Skip to content

ფავორიტები

November 5, 2010

სერიალების მოყვარული ჩემზე არ ითქმის,რადგან მხოლოდ რამოდენიმეს ვუყურებ.თუმცა ეს რამდენიმეც ხომ მიყვარს და ყოველ პარასკევს ერთი სული მაქვს სკოლიდან სახლში მალე დავბრუნდე და ყურება დავიწყო ).ახლა სერიალებზე სსაუბარს არ ვაპირებ ან მათ განხილვას,მხოლოდ ჩემს საყვარელ პერსონაჟებს გაგაცნობთ,უმეტესობა ალბათ იცნობთ,მაგრამ მაინც:

1.

ჰოუპი❤

ჰოუპი – სერიალიდან Raising Hope.უსაყვარლესი ბავშვია,პირდაპირ ვგიჟდები ამ პატარაზე🙂.არც ლაპარაკი იცის ჯერ და არც სიარული,მაგრამ უკვე მოახერხა ცხოვრება აერია მამასთვის – ჯიმისთვის და არა მხოლოდ ჯიმისთვის,ბებია-ბაბუასათვისაც.სახელის შერჩევაც ძალიან საინტერესო მომენტი იყო🙂 ვარიანტებს ნუღა იტყვით,მაგრამ მაინც ჰოუპი დაარქვეს.თვითონ სერიალი კომედიური ჟანრისაა და ძალიან მამხიარულებს,ეს პატარა კი ამ სერიალის მთავარი გმირია და ყველაზე საყვარელი❤.


2. ჯოშუა – სერიალიდან Visitors (2010).ეს პერსონაჟი,რატომ მიყვარს მეც არ ვიცი🙂 ალბათ იმიტომ,რომ საინტერესო პერსონაჟია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის),მოულოდნელობებით სავსე,როცა ალიენი მეგონა,თურმე ისიც ადამიანია,მეორეც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველ სეზონში,თუ რა ამის მოყოლას აზრი არ აქვს,უყუროთ თავად სჯობს ) და ვიცი,თქვენც შეგიყვარდებათ🙂.თვითონ ლიზა უყვარს,თუმცა ამ სიყვარულზე აქცენტი არ არის გაკეთებული სერიალში,ამის გამო სულ ვთათხავ🙂,მაგრამ ისე შესანიშნავი წყვილია ვაღიარებ🙂 აი,ისინიც :

ჯოშუა ))

3.დეიმონი – სერიალიდან The Vampire Diaries.სერიალში მისი გამოჩენისთანავე შემიყვარდა🙂,ძალიან ეგოისტი და საზიზღარი ვამპირია,თუმცა დრო და დრო სერიალში ვხვდებით “სუსტ” დეიმონს, “სუსტი” იმ გაგებით რომ გრძნობებს ამჟღავნებს ) და სწორედ ამიტომ არის ჩემის აყვარელი პერსონაჟი,ცდილობს საკუთარი მე დამალოს რაღაც გაგებით.მას უყვარს ელენა,გოგონა რომელიც დეიმონის ძმაზე სტეფანზეა შეყვარებულია.დღეს კიდევ მეორე სეზონის კიდევ ერთი სერია გამოვიდა და დეიმონმა,ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ელენასთვის ყვეალფერი ეთქვა,ეს სცენა ისეთი ამგარი იყო,რომ მე სიტყვებით ვერ აღვწერ,ამიტომ თავად უყურეთ❤

ასევე "\"Nikita (2010)\"“-დან ჩემი ფავორიტი პერსონაჟია ტომი❤ ; სერიალი "\"Glee\"” -დან ყველაზე “დებილი” პერსონაჟი ფინი🙂

ტომი

ეს,მხოლოდ ის ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან სერიალიდან,რომლებიც დღესდღეობითაც გადის.თორემ ძალიან ბევრი ფავორიტი მყავდა უკვე დასრულებული ან შეწყვეტილი სერიალებიდან.მაგ; რიჩარდი – “ლეგენდა მაძიებელზე”-დან და ამავე სერიალიდან კარა,ერთადერთი გოგო რომელიც საინტერესო პერსონაჟი იყო მგონი🙂

რიჩარდი და კარა❤

რათქმაუნდა აქ კიდევ არ არიან ბევრნი,მაგრამ მგონი ყველას ჩამოსაწერად ძალიან დიდი გვერდი დამჭირდებოდა.მთავარი პერსონაჟები აქ არიან🙂

4 Comments leave one →
  1. სალო permalink
    November 9, 2010 19:11

    აი ეს ფინი რამ მოგაწონა მითხარი რაა😀

    • November 9, 2010 19:26

      კი არ მომეწონა,შემეცოდა და რავიცი🙂

    • სალო permalink
      November 10, 2010 17:01

      აა. შე უეჭველი დეიმონიც მაგიტო მოგწონს😀

    • November 10, 2010 20:13

      საერთოდ ისეთი პერსონაჟები მომწონს,რომლთა ცხოვრებაც საცოდაობაა და მაინც არ იტეხენ თავისას ))
      დეიმონი,ტომი,ჯოშუა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: