Skip to content

მე ბოშა – მე ჰიპი

December 5, 2010

ხომ გსმენიათ წინა ცხოვრების შესახებ,ხოდა სწორედაც რამდენჯერაც დავფიქრებულვარ თუკი არსებობს განმეორებითი ცხოვრება მაშინვე ორი რამ წარმომედგინა ჩემი თავი : ან ბოშა ან ჰიპი🙂 ვის შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს,მაგრამ ყოველთვის მომწონდა ბოშების ცხოვრება,მხოლოდ დღესდღეობით თბილისში ქუჩაში შემხვედრ ბოშებს არ ვგულისხმობ..
ბოშები — ერი (უფრო სწორად, საერთო წარმოშობისა და ენის მქონე ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს უწოდებენ “რომა”–ს. ზოგიერთი ჯგუფები საკუთარ თავს მოიხსენიებენ როგორც “სინტი”. ბოშები წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკისა მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაში.
ევროპელების მიერ ყოველთვის განიხილებოდნენ როგორც მათგან განსხვავებული ხალხი. ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში ისინი მოხეტიალეები იყვნენ, ერთი ადგილიდან გადადიოდნენ მეორეზე როგორც ხელოსნები, მუსიკოსები და მოვაჭრეები. ისტორიის მანძლიზე ისინი იყვნენ ძალადობრივი ასიმილაციის საგანი; ბოშების ენა აკრძალული იყო ზოგიერთ ქვეყანაში და შვილებს ძალით ართმევდნენ მშობლებს. ბოშები მონები იყვნენ ბევრ ქვეყანაში, ბოლო ქვეყანა იყო რუმინეთი სადაც მათი მონობა გაუქმდა 1856 წელს. ბოშებს არასოდეს ჰქონდათ სახელმწიფო და არასოდეს უბრძოლიათ სხვა ხალხის წინააღმდეგ. მე-20 საუკუნის განმავლობაში ისინი ითვლებოდნენ მაწანწალებად და ბევრ ქვეყანაში გამოცემული იყო კანონები, რომლებიც აიძულებდა მათ ერთ ადგილას დასასახლებას. დღეს, ბოშების საზოგადოება კვლავ არის პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის, დევნის და იზოლაციის საგანი ყველა ევროპულ ქვეყანაში.

ბოშები – ვიკიპედია

რატომღაც მომწონდა თავის დროზე მათი ცხოვრების სტილი,ერთფეროვნება ჩემი გატაცეცება არაა,ალბათ სწორედ მრავალფეროვნება მომწონს მათ ცხოვრებაში.. არიან სრულიად თავისუფლები,რისიც საშინად მშურს.. დღესდღეობით ნამდვილად იშვიათია მათი ბანაკები,უკვე აღარც ძველი ბოშები არსებობენ,თავდაპირველი ტრადიციებით და მათი ხსენებისას მხოლოდ დათხუპნული,უცხო ენაზე მოსაუბრე დახმარებისთვის ხელგამოწვდილი ადამიანი უდგათ თვალწინ.. თუმცა ერთ დროს ისინი ჩემთვის სახარბიელო ცხოვრებით ცხოვრობდნენ (
თუ დაგაინტერესათ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფილმს უყურეთ – “ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება”.

რაც შეეხება ჰიპობას🙂 პირველ რიგში :
გრძელი თმები, დახეული ჯინსები, ფერადი ტანსაცმელი, უამრავი აქსესუარი და პროტესტი საყოველთაოდ მიღებული ნორმებისადმი – ასეთი იყო გასული საუკუნის 60-იანი წლები, ეპოქა, რომელშიც ჰიპებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადააბრუნეს მოდა და შექმნეს სტილი ყოველგვარი წესების გარეშე.
ჰიპური მოძრაობის დასაწყისი – 1965 წელი;
ადგილი – შეერთებული შტატები;
სუბკულტურის ძირითადი პრინციპი – არაძალადობა;
ჰიპები ატარებდნენ გრძელ თმებს, უსმენდნენ როკ-ენ-როლს, ღებულობდნენ ნარკოტიკებს, ცხოვრობდნენ კომუნებში, მოგზაურობდნენ ავტოსტოპით, გატაცებულები იყვნენ მედიტაციით და აღმოსავლური რელიგიით, უმრავლესობა იყო ვეგეტერიანელი. რამდენადაც ჰიპები ხშირად გრძელ თმებში იწნავდნენ ყვავილებს და ჰქონდათ ლოზუნგი “Flower Power” (“ყვავილების ძალა”), მათ უწოდებდნენ ”ყვავილის შვილებს”.
რაც ყველაზე მთავარია, არცერთი თავმოყვარე ჰიპი არ ჩაიცვამდა ტანსაცმელს რომელიმე კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ბრენდი, არანაირი სამარკო ნიშანი, მხოლოდ უბრალო, არაძვირადღირებული , მოსახერხებელი და მსუბუქი სამოსი – ასეთი იყო მოდა, რომელიც ”ყვავილის შვილებმა” აჩუქეს მსოფლიოს.

ჰიპები – ვიკიპედია

ნარკოტიკებზე და უსწავლელობაზე რა მოგახსენოთ,მაგრამ რატომღაც მათ ცხოვრების სტილშიც ვპოვე რაღაც ჩემეული,ალბათ მაინც მათი თავისუფლება და გააკეთო ის რაც გსურს,მხოლოდ ბოლომდე ჰიპი ვერ ვიქნებოდი,რადგან მათი მისწრაფებები ჩემული არ არის🙂
ასევე გირჩევთ უყუროთ ფილმს – მზის სახლი❤ ძალიან მიყვარს ♥

მოკლედ,რომ ვთქვა მე სულ რამდენიმე რაღაც მსურს თავისუფლება,სიყვარული და მრავალფეროვნება..
და რათქმაუნდა – არა ძალადობას!
თქვენ კი არა,ამ პოსტის წერისას მეც ბევრი ვიმხიარულე,რომ წარმოვიდგინე ანა ბოშა ან ჰიპი😀
რატომღაც მაინტერესებს თქვენი წარმოდგენა წინა ცხოვრებაზე და თამომ,მარიმ და მაკამ თუ სურვილი გაქვთ დაწერეთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი თქვენს “წინა ცხოვრებაზე”🙂

4 Comments leave one →
  1. marimarister permalink
    December 5, 2010 12:31

    hoo.. jer ver warmomidgenia bolomde.. : )) magram movifiqreb rames… : )) :*

    • December 5, 2010 13:17

      ხო,როცა მიიცლი თუ დაწერ ძალიან მაინტერესებს🙂

  2. June 20, 2012 13:09

    ეს ყველაზე მეტად მომოწონს))

Trackbacks

  1. ჩემზე იტყვიან.. « ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: