Skip to content

ზამთარი და მე

December 1, 2010

არა,არა და არა.. არ მიყვარს მე ზამთარი.იმიტომ არ მიყვარს რომ ცივა,ქალაქი ერთფეროვანი ხდება და მეც იმ ყინულის დედოფალს ვემსგავსები,რომელიც სულ ცუდ ხასიათზეა და მზადაა ყველას რამე ავნოს.ვერ ვიტან მოყინულ ქუჩებს და სუსხს,რომლის გამოც ქუჩაში გასვლა საშინლად მეზარება და სიზარმაცე კიდევ უფრო მერევა.მაღიზიანებს თავხედი,ასაკით ზრდასრული,მაგრამ გულით და გონებით ისევ ბავშვებად დარჩენილი ბიჭების მთელი ძალით გამოქანებული ტალახიანი და ცივი გუნდები,რომლებიც ისე მწარედ გხვდება,რომ სულს გიმწარებს.
ამ დროს ყველაზე მეტად მეზიზღება სკოლაში სიარული.აღმართი,რომელიც ვიდრე სკოლამდე მივალ უნდა გავიარო სულ იყინება და ხან რაზე და ხან რაზე აკრული გავდივარს სამშვიდობოს,თუკი რათქმაუნდა მოვახერხე და მშვიდობიანად გავიარე,რაც ძალიან იშვიაითი შემთხვევაა ხოლმე ჩემს თავს.ატალახებული ქუჩების ატანა არ შემიძლია,არც თბილი სვიტერების,თავზე ქუდის და ხელზე ხელთათმანების არადა არც ერთის გარეშე არ შემიძლია გარეთ გასვლა,თორემ დასასრული ყოველთვის არასახარბიელო აქვს ხოლმე ასეთ შემთხვევებს..
არასახარბიელო დასასრული კი შემდეგნაირია: 40 გრადუსი სიცხე,ხველება,ცემინება,ყელის ტკივილი,სიცხის მიუხედავად გაყინული ფეხები და ხელები,რაც კიდევ უარესს სიცხის აწევას მიანიშნებს,ხოლმე და უამრავი წამლის ყლაპვის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები..
რომ იძახით ქალაქს,რომ თოვლი ადევს ლამაზიაო.. რამდენ ხანს დევს მიწაზე თოვლი? ვიდრე ქუჩებში მარილს არ დაყრიან და ატალახდება,ხალხი ქალაქში გავა და სიარულში თოვლი სულ გალღვება.ეს ხომ იმ დილითვე ხდება,როცა თოვლი მოდის.დილით ფანჯრიდან გაიხედავ და გიხარია,მართლაც ძალიან ლამაზია ხოლმე ♥ მაგრამ შუადღისით გაივლი ქალაქში და თოვლი კი არა თოვლის ნარჩენი,ტალახია უკვე ^_^
მიზეზები ცოტაა განა რომ არ მიყვარდეს ზამთარი და თოვლი? ჯერ რა დროს თოვლია,მაგრამ დღეს 1 დეკემბერია,ზამთრის პირველი დღე და უკვე ჩემდა უნებურად წუწუნი დავიწყე..


ისე რომ არ მოგატყუოთ,ასაახალწლო არდადეგებზე ვგიჟდები ♥ ზაფხულის არდადეგებსაც კი მირჩევნია,აი ამ დროს ვგიჟდები სახლში ჯდომაზე,საახალწლო ფილმების ყურებაზე,მუსიკის მოსმენაზე და ცხელი ჩაიას სმაზე ♥
ნეტავ შემეძლოს მთელი ზამთრის მარტოს,ყველასგან მოშორებულ ქოხში გატარება,რომლის ბუხარშიც ცეცხლი იგიზგიზებს და სასიამოვნო მუსიკა იქნება ჩართული,დამსვა და მთელი სამი თვე მაყურებინა როგორ იწვის შეშა,თან ცხელი ჩაი და ბეევრი ტკბილეული❤ ოცნება,ოცნებად რჩება.. სხვა რა გზა მაქვს,ვიმეოდვნებ წელს თოვლი ცოტა ხნით გვეწვეევა (
მიზეზები ცოტაა განა რომ არ მიყვარდეს ზამთარი და თოვლი? ჯერ რა დროს თოვლია,მაგრამ უკვე მცივა და ჩემი ძვლები ზამთრის მოახლოვებას გრძნობენ.დღეს 1 დეკემბერია,ზამთრის პირველი დღე და უკვე ჩემდა უნებურად წუწუნი დავიწყე..
მეც მიყვარს ახალი წელი,მორთული ქუჩები,ნაძვისხეები და საერთოდ მხიარულება.. მიყვარს,რომ ყველა სახლიდან საახალწლო მელოდია ისმის და ყველა ბედნიერია.. მაგრამ ოხ ეს ყინვა და სიცივე..
ესეც განწყობისთვის,მაინც მხიარული ) :

9 Comments leave one →
  1. December 1, 2010 15:31

    მართლაც🙂 აი შენ პოსტებს რომ ვკითხულობ ხოლმე მგონია ჩემი დაწერილია🙂
    თან ეს ერთდროული პოსტები ^^❤ :*

  2. სალო permalink
    December 1, 2010 16:50

    მეც ეგრე კი არადა მართალი ხარ შენ :ყეს: სვიტრები,ქუდები და ხელთათმენები დასანახად მეზარება :შ აი ახალი წელი და არდადეგები კი კაია ნამდვილად. ეჰ ჩემი ოცნებაა ზამთრში სადმე მთაში,სუულ მარტო, ბუხარი, დიიდი ჭიქა ჩაი და კარგი წიგნი და სითბოდან, რომ უყურებ გარეთ დიიდ თოვლს.მმ…

    • December 1, 2010 17:01

      აუ გაჩერდიი,თორე უფრო მინდებააა :შ ❤ ვაიმე რა კარგი იქნებოდა (

    • სალო permalink
      December 1, 2010 17:06

      აუ არ თქვა(თუ უკვე თქვი? :დ ) იმის მაგივრად, რომ ვიმეცადინო ვზივარ და მაგაზე ვოცნებობ :უსერ:

    • December 1, 2010 17:19

      🙂 უკვე ვთქვი.. მეც ვმეცადინეობ და თან პარალელურად აქ ვწერ🙂 ❤
      არადა ახლა,რომ იმ ქოხში ვიყო რომელიც წარმოდგენაში არსებობს,ვერც ამას დავწერდი და არც ეს მათემატიკა მექნებოდა დასაწერი..
      ახლა ალბათ რაღაცის კითხვაში ვიქნებოდი გართული და ერთი არარეალობიდან მეორეში გადავაბიჯებდი (

  3. December 1, 2010 17:30

    მეც მიყვარს საახალწლო არდადაგები🙂

  4. December 25, 2010 18:00

    ეგ რაღაც საშინელი ზამთრის ატრიბუტიკა რომ არ მიყვარს უკვე მესამე ზამთარია ყელიან სვიტრებზე უარი ვთქვი და მედგრად ვებრძვი ყინვას….❤ და მივაღწიე… ბოლო სიცხე აღარ არის, მხოლოდ მსუბუქი გაციება….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s