Skip to content

ავტობიოგრაფია ანუ მე – ანნა სოსელია

November 9, 2010

დავიბადე 1995წლის 7 ივლისს,სადღაც 11სთ-დან 12სთ-მდე დაიწყო თურმე ჩემი ცხოვრება.ახლობლები ვინც იციან,რომ 9 თვიანი კი არა 8,5-იანი ვარ,ხშირად წამომაძახებენ ხოლმე დღემდე : ” შენ რა გაგაჩერდებდა მთელ 9 თვეს დედის მუცელშიო🙂.” როგორც ისინი მახასიათებენ,თავიდანვე “მეტიჩარა” ბავშვი ვყოფილვარ,ვიწუნდებდი საკვებს და ვტიროდი ყველფერზე რაზეც მინდოდა და არ მინდოდა )) მეტიჩარა კი არა,ასეთი შვილი მე რომ მყავდეს ალბათ,მდაჰ არ ვიცი..🙂
11 თვის უკვე დავდიოდი,ჩემი გახრილი ფეხებით )) რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს,დღესდღეობით სწორი ფეხები მაქვს,პატარაობის სურათებს რომ ვუყურებ საკუთარ თავს ვერ ვცნობ🙂
2 წლის უკვე “პუტკუნა” ბავშვი ვიყავი,წითელი ლოყებით და მუდამ ვიცინოდოდი,ხანდახან უმიზეზოდაც..
3 წლის,რომ გავხდი უცებ ეს ბუთხუზა ბავშვი საშინლად გახდა,გაქრა ლოყებიც და მუდამ მომღიმარი სახეც,მძიმე ავადმყოფობის გამო რომელიც გადაიტანა.. ჯერ კიდევ მაშინ ექიმებმა გადაწყვიტეს,რომ დამთავრებული იყო ყველაფერი,მაგრამ როგორც ჩანს ასეთ პატარა ასაკში სიკვდილი არ მეწერა და 1995 წელს,გაუბედურებულ საქართველოში წამალი იშოვეს და გადავრჩი.. მშობლებს არ უყვართ,როცა ამაზე მიყვებიან,მე მხოლოდ მომენტები მახსოვს,თეთრხალათიანების ხელში დიდი ნემსი და ჩემი დაჩხვლეტილი ვენები )).4 წლის რომ გავხდი,ჩემს ოჯახში ყველა ბედნიერი იყო,გადარჩენილი სიცოცხლე იზრდებოდა.. გადაწყვიტეს ბაღში წასვლის დრო იყო და მიმიყვანეს,ისევე უკან წამომიყვანე,ვერ გაუძლეს ჩემს წივილ-კივილს და მუდამ დედას ძახილს🙂 ფაფებს მე არ ვჭამდი,წუნიაობა არ დამვიწყებია ასაკის მატებასთან ერთად,კისელი მე არ მიყვარდა და არც სუპები,მოკლედ რომ ვთქვათ ბაღი ჩემი საქმე არ იყო და დედასთან ერთად სახლში აღმოვჩნდი.ჩემი დის წიგნებს ჩავკირკიტებდი.. ბებიების,ბაბუების,მამიდების და დეიდების საშუალებით მახსოვს ბევრი ლექსი და ზღაპარი ვიცოდი,ვიდრე სკოლაში წავიდოდი უკვე ჩემს სახელს ვწერდი🙂 და კიდევ რამდენიმე მარტივ სიტყვას.. ვიცოდი თვლა ათეულებამდე და არც მორიდებული ბავშვი ვიყავი უკვე,რომ სკოლაშიც ტირილი დამეწყო🙂.

6 წლის,როგორც სხვა ჩემი თანატოლები სკოლაში მიმიყვანეს,მახსოვს ვგიჟდებოდი წითელ ყვავილზე,რომელსაც მასწავლებელი ხან ხელზე,ხანაც – შუბლზე გვახატავდა ხოლმე ყოჩაღობისთვის.. ამის გამო მზად ვიყავი ყოველ დღე მომეყოლა გაკვეთილი.. არ მიყვარდა,როცა დედა გაკვეთილის ჩაბარებას მთხოვდა,მეზარებოდა ორჯერ მოყოლა,დედაჩემიც არ მთხოვდა რადგან მასაწავლებლების პასუხით : “ყოჩაღი გოგოა!” კმაყოფილდებოდა.. უკვე გამიჩნდა ამბიციები,ვყოფილიყავი წარმატებული და მქონოდა სასურველი პროფესია.. როდესაც მასწავლებელმა გაფორმებულ ფურცლებზე დაგვაწერინა,თუ “რა გვინდოდა გამოვსულიყავით” ჩემს იასამნისფრად გაფორმებულ ფურცლის უკან დავწერე :

მე არ მეცინება,თქვენც ნუ იცინით!🙂

ნუ გაგიკვირდებათ,რომ შენახული მაქვს.სახლში,რომ მოვიტანე ჩემი ოჯახი ამ ფურცელმა ფრიად გაამხიარულა და გადაწყვიტეს დღემდე შეენახათ ჩემთვის🙂 მას შემდეგ ჩემი სურვილები არ შეცვლილა,უბრალოდ მაშინ იყო გასაკვირი და ბავშვისთვის ასეთი სურვილის გაჩენის სურვილი საასაცილო,თორემ დღს აღარავის ეცინება ჩემს ამბიციებზე..
ყოველთვის ვმეცადინეობდი და თან ტელევიზორს ვუყურებდი,ერთხელ დედამ ტელევიზორი გამითიშა მახსოვს და პროტესტის ნიშნად გაკვეთილების სწავლას თავი გავანებე,რამოდენიმეჯერ გამიმეორეს : “წაიკითხე.. დაწერე.. ” მე კიდევ დაპროგრამებული თოჯინასავით ვიმეორებდი : “ტელევიზორი ჩამირთეთ!” ოჯახში ყველა შეეგუა,რომ როცა ვმეცადინეობ თან რაღაც განტვირთვა უნდა მივიღო,თორემ თავში არაფერი შედის🙂
წლები გადიოდა,კიდევ უფრო ვჯიუტდებოდი და ეს შენი ნაბოლარა გოგონაც თავის ჭკუაზე მიუშვეს.. ახლა მგონი საშინლად წუნია,ჯიუტი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.. მაგრამ არასდროს გადავსულვარ ზღვარს,ყოველთვის მესმის მშობლების,ვცდილობ გავუგო დას,რომელსაც აბსოლიტურად სხვა ხედვა აქვს,ჩემგან განსხვავებით.. ვარ ზედმეტად კონტაქტურიც კი მგონი ) ,მიყვარს როცა ჩემს ირგვლივ არაიან ისეთი ადამიანები,რომლებიც “ჩემები არიან”.. არ მიყვარს უცხო ხალხის გარემოში ყოფნა და უზრდელ,თავს გადასულ ახალგაზრდებთან ურთიერთობა..
ჩემი ასაკის ბავშვების გაგება არ მიჭირდა,მაგრამ იშვიათად მათთან საერთო ენა მომეძებნა,როდესაც გოგონები დისნეის სხვადასხვა მულტფილმს არჩევდნენ და საუბრობდნენ პრინცზე,ამ დროს მერჩივნა (იმ დროისთვის) ჩემს საუკეთსო მეგობარ გიორგისთან ერთად დინოზავრებზე და დედამიწაზე მესაუბრა.. მახსოვს რამხელა აურზაური იყო კლასში ჩემს და მის გამო,4წელი გვერდიგვერდ ვიჯექით,ბავშვები ახლაც წამომაძახწებენ ხოლმე ჩემს ძველ მეგობარზე.. ) და როცა სხვები კვირაში ორჯერ გამოიცვლიდნენ ადგილს,მე და მას სხვა არავინ გვინდოდა.. ახლა,რომ მახსენდება საოცრად კარგ ხასიათზე ვდგები..🙂 არ ვიცი რამდენად სწორი ვარ მაგრამ,დროთა განმავლობაში კიდევ ერთი თვისება ჩამომიყალიბდა – მესაკუთრეობა.. თუ რაღაც ჩემია,ჩემია და მორჩა )
არასდროს შემყვარებია,მიხვედრა ადვილი იქნება,ჩემს თვისებებს თუ დაუკვირდებით🙂 თანაც ამას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ,მე ხომ ისედაც ყველა მიყვარს..
ჯერ მხოლოდ 15 წელია დედამიწაზე დავაბიჯებ და არც თუ ისე ცოტა კარგი თუ ცუდი ამბავი მახსოვს,რომელიც თავს გადამხდენია..

17 Comments leave one →
  1. November 9, 2010 18:33

    საყვარელი ხარ ან :*❤

  2. სალო permalink
    November 9, 2010 19:08

    ვაიმე სოსე რა საყვარელი ხარ იმ ფოტოში :წუბ:

    • November 9, 2010 19:25

      ნუღა იტყვი🙂 ❤

    • სალო permalink
      November 10, 2010 16:59

      ვთქვი უკვე (ც) თამო😀

  3. marimarister permalink
    November 10, 2010 09:23

    mainc gamecina.. :D:D❤

  4. girliekiddy permalink
    November 10, 2010 15:29

    ან,რაკარგად წერ,საინტერესო წასაკითხი იყო. მომეწონა ^^ იმედია შეიძლება სათაური რომ ‘მოგპარო’ )

  5. November 13, 2010 19:08

    televizors mets vukureb rotsa vmetsadinob, shansi araa mis gareshe tore dzaan viglebi da arafris tavi ar mak xolme:D

  6. November 13, 2010 19:11

    მეც მოგპარაავ

  7. November 14, 2010 18:29

    კარგი იყო..ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი ჩანხარ..შენი ბლოგიც ძალიან მომონს…..გაიხარეე..
    წარმატებები….

  8. November 19, 2010 20:43

    მომეწონაააააა

  9. nanuka permalink
    November 9, 2011 21:21

    მე 13 წლის ვარ და ასე მეგონა ჩემზე წერდი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: