Skip to content

დახმარება?!

December 14, 2010

რაღაც ყოველთვის მთავრდება და ეს დასასრული ახლის დასაწყისია.. ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები,ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინლელებად გეჩვენება,მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ,რომ სწორედ ეს “საშინელებები” ჰქმის შენს ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ.რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს,მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი,რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება.ეგუები,რომ ცხოვრება ასეთია და რწმუნდები,რომ “მახინჯ სხეულში სული მართლაც ძაბუნდება”.. ადამიანს ყოველ თავის ქცევაზე,პასუხზე და ტონზე ეტყობა რა გამოიარა.რა ქარტეხილები დაატეხა თავს ცხოვრებამ და როგორი მოქცევა სჭირდება მას შენგან.
ადამიანებს გვჩვევია უხეშობაზე უხეშობით პასუხი,ღიმილზე – ღიმილით,მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ უხეშობას სჭირდება დაახვედრო ღიმილი,ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ რამეს შეცვლის ერთი თქვენი ღიმილი,ააფორიაქებს უხეშ ადამიანს,გონებას აურევს,გაჩნდება კითხვები:”რატომ იღიმის?რით დავიმსახურე?”,პასუხები თქვენში ჰპოვეთ..
ამ დროს,რაღაც გაკლდება,ალბათ აგრესია შენს სულს და ამავე დროს რაღაც გემატება,ძალა რომ დაძლიო შენში დაგროვილი აგრესია და გაიღიმო.თითქოს იმედი ჩნდება,ხელმოსაჭიდი,რაღაც რომ დაიჯერო ყველაფერი კარგად იქნება.

დაეხმარო სხვას ნიშნავს დაეხმარო საკუთარ თავს რათა ერთი საფეხურით მაღლა დადგე.


ნურასდროს მისცემთ რჩევას,მართლაც რომ “სხვის საქმეში ყველა ბრძენია”.ეს უკვე სხვისი ცხოვრებაში დაუფიქრებლად ჩარევას ნიშნავს.ჩვენ ხომ ძალიან ბევრს ვფიქრომთ ხოლმე,როგორი იქნება კარგი საკუთარი თავისთვის,როცა საქმე სხვაზე დგება,რატომღაც თავში უამრავი აზრი მოგვდის და რაც პირველი გაიელვებს გონებაში იმას “ვროშავთ”.მაგრამ ამავე დროს ეს რჩევებიც კი იმედს უსახავ ადამიანს,წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია,რომ მართლაც აბსოლიტურად ყველაფერს აქვს ორი მხარე.. მე მაინც ვთვლი,რომ არ ღირს რჩევის მიცემა,რადგან უმეტეს შემთხვევაში ადამიანს კიდევ უფრო საგონებელში აგდებს რჩევები,ვიდრე ის სიტუაცია,რომლიდანაც თავის დახსნას ცდილობს..
მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც გამოცდილება მაქვს იმდენი,რომ კიდევ უფრო მეტი ვთქვა.. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ,უფრო სწორი იქნება თუ საკუთარ თავს ბავშვს ვუწოდებ,თუმცა ვთვლი რომ ბავშვობა უკვე უკან დარჩა,მაინც.. მე მხოლოდ ის გითხარით,რაც ამ წლების მანძილზე ცხოვრებამ თავად მითხრა..

6 Comments leave one →
  1. December 15, 2010 08:30

    ყველაფერში გეთნხმები ან, მაგრამ ხშჳრად (ჩემს შემთხვევაში) სულ ღიმილი არ ამართლებს, ხომ იცი ჩხუბები და საქმის გარჩევები როგორ არ მიყვარს და ამიტომ ვცდილობ ყველას გავუგო რატო იქცევა ასე, რით დავიმსახურე და ვცდილობ ჩემში აღმოვფხვრა ეს პრობლემა. მაგრამ ამისგამო სიმართლე რომ ვთქვა ბევრი ვერც ვერაფერი მოვიგე, თუმცა არანაირად არ ვაპირებ რამე შევცვალო საკუთარ თავში და ასე ვთქვათ უფრო, არ ვიცი როგორ ვთქვა, დღევანდელ საქართველოში თავს თუ იცავ ვინმესთან სწერვა გამოდიხარ, ხოდა არ ვაპირებ გავხდე სწერვა🙂

    რჩევებს რაც შეეხება აქაც გეთანხმები იგივე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა “კარგი” გირჩიონ, მაინც რასაც საკუთარი გული და გონება გკარნახობს ისე უნდა მოიქცე, ეს ჩემი აზრია🙂❤ :*

    • December 15, 2010 11:51

      ეს პოსტი მგონი უფრო საკუთარ თავს დავუწერე,რადგან მგონი დედა ტერეზა ვარ თუკი ვინმეს უჭირს :X თუ რამე არ ვუთხარი ან არ ვანუგეშე ვერ ვისვენებ🙂❤ :* მაგრამ მაინც ვთვლი,რომ არ უნდა ვურჩიო,რამე.. კაცმა არ იცის რა როგორ შემოტრიალდება..

  2. December 15, 2010 13:49

    რამდენი უნდა ვიყოთ ეს დედა ტერეზები?🙂
    მეც შენსავით ვარ, ვინმე ჩემთან რო წუხს ავტომატურად მერთვება დახმარების სურვილის ინსტიქტი თუ რა შეიძლება დავარქვა :))

  3. January 14, 2011 07:53

    rcheva aravis misceto magashiii ar getanxmebiii,xandaxan ise mchiiirdeba rcheva da mec xshirad vadzlev megoobrebs rchevebbs🙂 :* momwoons sheni poostebii csiyvarulitaa gajgentili tumca sevdiitac

    • January 14, 2011 10:50

      ხო,ძალიან გვჭირდება ხოლმე რცევა ვიცი,მაგრამ ხშირია შემთხევა არასწორ რჩევას ვიძლევით და ესაა ცუდი (
      :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: