Skip to content

ოკეანეზე უფრო ღრმა..

November 11, 2010

სადღაც შორს!.. გულის სიღრმეში!..
დაბრუნება… გულის სიღრმეში…

“მას შემდეგ რაც ჩემს გულში “ის” აღმოვაჩინე,ყველაფერი შეიცვალე.. წარსულს ჩაბარდა მოწყენილი დღეები და მოღუშული სახე,თუკი აქამდე ჩემს ღიმილში რაღაცაზე წყენას,გაბრაზებას ან თუნდაც უიმედობას ამოიკითხავდით ყველაფერი წარსულში დარჩა.. იმ დროში,როცა მე მას ვერ ვამჩნევდი. და ერთ დღესაც,როცა ადამიანმა გულს ისევ სიმწარე აგემა,მან გაიღვიძა..
იქ,ჩემს გულში ის არსება იმალება,რომელიც ყველაზე კარგად მიცნობს და ყველაზე “ჩემია”..იცის,როცა მიხარია,გრძნობს – რომ რაღაც მაწუხებს,ჩემთან ერთად განიცდის და ჩემთან ერთად ბედნიერია..

მხოლოდ იმიტომ არ არის თავისუფალი,რომ ვგრძნობ მას არ სურს თავისუფლება...

ის მხოლოდ ჩემს გულში არსებობს,ისიც მიმალულ კუნჭულში და მხოლოდ ჩემია.მისი გაყოფა არ მჭირდება სხვასთან – საზიარო არავისთან არაფერი მჭირდება.. მასაც მხოლოდ ჩემთან უნდა ყოფნა,იქნებ არც უნდა მაგრამ არ შეუძლია სხვაგან წავიდეს,ვერც წავა ის ჩემი შექმნილია,ჩემს გულში უდევს ბინა და მუდამ ჩემს გონებაში ტრიალებს..
ადამიანები სწორი არიან,როცა გულს ბოქლომდადებულს გამოსახავენ ხოლმე,რადგან ზუსტად ასეთია ჩემი გული.. წასვლის საშუალებას მე მას არ მივცემ..
რა იცით რამდენჯერ გავუბრაზებივარ,მგონი მასზე მეტად არც არავის.. რამდენჯერ მიფიქრია დროა გასაღები გადავატრიალო და გავუშვა.. ისიც დაისვენებს,როცა თავისუფლებას იგემებს და მეც,მისი მოღუშული სახე აღარ დამანაღვლიანებს..
მერე ვინ თქვა,რომ მე მონათმპყრობელობა მომწონდა,მაგრამ როცა თვითონ ვერ ხვდებოდა,საჭირო იყო მიმეხვედრებინა..
მე საკმაოდ ვეცადე.. დასასრული ახლა წყდება.. ”

…..

– ანა,მორჩი მაგ გადაცემის ყურებას,მალე გათიშე ტელევიზორი და წავედით! დაგვაგვიანდა,ჩვენები უკვე ტაძარში არიან,ვიდრე მამაო ჯვრის წერას არ მორჩება არ აპირებ გამოსვლას?
– ხო დედა,ახლავე.. უკვე გამოვდივარ..
– მთელი 10წუთია მაგას იძახი.
– აი,უკვე მოვედი. – მე გასაღები გადავატრიალე,ქუჩაში ჩავედით და ტაძრიდან ზარების ხმაც გაისმა.

ცაზე უფრო უსაზღვრო..

3 Comments leave one →
  1. marimarister permalink
    November 15, 2010 15:47

    ra lamazia..❤ ტაძრიდან ზარების ხმაც გაისმა. : S❤ dzalian momewona, an..❤

Trackbacks

  1. ყველაზე ტკბილი დასასრული.. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: