Skip to content

გამარჯობა სიყვარულო ♥

December 1, 2010

***

-ქალბატონო ერთი წუთით თუ შეიძლება..
-დიახ გისმენთ..
-თუ შეგიძლიათ აგვიღწერეთ სიყვარული..
-სიყვარულიი? რათქმაუნდა.. იცით ის მაღალია და შავგრემანი.. ჰმმმ,ამ ბოლო დროს ცოტა ჭაღარაც გამოერია – ქალმა გაიღიმა,სიყვარულით სავსე ღიმილით.. – უკვე 35 წელი ხდება რაც ჩემს ცხოვრებაში დაიდო ბინა..როგორ ვიგიჟებდი თავს,ეს ჩემი სიყვარული არ არის-მეთქი,მაგრამ ჩემი ყოფილა და ვერაფერს გავხდი.. დღითიდღე ბერდება,მაგრამ კი არ სუსტდება,პირიქით ძლიერდება.. მაოცებს მისი გამძლეობა.დიდი,ღრმა,შავი თვალები აქვს და მის სიღრმეში დღითიდღე ვიკარგები,1975 წლის 3 მაისიდან დღემდე..

***
-შეგიძლიათ აგვიღწეროთ სიყვარული?
– ჩემი სიყვარული დღეს სკოლაში წავიდა.. იცით რა მკითხა,სულ ხუთებზე ვისწავლი და ჩემით ხომ იამაყებო? აბა რა უნდა მეპასუხა,პატარაა ჯერ ჩემი სიყვარული და ასეთი უცნაური.მაგრამ მე ხომ მისი მშობელი ვარ და მოვალე მოთმინებით ვუგდო ყური და სწორ გზაზე დავაყენო.უკვე რამდენიმე წელია ვუფრთხილდები და მთელი ცხოვრება ასე იქნება,გავუფრთხილდები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე,ჩემი სიცოცხლის დამთავრების შემდეგ კი ის კიდევ დიდხანს… დიდხანს იცოცხლებს..
– როგორი მზრუნველი ხართ.
– ის თვითონ ზრუნავს ჩემზე,ჰაერია რომლითაც ვსუნთქავ,მის გარდა არავინ მჭირდება..

***
-აგვიღწერეთ სიყვარული..
-იცით,ის ისეთი პატარაა.. მგონი უკვე საგნებსაც არჩევს და ხმებიც ესმის..

მისი პატარა თითებით,რომ მეფერება ხოლმე უკვე ვგრძნობ მომავალ მეტიჩარას ვზრდი,მაგრამ არ შემიძლია სითბო მოვაკლო.. სუსტი და დაუცველია ჯერ..ახლახანს დაიბადა და აბა როგორ შეიძლება არ გავანებივრო.
-ღმერთო ჩემო,როგორი პატარაა,ვარდისფერი ლოყებით,ქერა თმებითა და დიდი,ლამაზი,ლურჯი თვალებით..
-რა ზუსტად აღწერეთ იგი.. საოცარია..

***
-სიყვარული აგიღწეროთ? შენა და დარწმუნებული ხარ არ შეგეშინდებაა?
-რატომ უნდა შემეშინდეს?
-კარგი,კარგი გიღწერ.. მისმინეე..
-ჩემს სიყვარულს მუქი წითელი თმა აქვს,ოღონდაც აი ის აქვს რა.. მელირებაა თუ რას უძახით გოგოები?
– კი.
– ჰოდა მოკლედ,რომ ვთქვა ჭრელია ჩემი სიყვარული.. წარბზე პირსინგით და ხელზე წითელი პეპლით..
-ხელზე პეპლით..?
-ხო რა ტატუ აქვს,რაა გაუგებარი..
-ააჰმ,მაპატიეთ უცებ ვერ..
-ხო კაი გავიგე.მეჩქარება რააა გამიგე.მართალია სიყვარული სულ აგვიანებს,მაგრამ ჩემზე ადრე,რომ მივიდეს დანიშნულების ადგილზე მობეზრდება ლოდინი და წავა,ასე რომ მაგრაად..
-მადლობთ და კარგად )

***
-სიყვარული?ეგ რა არის რო? არა ეგ სიტყვა კი გამიგია,მაგრამ არ ვიცი იცი.. აზრზე არ ვარ და რა გითხრა აბა.
-გული არ გწყდება რომ არ იცი როგორია ის?
– გული? ეგ რაღაა?
-აჰმ.. გული თვალებია.
-თვალები? კაი რა თვალებით ვიყურები,მაგრამ შენ რა გულით რამეს უყურებ? ნუ მაცინებ ერთი რა..
– ხო,მე გულით ვხედავ.

***
-მე გითხრა? რომ მისვამ ამ შეკითხვას აბა თვითონ თქვი ერთი?
– ჩემი აზრი გაინტერესებთ?
– ხო,რა კითხვა არასწორად დავსვი?
– არა,არა.. უბრალოდ იცი უკვე მერამდენე ხარ ვისაც ვკითხე.. მაგრამ პირველი ვინაც აქეთ მკითხა..
-ხოდა მერე მიპასუხე!
-ვეცდები,მაგრამ არ ვიცი მაქვს კი რამე სათქმელი?
-გამარჯობა!
-შუა ლაპარაკში გამარჯობა რაღა დროსია.. – გამეღიმა.
– როცა მოხვედი და მომესალმე ვერ გიცანი,ახლა კი გიცანი შენ მე ხარ!
– როგორ? ჰმ,რა სასაცილოა,მაგრამ აქეთ დამაბნიე..
– კითხვა იმიტომ შემოგიბრუნე,რომ არ ვიცოდი პასუხი,თურმე არც შენ გცოდნია.. ხოდა ამიტომაც
გამარჯობა სიყვარულო!


 

ანა სოსელია / 2010წელი,1 დეკემბერი.

14 Comments leave one →
  1. December 1, 2010 17:33

    ♥ანნ ♥
    მე ჩემი სიყვარული მიყვარს, ყველას მირჩევნია, ცოტა მტკივნეული სიყვარული მყავს მაგრამ მაგრად ვუძლებ, ის ხომ ჩემი სიყვარულია და უნდა გავუფრთხილდე ♥

    • December 1, 2010 17:36

      უნდა გაუფრთხილდე თამ აბა რა უნდა ქნა.. შენი სიყვარული პატარაა ჯერ და გზა უნდა უჩვენო ♥

  2. December 1, 2010 17:37

    მომწოოოონს!!!! ბოლო ნაწილი ყველაზე მეტად 🙂 ხოდა ეგაა რა, გამარჯობა სიყვარულო😉
    მთელი ცხოვრება ამას ვამბობ, სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირიათქო.. შენი სიყვარული უნდა იპოვო ადამიანმა ❤

    • December 1, 2010 17:41

      მადლოობ❤
      მეც სწორედ ამის თქმა ვცადე ამ ჩანახატით ))

  3. December 1, 2010 17:38

    რაღა პატარა მაგრამ მაინც გაფრთხილება უნდა ♥

    • December 1, 2010 17:41

      კი,კი თამ პატარა და გზააბნეული😦
      მაგრამ სიყვარული ხომ სიყვარულია და შენც ისეთი გიყვარს როგორიცაა❤

  4. December 1, 2010 17:43

    ხო ისეთი როგორიცაა ♥ მაგრამ რად გინდა…

  5. December 5, 2010 18:13

    ♥ ♥ ♥ანი დღეს ისე გამათბე შენი ლამაზი და თბილი პოსტებით…..ავივსე.. :* :* :* მადლობა ამ ემოციებისთვის…. :* ♥ ♥ ♥

  6. elene permalink
    December 14, 2010 18:58

    ანი ეს მელოდია სად ვნახო მითხარი რაა გთხოვ..მადლობა.. ხოო მართლა ჩემი სიყვარული ჩემი ყველაფერია❤

  7. elene permalink
    December 15, 2010 16:27

    დიდი მადლობა ანა :))

Trackbacks

  1. ნომინაციები | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: