Skip to content

მერე რა,რომ ის წავიდა..

November 8, 2010

როგორი ადვილია წახვიდე ძალიან შორს,გასცდე საზღვრებს და იყო ბედნიერი.მაგრამ ცუდი,არა ცუდი კი არა შეუძლებელია ამას შესაფერისი სიტყვა შეუსადაგო,ის მომენტია როცა ამ ყველაფერის არარეალურობას აღმოაჩენ.
თითქოს ჰაერში გამოკიდებულს ის თოკი გაგიწყდა,რომელიც უკანასკნელი იმედი იყო შენი გადარჩენის.
თითქოს მაღალ მწვერვალზე აღწევისას უკვე ძალა გამოცლილმა ფეხი არასწორ ადგილას დადგი და იმ უფსკრულში ჩავარდი,სადაც შენს სიხარულს საბოლოოდ ბოლო მოეღო შენს სხეულთან და სულთან ერთად.
თითქოს შენს ირგვლივ ყველაფერი გაქრა და ის სიცარიელე იგრძენი,რაც არასდროს გამოგიცდია და ცრემლიც კი გაქრა,რომ ემოციები გამოხატო,ის წვეთი რომელიც ხშირ შძემთხვევაში დიდ შვებას განიჭებს,ამ წამს უძლურია.

უძლურია რადგან ის ამქვეყნიურია,სულიერი მდგომარეობის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთსო საშუალება,მაგრამ სიმამაცე არ გყოფნის მეტი გააკეთო და გრძნობას გულში იკლავ.
არ შეგიძლია სხვა რამით მოუღო ბოლო,არ შეგიძლია თავს ძალა დაატანო და გაიღიმო,რადგან სული არ იღიმის.. იმ ადამიანებზე იფიქრო ვისაც უყვარხარ,მაგრამ არც ეს გშველის,რადგან მათ შორის ვერ პოულობ მას ვისაც ეძებ დიდი მონდომებით,ვის გამოც შენი თოკი გაწყდა,ვინც მწვერვალზე გაგახსენდა,დაიბენი და უფსკრულში აღმოჩნდი,ვის გამოც შენს ირგვლივ ყველაფერი გაქრა და ბოლოს თვითონაც დაგტოვა.
არც ერთი წამი შეგიძლია აპატიო,მხოლოდ იმიტომ რომ მან გასწავლა სიყვარული,ის მიზეზი ვერ გახდება რომ სულში დატოვებული სიცარიელე აპატიო..
მხოლოდ იმიტომ,რომ ცხოვრების რამდენიმე წამით მოგცა შესაძლებლობა გამცდარიყავი საზღვრებს,დაგევიწყებინა ყველა და ყველაფერი არც ესაა საკმარისი,რომ აპატიო ის ტკივილი შენი გული,რომ განიცდის ამ წამს..
და მე ვაპატიებ მხოლოდ იმიტომ,რომ მე ავედი მწვერვალზე,უმაღლეს წერტილზე და ვიყავი ბედნიერი.. რამდენი ხნით? საუკუნე! მთელი ჩემი ცხოვრება ♥
მერე რა რომ მწარეა “ვიყავი”,მე ჯერ კიდევ ვარ და ვიქნები…
ჩემს ირგვლივ ადამიანები დაბრუნდებიან,მერე რა რომ ის წავა..
თოკი გაწყდა,მაგრამ ქვემოთ მე მათ დამიჭირეს..
მე ჩავვარდი,მაგრამ ამომიყვანეს..
ჩემი ცხოვრება გრძელდება,რაც თურმე იმ წამს შემწყდა როცა ის დავინახე და დაიწყო არარეალურ სამყაროში მოგზაურობა..

7 Comments leave one →
  1. marimarister permalink
    November 10, 2010 09:18

    ერე რა რომ მწარეა “ვიყავი”,მე ჯერ კიდევ ვარ და ვიქნები…❤

  2. irishka permalink
    November 10, 2010 10:56

    ori sityvit: dzaan magaria

  3. November 10, 2010 14:59

    მარ აბა რაა❤
    ირიშკა მადლობ❤ ))

  4. Rarbie permalink
    December 4, 2010 21:43

    “ჩემი ცხოვრება გრძელდება” მთავარია ეს არ დაგვავიწყდეს არასდროს🙂

    • December 4, 2010 21:47

      აი ეგეთ მდგომარეობაში თუ ოდესმე აღმოვჩნდი,ნამდვილად არ დამავიწყდება არც იოცნებოს წასულმა ადამიანმა🙂

  5. ლილიიიი permalink
    May 6, 2012 17:06

    ოუუ ამ შრიფტით ვერ ვკითხულობ:((

  6. Anna_ana permalink
    June 2, 2012 18:53

    ჩემი ცხოვრება გრძელდება,რაც თურმე იმ წამს შემწყდა როცა ის დავინახე და დაიწყო არარეალურ სამყაროში მოგზაურობა..:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: