Skip to content

პრინცები და პრინცესები ჩვენში

December 5, 2010

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე – ასე იწყება ის წერილი,რომელიც რამდენიმე ხნის წინ მეც პირველად წავიკითხე და შემშურდა.შემშურდა იმ სიყვარულის,რომელსაც ეს კაცი განიცდიდა მისი საყვარელი ქალის მიმართ.შემშურდა ცოტა გადამეტებულად ჟღერს,მაგრამ ნეტავ ყველას შეეძლოს სიყვარულის ასე გამოხატვა.მესმის,რომ ყველა ვერ იქნება ხელოვანი.ყველას არ შეუძლია იყოს ასეთი რომანტიკოსი.მაგრამ გულის სიღრმეში,ხომ ყველანი რომანტიკოსები ვართ,როცა გიყვარს უკვე “რომანტიკოსი” გვქვია.”მაშინ მზად ხარ ჩაიდინო ყველანაირი სისულელე რაც მას გააბედნიერებს,უბრალოდ გააღიმებს მაინცო.” – ხშირად უთქვამთ.
ალაბათ ჩემი ნაწერების კითხვისას პირველი ამას გაიფიქრებთ ხოლმე : “ეს გოგო ნამდვლად შეყვარებულია!” მაგრამ არამც და არამც.. სიყვარულს დამსახურება უნდა,როცა გრძნობის სიმყარეში ვერ დარწმუნდები,როცა მოთმინების უნარი არ გააჩნიათ,როცა ყველაფერი ძალიან იოლი ჰგონიათ და ფიქრობენ სამი სიტყვით : “მე შენ მიყვარხარ” ყველაფერი გადაწყვეტილია – ეს სიყვარული არ არის..
მე არ მხიბლავს არც საჯააროდ ახსნილი სიყვარული და არც მოულოდნელი სიურპრიზები.ჩემთვს ფასი არ აქვს საჩუქრებს,ამდაგვარ წერილებსა და მოძღვნილ ლექსებს..
მე გოგო ვარ,რომელიც აფასებს ამდაგვარ ქმედებას,მაგრამ ურჩევნია მხოლოდ თვითონ იცოდეს რომ უყვარს,ყურში უთხრას და არა საჯაროდ.მხოლოდ მან იცოდეს გრძნობის სიძლიერე და ილაპარაკოს სიტყვებით რომლებიც უბრალო,უფასურია.. მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი ვინც ამ სიტყვებს წარმოთქვამს.

“მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.. ხვალ შეიცვლება სულ ყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება.. თუმცა რა ვიცი? ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ! მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა… იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ…”

რატომღაც გოგონების უმრავლესობა,თავს პრინცესად წარმოიდგენს და პრინცის მოლოდინშია.არ გიკლავთ გოგონებო ოცნებებს,მაგრამ თქვენ ხომ ზღაპარში არ ცხოვრობთ? ვერც ერთი თქვენგანი დაკარგავს ბროლის ქოშს და პრინცი თქვენს მოსაძებნად ქვეყანას არ შეიმოივლის.. დამიჯერეთ არ არსებობენ პრინცები,რომლებსაც ჯადოს თქვენი სყვარული ახსნის და არც ბაყაყები,რომლებსაც თქვენი კოცნა ულამაზეს,კეთილშობილ,ჭკვიან და მოსიყვარულე პრინცად აქცევს..
ერთადერთი ჩვენ ყველანი მძინარე მზეთუნახავებს ვგავართ იმით,რომ უბრალოდ ველოდებით გაუნძრევლად,როდის მოვა ის ერთადერთი და ამბორით გამოგაფხიზლებთ..მაგრამ სად გვახსოვს,რომ ჩვენ ამ ზღაპარში არ ვცხოვრობთ და ცხოვრებაში არც ჩვენ ვართ პრინცესები და არც პრინცები მოდიან თავის ფეხით.. ახლანდელი პრინცები ძალლიან ზარმაცები აღმოჩნდნენ..
ჰმ,მე მაგალთად არც პრინცესა მგონია თავი და არც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდები.მე ველოდები გრძნობას და არა პრინცს,თორემ ვინ იცის იქნებ უკვე რამდენი ხანია “პრინცი” ჩემს გვერდითაა..

“მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სულ ყველა კვალი, მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ ნეტავ რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის! ალბათ არსებობს ისეთი რაღაც საკუთარ თავსაც ვერაფრით ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად.. მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა.
დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სულ ყველა იმედი გაქრა და ეს წარსული სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია…”

8 Comments leave one →
  1. December 5, 2010 17:26

    კარგი იყო,მომეწონა… ♥ ♥ ♥მართლაც ჩვენ ზღაპარში არ ვცხოვრობთ და ისე ლამაზი არაა ყველაფერი ,როგორც იქ….მაგრამ ,ის გრძნობა ისეთივე დიდებული და საოცარია როგორც ზღაპრებში…. ♥ ♥ ♥

    • December 5, 2010 17:40

      ზუსტად რუსა ♥
      უბარლოდ ზღაპრად მერე იქცევა ყველაფერი,ურთიერთობაში ) ეს თვითონ წყვილმა უნდა მოახერხოს ♥

  2. December 5, 2010 18:00

    რა ლამაზია ან ♥♥
    მართალი ხარ დროთა განმავლობაშჳ თვითონ იქცევა ეს ურთიერთობა ზღაპრად ♥ თან ულამაზეს ზღაპრად ♥ და ყველაზე ცუდი ამ ზღაპრის დასასრულია😦 მაგრამ ყველა შეყვარებულ ადამიანს (ალბათ მნიშვნელობა არ აქვს გოგოა თუ ბიჭი, ბიჭებსაც ხომ შეუძიათ სიყვარული), იმედი აქვს რომ დასრულებელი ზღაპრებიც არსებობს.. ალბათ არსებობს

  3. December 5, 2010 18:01

    გათანხმები ანა ,მართლაც ასეა …♥

  4. December 5, 2010 19:05

    გოჭ მერე ზღაპრებს ხომ ზღაპრული დასასრული აქვთ )

    • December 5, 2010 19:16

      ნწ ცხოვრებაში ყველას არა ))

  5. December 5, 2010 19:21

    არ მომწონს მერე მე ეგ ამბავი და იცი შენ ♥

  6. December 6, 2010 06:13

    shenma postma muza momiyvana muza princze daweriiiis🙂 aucileblad exlave davweer… :* dzalian momewona

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: