლოდ შენ მედარდები და ერთი სული მაქვს ღრმად ჩამოვიშე საკუთარ გულში,რადგან შენ მხოლოდ აქ ხარ,ჩემში.”
“-გეშლება,მე უკვე ყველგან ვარ.გულშიც,ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილშიც და ცის უსასრულობაშიც დაკარგული.ყოველ შენს ჩასუნთქვაში და მოსუნთქვაში.შენს გონებაში ვეფხისტყაოსნის კუპლეტების,ქიმიის განტოლებების და ინგლისურის ტექსტის გვერდით.. ყველგან სადაც შენი გონება ტრიალებს,იქ მეც ვარ.”
“-მეშინია.. მეშინია,რომ ერთხელაც ჩემი ჩასუნთქული ჰაერის ნაწილი არ იქნები,დამტოვებ სულ მარტოს და გაურკვევლობაში..”
“-არა,მე შენ არასდროს დაგტოვებ,ვიდრე ერთხელაც შენ თვითონ არ დამტოვებ..”
“-ხომ იცი,რომ.. რომ შემეძლოს ახლავე დაგივიწყებდი,იმ დღესაც ამოვშლიდი ცხოვრებიდან,როცა გაგიცანი.. მეგონა იმაზე მეტი სიმშვიდე მომიტანე,ვიდრე გამაჩნდა.ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი,რომ შენს გვედით ის ვიპოვე რასაც ვეძებდი,მაგრამ ამ გრძნობებს სულაც არ ვეძებდი,ეს არ არის სიმშვიდე,სიმშვიდე – ახლა საერთოდ დავკარგე,აფორიაქებული ვარ.. ყველგან და ყოველთვის შენთან მინდა,მინდა გისმინო როგორ მელაპარაკები და მაგრძნობინებ,რა სუსტი ვარ..რადგან თავი ძალიან ძლიერი მეგონა.როდის შეიცვალა ყველაფერი?..”
“მაშინ,როცა პირველად შემომხედე თვალებში..”

***

“-საკუთარ გულთან საუბარი,ყველაზე ცუდი დიალოგი რაც კი ოდესმე შეიძლება ადამიანმა მოისმინოს” – მომენტალურად თვალები ისევ წიგნს მივაპყრე და კითხვა განვაგრძე..

ყველაზე ტკბილი დასასრული..

6 Comments leave one →
  1. December 18, 2010 15:10

    ამას თავიდან ბოლომდე როდის წავიკითხავ ერთი სული მაქვს❤
    რა საყვარელია ან :შ❤

    • December 18, 2010 18:38

      თამ ეს უბრალოდ ჩანახატებია,იმის ნაწილი არაა🙂❤

  2. December 18, 2010 19:32

    მაინც კარგიაა❤
    და იმას მაინც ველი🙂

  3. Anna_ana permalink
    June 2, 2012 19:03

    როდის შეიცვალა ყველაფერი?..”
    “მაშინ,როცა პირველად შემომხედე თვალებში..” —-რა უსაშველოდ ნაცნობია😦

Trackbacks

  1. ოკეანეზე უფრო ღრმა.. | ♥ Wizard of Oz ♥
  2. ყველაზე ტკბილი დასასრული.. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: