Skip to content

რეიტინგული პოსტები

October 19, 2010

ეს ის 12 პოსტია,რომლებიც მათი დაწერის თარიღის მიუხედავად დღემდე ყველაზე პოპულარობით სარგებლობს ჩემს ბლოგზე.თვალი გადავავლე და დამაინტერესა,რატომ მაინც დ მაინც ეს პოსტები? გადავწყვიტე თითოეულთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვა:
1.ნიკო გომელაური – ლექსები – პოეტი,რომელმაც ბევრს შეაყვარა თავისი თავიც და ლექსებიც.თავისებური,განსხვავებული შეხედულებებითა და წერის მანერით(ეს პოსტშიც აღვნიშნე).არც გამკვირვებია,რომ ჩემს პოსტებს შორის,მისი ლექსები ყველაზე დიდი რეიტინგით სარგებლობს.
2.სტატუსები ჩემს სკაიპში : ) – მაინც რა მოგეწონათ ამ პოსტში?🙂 ნუ არ ვუარყობ,ერთობ საინტერესო სამეგობრო მყავს,მაგრამ რა იყო ამ პოსტში ისეთი,რომ სხვა დანარჩენები უკანა პლანზე გადაწია.აქ კიდევ ერთხელ მტკიცდება ადამიანების ცნობისმოყვარეობა და ინტერესი სხვების ცხოვრების შესახებ.
3.მოულოდნელობები – ააჰ ) ეს პოსტი ჯერ მხოლოდ გუშინ დავწერე ბლოგზე,თუმცა ნაწარმოების წერა,რომლიდანაც ეს მონაკვეთია ბევრად ადრე დავიწყე და დღემდე გრძელდება.ეს არის ისტორია ორი ახალგაზრდას შესახებ,რომლებსაც სხვადასხვა საკითხებში გარკვევა უჭირთ,ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ თავიანთ თავში გარკვევაც კი ვერ მოახერხეს.. მიხარია,თუ მოწონება დაიმსახურა ამ მონაკვეთმა..
4.მზე,წვიმა,თოვლი,ქარი.. – სპონტანურად დაწერილი პოსტი,რომელიც ჩემს საყვარელ ლექსებს მოიცავს,რომლებიც ამინდს ეხება (რათქმაუნდა მთავარი მათში სულ სხვა რამეა).ალბათ ამ ლექსებმა მოწონება დაიმსახურეს,ასევე რასაც ხშირად აღნიშნავდმემ და მოსწონთ მკითხველებს,ეს პოსტის გაფორმებაა,ამას მართლაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ,რადგან გარდა სიტყვების რახარუხისა მისი გაფორმება კიდევ ერთ პლიუსს მატებს პოსტს.
5.თეთრი მგელი –🙂 ალბათ უფრო მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებულნი,რადგან ჯერ არ მინახავს გოგო ჩემსავით გიჟდებოდეს ამ ცხოველზე (მხოლოდ თეთრზე).ერთ-ერთი ჩემი გამოხტომა აღვწერე,თუ როგორ მინდოდა მგელძაღლა (ახლაც მინდა : ( ).დავურთე მათი მშვენიერი ფოტოები და პოსტიც ნორმალური გამოვიდა.

6.მეგობრობა VS სიყვარული – მდაჰ.. ) არ ვიცი რა იყო ამ პოსტში განსაკუთრებული,ასეთი ამბები ახლა ისე მომრავლდა უკვე აღარაფერი მიკვირს,მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ამ ამბით ნასიამოვნები არ დავრჩენილვარ და სწორედ ეს გამოვთქვი ამ პოსტში.იყო ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა.და ახლა მრჩეველებს მინდა ვუთხრა ამბის დასასრული : იყო და არა იყო რა,სწორედაც რომ ასე უბრალოდ იყო და აღარ არის,აღარც მეგობრობა და აღარც სიყვარული.
7.წამი,როცა დედამიწა გაჩერდა – ამ პოსტს,რომ ვწერდი ერთი წამი (ცოტა მეტი) გამახსენდა ჩემი ცხოვრებიდან,გამახსენდა რა ძლიერი ვიყავი მაშინ.და არ მივეცი უფლება დარდს მომრეოდა,ბოლომდე ძალას ვატანდი თავს გამეღიმა,მაგრამ არა ძალით.ღამეღიმა ნამდვილი ღიმილით და გამახსენდა კიდევ ერთი წამი,მაშინვე კი არ გამეღიმა – არამედ მთელს ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ვიყავი ალბათ,მაშინ ეს სიტყვები ამოტივტივდა თავში: რომ მე ეს შევძელი,ისეთივე შეუძლებელი რამ,როგორიც დედამიწის გაჩერება იყო..
8.ის ჩვენთან ცხოვრობდა,ჩვენს შორის დადიოდა.. – არ ვიცი,როცა სააურს კითხულობენ რაზე ან ვისზე მოელიან პოსტს,მაგრამ ეს უბრალო პოსტია ჩემს საყვარელ პოეტ გალაკტიონზე,რომელსაც დართული აქვს მისივე ლექსები..ძალიან მინდოდა,მასზე ერთი პოსტი დამეწერა და სურვილი ავისრულე უბრალოდ.
9.გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.. – პოსტი გაზაფხულზე ).ვეცადე ისეთივე თბილი ყოფილიყო,როგორიც გაზაფხულის მზის სხივებია ხოლმე მარტის მიწურულს და აპრილის დასაწყისს < 3 მოვიშველიე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პოეტის,ტერენტი გრანელის ლექსიდან სიტყვები და პოსტიც დაიწერა.
10.ვინ იყვნენ ისინი? – “ჯინსების თაობა” იყვნენ ) ვისთვის – გმირები,ვისთვის – ტერორისტეები.. ისინი იყვნენ ახალგაზრდები და უშვებდნენ დაუფიქრებელ შეცდომებს,მათი შემთხვევა კი გამორცეული იმით იყო,რომ ძალიან გამბედავები აღმოჩნდნენ და საკუთარ სიცოცხლეს სარ მოუფრთხილდნენ..
11.ვინ ვარ მე? –🙂 კარგია თუ გაინტერესებთ,ეს მეც მიხარია.. ვინ არის გოგო,რომელიც ხანდახან გაუაზრებელ,ხანაც – გააზრებულ პოსტებს წერს.. რა უნდა საერთოდ? ეს მეც არ ვიცი,მაპატიეთ ). კარგი ბატონო,შევეცდები კიდევ უფრო მეტი გიამბოთ ჩემზე,მაგრამ ჩემი პოსტები ხომ ისედაც იმაზე მეტს იძახიან ჩემზე ვიდრე თქვენ გესმით..
12.ცხოვრების მუსიკალური ნაწარმოები – რატომღაც მეგონა ეს პოსტი არავის მოსწონდა ).ასე არ აღმოჩნდა,მიხარია რომ ვცდებოდი.. ამ პოსტს რომ ვწერდი, არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი,ალბათ როგორც ყოველთვის ცხოვრებაზე და მის თავსატეხებზე,სიურპრიზებზე თუ მოულოდნელობებზე.. უეჭველია რაღაც მუსიკას ვუსმენდი (სავარაუდოდ კლასიკას თანაც ვიოლინოს შესრულებით).პოსტი შედგა და უფრო საინტერესო,ალბათ მათთვის აღმოჩნდებოდა ვინც მუხიკას ცხოვრებას უკავშირებ..
ესეც რეიტინგული პოსტები.. რათქმაუნდა დანარცენებსაც აქვთ ისტორია,იმაზე საინტერესოც კი ვიდრე ამათ,მაგრამ მათი ისტორია სხვა თემაა და თანაც ძალიან გრძელი..არ მიყვარს სათქმელის შორიდან მოვლა,ვცდილობ ყველაფერი ეთ მოკლე და კონკრეტულ აზრში ჩამოვაყალიბო,როგორ ფგამომდის ეგ სხვა საქმეა..
მიხარია,რომ კითხულობთ და აფასებთ თქვნენი შეხედულების მიხედვით! < 3

2 Comments leave one →
  1. November 3, 2010 23:35

    შემოვდგი ფეხი, წავიკითხე პოსტი :)))
    მე აქ ვიყავი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: