Skip to content

იქნებ კიდევ ერთხელ..

November 16, 2010

არ მახსოვს,როგორ აღმოვჩნდი აეროპორტში.ჩემს ირგვლივ მოსიარულე ხალხს ვათვალიერებდი და ვეძებდი არა მხოლოდ თვალებით,არამედ გულითაც.ჰოლი,კაფეტერია,მეორე სართული – თითქოს თითოეული მათგანის დათვალიერებას წამი მოვანდომე,მაგრამ როცა ვერსად ვიპოვე მხოლოდ ერთი გზა მქონდა და ეს გზა აეროპორტიდან სახლისკენ მიემართებოდა.
“-იქნებ კიდევ ერთხელ.. ერთხელაც დავათვალიერებ მთელს აეროპორტს,მხოლოდ უკან მაინც მივიხედავ,იქნება ის იქ დგას.. იქნებ არ წავიდა და მე მოვასწარი შემენარჩუნებინა…”
რათქმაუნდა მე კარს ზურგი შევაქციე და კვლავ ხალხის თვალიერება დავიწყე,მაგრამ ისევ იმედგაცრუებული დავრჩი,როგორც ყოველთვის..
სახლი შორს იყო,მაგრამ ყველაზე ნაკლებად ახლა სახლში მინდოდა.. ქუჩას ფეხით გავყევი,ვერც იმას ვაცნობიერებდი სად ან რისთვის მივდიოდი..

გონებაში მიტრიალებდა ყოველი წამი,როცა ის ჩემს გვერდით იყო.. მისი ხმა,ნეტავ ახლა გამეგონა ისევ ისეთი მხიარული,სიყვარულით წარმოთქმული სიტყვები.. რომლებსაც ყურადღებას ყოველთვის ვაქცევდი,ბოლომდე ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ არ გამომდიოდა,ძალიან სუსტი ვიყავი მის წინაშე.. ვბრაზობდი,საშინლად ვცეცხლდებოდი,რომ ასე სუსტად მაგრძნობინებდა თავს.. გულში ბოლომდე მწვდებოდა ყოველი სიტყვა და სურვილს მიჩენდა მაგრად მოვხვეოდი,რაც ზუსტად ვიცოდი საუბარს შეაწყვეტინებდა,მაგრამ მე კიდევ უფრო ცუდად გამხდიდა ის სითბო,რომელსაც მისი ძლიერი მხრები ასხივებდნენ.. სულ გაყინულ ხელებს მითბობდნენ და მაგრძნობინებდნენ,რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამაინი ვარ..
ამ წამს კი ძალიან საცოდავი და უბრალო ვიყავი..ვგრძნობდი,მნიშვნელობა არ ჰქონდა რა დამემართებოდა,რითი დამთავრდებოდა ჩემი გასეირნება..

“იქნებ კიდევ ერთხელ.. ერთხელაც მიიხედო უკან..”

8 Comments leave one →
  1. November 16, 2010 20:25

    აუუუუუუუუუ, რა საშინლად ნაცნობი გრძნობააააა (((((

    • November 16, 2010 20:37

      სამწუხაროა ((
      თვითონ ნამდვილად არ გამომიცდია ) ფანტაზიის უნარი მოვიშველიე,თუმცა ფაქტია ყველაფერი ცხოვრებისეულია.

  2. November 18, 2010 09:44

    ჰმ…

    • November 18, 2010 17:14

      ჰმ..? ))))

    • myotar permalink
      November 20, 2010 14:22

      ორიგინალურებს ველოდები რატომღაც შენგანაც… აუ ეს რა დამჩემდა წინათგრძნობები თუ ჯანდაბა მაგას… იცით ვინმემ ეს რა არი? სულ ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს რაღაც ვიცი წინასწარ არადა გულთმისანი არასდროს ვყოფილვარ…

    • November 20, 2010 17:19

      მახარებს შენი ასეთი მოლოდინი🙂
      წინათგრძნობები? რავიცი მეც ხანდახან ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე,მაგრამ შენსავით მიჭირს მაგის ახსნა..
      ახლა რა წინათგრძნობას გულისხმობ ისე?🙂

  3. მარიამი permalink
    November 26, 2010 17:43

    ვაიმე რა საშინელებაა ახლა მეც დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვარრ ხალხნოოო მიშველეთ რამეე

    • November 26, 2010 21:09

      უიჰ,რა ცუდიაა (
      იცი რა,მოდი არაფრით არ დაკარგო )) ბოლომდე იბრძოლე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: