Skip to content

პირველი გულახდილობა

November 21, 2010

***

მოულოდნელობები

– „აივანზე მაინც გავალ“ – გაიფიქრა მან.
– „არა,არაფერი გამოვა ვერ ვიძინებ,ისევ გარეთ გავალ.“ – გადაწყვიტა ლევანმა.
ჯეინი აივანზე გავიდა და ამ დროს ლევანმაც აივნის კარი გააღო.ჯეინს ეს არ შეუმჩნევია და სასწრაფოდ ოთახში დაბრუნება გადაწყვიტა.

– კარგი რა გეყო ბავშვობა! როდემდე უნდა გაიქცე ხოლმე იქიდან სადაც მე ვიქნები.
– დიდხანს არა.მხოლოდ ერთი თვე მომიწევს შენი ატანა.ისიც იმედი მაქვს,ყოველ დღე არ შემეფეთები და თბილისში გატარებულ ყოველ დღეს კოშმარად არ გადამიქცევ.
– იცი რა განებივრებულო ბავშვო,უკვე ზედმეტები მოგდის,განა რა გავაკეთე ასეთი? რაზე გაბრაზდი ან რატომ.. რატომ გწყინს ასე? – ამ კითხვებს ნამდვილად არ მოელოდა გოგონა და დაიბნა.შეეცადა ყურადღება არ მიექცია კითხვებისთვის და საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო მოაგონდა და მაშინვე თავს დაესხა.
– ყოვლად აუტანელი ხარ.უემოციო,ცინიკოსი და დეგენერატი. – ხმას აუწია ჯეინმა.
– ერთი ამას უყურეთ,ამ ნაზი და სუსტი არსების ქვეშ რა მგელი იმალება თურმე. – გულიანად გადაიხარხარა ლევანმა.
– აი ახლაც კი იცინი,არადა მე სრული სერიოზულობით ვლაპარაკობ.შენთან ლაპარაკს ხომ აზრი არ აქვს,გიკრძალავ ჩემთან მოახლოვებას.ახლოს არ გამეკარო. – გააფრთხილა და ოთახში შევარდა.
– შენ ვინ ხარ,რომ რამე ამიკრძალო? რამდენადაც მომინდება,იმდენად ახლოს მოვალ! – მიაძახა გოგონას და თავის ოთახში შესვლა დააპირა.ამ დროს ოთახიდან ყვირილის ხმა გამოვიდა:
– დეგენერატიიი! – ლევანს სახეზე ღიმილი გამოესახა და ჩაიჩურჩულა:
– მოვწონვარ!
მშვიდად დაეძინა ლევანს,დარწმუნებულს იმაში რომ ჯეინს იგი მოსწონდა,მაგრამ არ არსვენებდა ფიქრი და გონებაში სსიტყვებს იმეორებდა: „ერთი თვე“.. „მხოლოდ ერთი თვე“..
რაც შეეხება ჯეინს,საშინლად გაცხარებული იყო და უფრო მეტად იმაზე ბრაზობდა,რომ მის განწყობაზე ამხელა ზემოქმედება შეეძლო ლევანს.

– თავხედი! იდიოტი! ცინიკოსი! – ილანძღებოდა გონებაში და ამ ფიქრებში გართულს ჩაეძინა კიდეც და სიზმარი ნახა,რომელმაც კიდევ უფრო დააღონა.

ბნელ ოთახში მეორე ოთახიდან შემოდიოდა სინათლე და ჯეინმაც ამ ოთახში გასვლა გადაწყვიტა.ნახევრად ღია კარი ვიღაცამ შემოაღო და მისმა ჩრდილმა მთელი ოთახი დაფარა,სახე არ უჩანდა.გოგონა შიშმა შეიპყრო,არ იცოდა რა მოემოქმედებინა,რომ როგორმე თავი დაეღწია ოთახიდან.

– გარეთ გამიშვით,ამ ოთახში საშინლად ბნელა და მეშინია.გაიწიეთ,არ გესმით? გამიშვით გარეთ! – გოგონა უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა.
– ჩუუ,ჩუუ! დამშვიდდი საყვარელო,ეს მხოლოდ სიზმარი იყო,მე აქ ვაარ შენს გვერდით და ცუდი არაფერი ხდება! – ანუგეშებდა ბებია შვილიშვილს,რომელიც შეშინებული გოგონას ყვირილს გამოეღვიძებინდა და მაშინვე მისი ოთახში შემოსულა.ჯეინი ერთიანად ცახცახებდა,თუმცა თამარი მის გვერდით იყო და ამშვიდებდა,ეფერებოდა,ისიც მალე დამშვიდდა და ისევ ჩაეძინა.
დილით,ჯეინმა ისაუზმა თუ არა სიზმარი თამარს მოუყვა,დაამატა რომ ცხოვრებაში პირველად ნახა კოშმარი.ჯეინს გადაწყვეტილი ჰქონდა დღეს ქალაქში გესეირნა და სუვენირები შეეძინა,თან სოფოც მიჰყვებოდა და წინ ერთი შეხედვით მხიარული დღე ელოდა.გოგონები სახლიდან გავიდნენ და რუსთაველის გამზირს გაუყვნენ.

– ნახე ჯეინ,აქ ნახატები და ასევე პატარა სუვენირებიც იყიდება,მოდი დაათვალიერე იქნებ რამე მოგეწონოს!
– ხო,ძალიან კარგი.ყველაფერი მომწონს. – გოგონამ პატარა ნახატი „თბილისის ხედი“ და ხელნაკეთი ჩარჩო შეიძინა.

სოფომ ჯეინი ახლა თავისუფლების მოედანზე ჩაიყვანა და წმ.გიორგის შესანიშნავი ქანდაკება აჩვენა,ლესელიძის ქუჩით მოიხიბლა გოგონა,ძველი ქვაფენილი მოეწონა და მაღაზიები,შარდენზე შეისვენეს,ცოტა ისაუბრეს და კვლავ გზა განაგრძეს,მშვიდობის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ და მეტეხში შევიდნენ.ჯეინი ქრისტიანად იყო მონათლული და ყოველთვის სწამდა,რომ უფალი მის თხოვნას შეისმენდა.აქ გოგონამ გულში ითხოვა:

– ნეტავ,ყველაფერი ისევ ძველებურად იყოს და არავის მიეცეს საშუალება ცხოვრება ამიფორიაქოს,ნეტავ..


მეტეხის ტაძრიდან გამოვიდნენ და ღვინის აღმართით სამებისკენ გაუყვნენ გზას.ჯეინი ყვეალფერს სურათბს უღებდა,ბევრი თავისი და სოფოს სურათიც დააგროვა.ეს მისი მინი ექსკურსია იყო კვლავ მონატრებული ქალაქის დასათვალიერებლად.დღე დამღლელი,მაგრამ ემოციებით დატვირთული გამოდგა და სახლში დაბრუმებაც გადაწყვიტეს.აღმართს ისევ ფეხით აუყვნენ,მათი სახლების წინ მდებარე სკვერში თედო და ლევანი ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ.სოფო მათ მიუახლოვდა,ჯეინიც გაჰყვა.

– ჯეინ,ნუთუ არ მოგბეზრდა ამ ქამაქში ხეტიალია,მაინც რას ნახულობ ახალს და კარგს.. – დაეკითხა თედო.
– სამეც მაგაშია,რომ ყველაფერი ძველი ეს უცხოა ჩემთვის და და ამავე დროს ჩემია..
– აბა რავიცი,ალბათ არ უნდა მიკვირდეს,რომ ამდენი ხნის შემდეგ გაინტერესებს რა შეიცვალა.
– ნუ ყბედობ,თედო გეყო.. გული ნუ გაუწყალე.. – შენიშვნა მისცა სოფომ,სრულიად სამართლიანი რადგან თდოს დაკითხვები გულისშემაწუხებელი იყო.
– კარგი ხო,გავჩრდები.
ამ დროს ლევანი ჩუმად იჯდა და ხელში გასაღბებს ათამაშებდა.თან თვალს ჯეინისკენ აპარებდა,თუმცა გოგონამ ეს ვეერ შეამჩნია.ასევე ვერ შეამჩნია ლევანმა როგორ გაიხედავდა ხოლმე მისკენ ჯეინი.სოფო და თდო კი გაუთავებლად კინკლაობდნენ და რაღაცას არკვევდნენ.საღმოს დაიშალნენ,ჯეინმა ივახშმა,თამარს და გურამ მოუყვა თუ რა ადგილები დაათვალიერე,ჰყვებოდა ემოციურად,მოხუცებიც ერთ სიტყვას არ ტოვებდნენ და შვილიშვილის ბედნიერებით ხარობდნენ.როცა უკვე დაღლა იგრძნო,ღამე მშვიდობიდა უსურვა და დასაძინებლად ოთახში ავიდა.აივანი მისი საყვარელი ადილი იყო,რაც ჩამოვიდა მას შემდეგ,მაგრამ უკვე აღარც კი უნდოდა გასულიყო,რადგან ერიდებოდა ლევანთან შეხვედრას.ლევანი კი ყოველ ღამე ელოდებოდა,თუ როდის გამოვიდოდა ოთახიდან და მის სახეზე ისევ დაინახავდა იმ ღიმილს,რომელსაც ვერადა ვერ ივიწყებდა..
თუმცა ერთ საღამოსაც,ჯეინი აივანზე გამოვიდა და ისევ დაათვალიერა ქუჩა და ცაზე მთვარეს ახედა.ლევანი კვლავაც აივანზე იდგა,მაგრამ საუბრის დაწყებას არ აპირებდა.

– როდემდე უნდა იდგე ყოველ ღამე აივანზე და გვიანობამდე არ შედიოდე ოთახში დასაძინებლად? – დაიწყო ჯეინმა და ლევან თვალები გაუბრწყინდა,რადგან მიხვდა ჯეინმა იცოდა რომ მის ლოდინში ის ყოველ ღამე აივანზე იჯდა,ჯეინი კი მას ხედავდა..
– რისთვის შევიდე და დავწვე,თუკი არ დამეძინება.
– რა იყო,რამეს ჯავრობ? თუ რატომ არ გეძინება?
– პირიქით,აღარაფერი მედარდება ქვეყანაზე ერთის გარდა.
– აჰ.. მართლა? ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა..
– ძალიან.
– შენი ნებაა,მე კი შენის ნებართვით დასაძინებლად წავალ.
– არა.არ წახვიდე,რაღაც მაქვს სათქმელი..
– ძალიან მეძინება,სხვა დროს მეტყვი..
– არა.ახლა ან არასდროს!
– ვერ ვხვდები,რა არის ასეთი მნიშვნელოვანი? და საერთოდ თუკი რამის თქმას აპირებ დროზე თქვი,არ მაქვს ბოდიალის და უაზრო საუბრის მოსმენის თა..
– როცა პირველად აეროპორტში შეგხვდი.. – არ დაამთავრებინა სიტყვა ლევანმა. – მაშინ,როცა დარწმუნებული იყავი რომ შენი ჩემოდანი მიმქონდა,დავინახე გოგონა რომელიც მატარებელი იყო თვისების,“ჩემი ყოველთვის ჩემთან“.. აივანზე,რომ დაგინახე ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა,ვიფიქრე თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან-მეთქი.. მაგრამ მივხვდი რომ მე კი არა სხვას ელაპარაკებოდი და შენ სტუმრად არ იყავი,ჩემი მეზობელი აღმოჩნდი და თავი ყველაზე იღბლიანი მეგონა მთელს ქვეყანაზე.. როდესაც ყინულზე ფეხი აგისრიალდა და ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდით თავი ძლივს შევიკავე,რომ.. რომ არ.. მაშინ დავინახე გოგონა,რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებდა,მაგრამ ამავე დროს ძალიან სუსტი და დაუცველი იყავი.. ყოველ დღე გხედავდი აივანზე,შენთვის იღიმოდი და შენი განწყობა ჩემზეც მოქმედებდა,მთელი ღამე არ მეძინებოდა,რომ წარმოვიდგენდი ასე ახლოს იყავი ჩემთან.. მხოლოდ ერთი კედელი.. არც ისე დიდი კედელი გვაშორებდა.. მაგრამ უფრო დიდ კედელს შენვე აშენებდი შენს ირგვლი,რომელსაც ვერ მოვერიე და ვერაფერი მოვუხერხე.. სოფოს დაბადების დღეზე კი მივხვდი,რომ ვეჭვიანობდი.. ვბრაზდებოდი,როცა ვხედავდი როგორი თვლალით გიყურებდნენ სტუმარი ბიჭები და ერთი სული ჰქონდათ ხელში ჩაეგდე.. და შენც თავისუფლად შეგეძლო გეპოვნა ჩემზე უკეთესი,არა მხოლოდ გარეგნობით,ისედაც ვიცოდი რომ გარეგნობას უპირატესობას არ ანიჭებდი და სწორედ ჩემი ხასიათის გამო არ მქონდა შანსი.. ცივი გახდი ან უბრალოდ ეს სწორი რეაქცია იყო ჩემს ხასიათთან მიმართბაში,მაგრამ მე ასეთი ვარ.. და შენც სწორედ ისეთი მივყარხარ როგორიც ხარ.. ხო,მიყვარხარ და არ მჯერა რომ ამას გეუბნები.. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ვერ ვუგებთ ან უბრალოდ არ ვცდილობთ რომ გავუგოთ,მაგრამ გულმა არ მკითხა და შენც უნებართვოდ დაიდე ბინა მასში..

9 Comments leave one →
  1. November 21, 2010 19:58

    ვაიმე ;( ასეთი რამეების კითხვა ჩემთვის არ შეიძლება ;((
    ან ძალიან საყვარელია :შ ❤

    • November 21, 2010 20:01

      ❤ რომ დავამთავრებ,შეპირებული ვარ შენზე და სალოზე პირველები თქვენ კითხულობთ🙂
      უიმე ისე რამდენი შეცდომა და არასწორად გამართული წინადადებაა🙂 უჰ,არ მიმიქცევია ყურადღება მერე შევასწორებ (

  2. November 21, 2010 20:12

    სულ არ მიმიქცევია ყურადღება შეცდომებისთვის :შ აუ მინდა მინდა მალე მორჩი :შ❤ :*

    • November 21, 2010 20:28

      ხოო🙂 ეს მე-5 თავი იყო.
      ანუ თთქმის ნახევარი დავამთავრე )

  3. სალო permalink
    November 22, 2010 16:01

    აუ სოსე რა ცუდი ბავშვი ხარ. სანამდე უნდა ვიკითხო ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ? :შ არადა რ საინტერესოა. აი ერთი ამოსუნთქვით რო ჩაიკითხავ. ისადა პირველ 5 თავსაც დავჯერდები, შეგიძლია გამომიგზავნო😀

    • November 22, 2010 16:10

      ნწ,ერთიანად აჯობებს,მეტს აღარ წაიკითხავ გპირდება🙂

  4. February 22, 2012 22:33

    au erti tqovna maq ra dzalian gtxov ro morchebi wamakitxe ra toe movkvdebi interesit :))) gtxoov :)))

    • February 22, 2012 23:54

      თუკი ეღირსა ოდესმე დამთავრება,აუცილებლად.. :*

    • February 24, 2012 23:12

      ar vici meee icode siashi pirveli tu aar mexute mainc unda viyoo :DD :** da egirseba iseti yochaguii xar male daamtvreb :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s