Skip to content

გასაღები კარისთვის

November 30, 2010

დაუსრულებელი,გრძელი დერეფანი უამრავი კარით.. არჩევანი შენზეა,რომელ კარს გააღებ,მხოლოდ არ გასვენებს ფიქრი იმაზე,რომ ერთის უკან – ბედნიერებაა,მეორეს უკან – უბედურებით სავსე ცხოვრება გელოდება,მესამეს უკან – შენი ოცნება ხდება,მეოთხეს უკან – შენი ფიქრები მართლდება და ასე დაუსრულებლად..
ეს დერეფანი ცხოვრებაა,რომლის ოთახებში წლების მანზილზე დადიხარ და იღებ შენდა უნებურად ყველაფერს რაც კარის მიიღმა იმალება.მაგრამ ვერასდროს,იღებ ყველაფერს ერთად.. ვერასდროს გაუღებ კარს ბედნიერებას და უბედურებას ერთდროულად,ოცნებას და არეულ ფიქრებს.
ერთ დერეფანში ლამაზი,ფერადი ბუშტებია ჰაერში,იატაკზე საოცარი მომენტების სურათებია მიმობნეული და სიცოცხლით სავსე მუსიკა აყრუებს სმენას.ვიღაც საოცარ ენერგიას ასხივებს მბრწყინებული თვალებით და მომღიმარი სახით.. იღიმის,რადგან გვერდითა დერეფნიდან მისი ხმა ესმის,ის ხმა რომელიც მიზეზია მისი ბედნიერების.. ადრე თუ გვიან გოგონა გააღებს კარს და შევა ოთახში,რომლის მეორე კარს ის შემოაღებს და ახლა მხოლოდ ერთია ასარჩევი,რომელია უფრო პატარა დერეფანი,რომ მათ პატარა სამყაროში სხვამ ვერავინ შეაღწიოს.. განა ვინმეს მისცემს უფლებას ეს ჭკუამხიარული გოგონა ჩაერიოს მის არჩევანში,განან ფიქრებს რომელიც ერთ-ერთი კარის გაღებისას მიიღო საშუალებას მისცემს ხასიატი გაუფუჭოს..
ის უბრალოდ სწრაფად აღებს,მეორე კარს და იღებს ბედნიერებას..

გვერდით დერეფანში აუტანელი სიჩუმეა.. გარეთ წვიმს და წვიმის წვეთების ხმას ეს სიჩუმე ებრძვის.ჭერიდან წვეთები წკაპა-წკუპით ეხეთქება იატაკზე.. არსად ჩანს ღიმილი და არც არავის უბრწყინავს თვალები.ერთადერთი თვალები,რომლებიც ამ დერეფანში მოსჩანს ცრემლითაა სავსე.მან არასწორი კარი გააღო..

“-რატომ?”

-იმეორებს გული,რომელიც სუსტი რიტმით ძგერს..

“-მორჩა…დამთავრდა.. დავიღალე,უკვე მერამდენე კარია სათვალავიც კი ამერია..აღარ მინდა,ვერასდროს ვიპოვი,რასც ვეძებ..”

ასეთი უამრავი დერეფანი,რომლის ბოლო კარიც მხოლოდ მაშინ იღება,როცა ძალიან იღლები,როცა ყველაფერზე ხელს იღებ.. კარი,რომლის გასაღები არცერთს გვაქვს ყველაზე დიდი და თეთრია,ის დერეფნის იმ უხილავ ნაწილშია,რომელსაც თავიდან ვერ ვამჩნევთ..

უკვე ვხედავ მეორე დერეფნის სტუმრის დასასრულს ვიდრე დაუწყია ცხოვრება..
ცხადად ჩანს ხელში წითელბუშტიანი გოგონას ნათელი მომავალი..

ვინ იცის,ვის როგორ გვიმართლებს ან რატომ.ფაქტი ერთია ყველა ვერ ვაღებთ სწორ კარს,ეს კი სულაც არ ნიშნავს რომ თქვენი დერეფანი მოსაწყენ ადგილად აქციოთ,ნება მისცეთ საკუთარ თავს ღია კარის წინ ჩამოჯდეთ და იმაზე იჯავროთ,რატომ გააღეთ.ამ დროს ხომ გვერდითა კარს იქით ის გელოდებათ,თქვნი ბედნიერება და სიხარული,ოცნება და სევდა,ყველაფერი ერთად.შევცდი,როცა ვთქვი ერთად ვერაფერს ვიღებთ-მეთქი.დიახ,ისევ ჩემი დაუსრულებელი ოპტიმიზმი და დარწმუნებული იმაში,რომ საკუთარ თავში ყველა ვიპოვით ძალას,რათა წამოვდგეთ და მას კარი გავუღოთ,დავასრულოთ მოგზაურობა და ბოლო მოვუღოთ სურვილს,კიდევ ერთი კარი გავაროთ..
მე უკვე გავაღე კარი,მგონი არასწორი.. ან სწორი.. არ ვიცი,ვერ გავარკვიე,ეს კიდევ ერთი,სულ სხვა საკითხია,რომელიც ისევ და ისევ მხოლოდ კითხვებს ბადებს,პასუხებს კი უმეტესობა არასწორ ადგილას ვეძებთ.

7 Comments leave one →
  1. November 30, 2010 18:54

    ან რა საყვარელი ხარ❤
    მგონი ახლა ზუსტად ის კარები გამაღებინეს სადაც არავინ იცინის.. ან ჩემთვის არ იცინიან.. მეც ვერ ვიცინი.. ნეტა შემეძლოს ამ კარის მიკეტვა და მეორე, ბედნიერებით სავსე კარის ან მესამე, იმ კარის შეღება სადაც ჩვენი ოცნებები სრულდება.. მაგრამ ჩვენთვითონ რომ რომ შეგვეძლოს არ ჩევა რომელი კარი უნდა გავაღოთ ალბათ ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი გამოვიდოდა..

    • November 30, 2010 19:22

      “მაგრამ ჩვენთვითონ რომ რომ შეგვეძლოს არ ჩევა რომელი კარი უნდა გავაღოთ ალბათ ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი გამოვიდოდა..”❤
      საქმეც მაგაშია გოჭ,მხოლოდ გვიჭირს მაგის გაგება და ამიტომ ვაქცევთ ცხოვრებას დრამად,უბრალოდ ღიმილით მიუხურე დასახური კარი )

  2. November 30, 2010 19:35

    ჰო მაგრამ როცა ვერ ხურავ? როცა მთელი გულით გინად მიხურო და არ გაძლევენ მაგის საშუალებას რომ მიხურო? ((

    • November 30, 2010 19:49

      ძალიან,ძალიან ბოროტია სიყვარული😐
      მე არ მწამს მისი,ან მხოლო მე ვხედავ უფრო მეტ გულგატეხილი წყვილს ვიდრე ბედნიერს..

  3. November 30, 2010 19:52

    ბოროტი? არ ვიცი ვერ დავარქმევ ბოროტს იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი გრძნობაა რაც კი გამაჩნია.. არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნა.. აი აი ჩემთვის ისყვარული ყველაფერია.. მის გარეშე არაფერი არ სებობს.. ალბათ მაგიტომაც ვარ ახლა ასე..

    • November 30, 2010 20:09

      ვერ შეგეწინააღმდეგები.. არც გამოცდილება და არც სურვილი უკვე,რომ გამოვცადო ეგ ყოველივე.. )
      რამდენადაც ლამაზი არ უნდა უწოდოთ მაგ გრძნობას,ყველაზე მეტად მტკივნეულია გამოდის.. მისი სილამაზე კი მე არაფრად მიღირს.. ჰო ვიცი,შეიზლება ახლა ვიძახი ამას და მერე კაცა არ იცის რას ვიტყვი,მაგრამ ახლა რასაც ვხედავ,სიყვარულმა ფასი დაკარგა..
      და ცხოვრების მთავარ მიზანსაც აღარ წარმოადგენს უკვე.ახლა უფრო საკუტარ თავზე უნდა იფიქრო,თორემ ხომ ხედავ სხვები ცხოვრებას განაგრძობენ შენ კი ერთ ადგილას არ უნდა დარჩე : *

  4. November 30, 2010 20:35

    ჰო ერთ ადგილას არ უნდა დავრჩე ეს მთავარია.. აქ თუ გავიჭედე გამოდის მთელი ცხოვრება მორჩა რაც ნამდვილად არ მინდა.. ამიტომ უნდა ვეცადო ყველანაირად (და ვცდილობ) რომ ეს უბედურების მომტანი კარი ძალით მაინც მივკეტო და გამოვაღო ის რომელიც მინდა ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s