Skip to content

მოულოდნელობები

October 18, 2010

***
დილა მშვენიერი იყო.. ზამთრის მზე რა მზეა,თუმცა ამ მზის სხივებმა მაინც შემოაღწიეს ჯეინის ოთახში და გოგონამ სახეზე სხივის დაცემა შეიგრძნო,თვალები ნელა გაახილა და ფანჯარას გახედა:
– ოხ,არა.. როგორ ბედავ.. რა კარგი იყო ძილი.. ჯანდაბას შენი თავი,ავდგები..
ყოველთვის ბუზღუნით იღვიძებდა ჯეინი და არც ეს დილა იყო გამონაკლისი.ძილზე მეტად არაფერი უყვარდა,არა როგორ არ უყვარდა,მაგრამ ძილი მისი სუსტი წერტილი იყო.უძინარი,კიდევ უფრო ავი ხდებოდა და მაშინ მართლაც სჯობდა მორიდებოდით,ამ პატარა ლამაზმანს.მოწესრიგდა და პირველ სართულზე ჩავიდა,სადაც საუზმე უკვე მზად იყო და ჯეინმაც არ დააყოვნა,დილამშვიდობისა თქვა და მაშინვე სუფრას მიუჯდა..
– მმ.. ყოველთვის ვგიჟდებოდი,თამარ შენს ბლინებზე..
– ვიცი,ჩემო გოგო,ამიტომაც გაგიკეთე..
– ჯერ კიდევ თბილია,ღმერთო ჩემო,რომელზე ადექი,რომ გამოგეცხო..
– ადრე.
– ვაიმე,თამარ,ასეთი მსხვერპლი არ იყო საჭირო…
გოგონამ,მოახერხა გულიანად გაეცინებინა,მოხუცებულები.ის კი წუთს არ კარგავდა და თამარის გამომცხვარ ბლინებს აგემოვნებდა.საუზმეს მორჩა და თამარს მადლობა კიდევ ერთხელ მოუხადა,ასეთი მსხვერპლის გაწევისთვი,ეს რათქმაუნდა მისი აზრით,თორემ მოხუცებული ყოველ დილით ასე ადრე დგებოდა,თუმცა საყვარელი შვილიშვილისთვის ბლინების დაცხობა,მხოლოდ დღეს მოუწია და ამით დღეს იგი,უბედნიერესი იყო.
ჯეინი საუზმეს,მორჩა და ახლა იმაზე ფიქრს შეუდგა დღეს რითი გაერთო თავი.გადაწყვიტა ქალაქში გაესეირნა და თან ძველი მეგობრებიც მოეკითხა.ბებია დარიგებას უსმინა,თბილად ჩაიცვა და ქუჩაში გამოვიდა.აღმართი მოყინული იყო და შეეცადა,სოფოს,მისი თბილისელი მეგობრის სახლამდე ფრთხილად,კედლების დახმარებით ჩაეღწია.ორ სათვალავიანი კიბე,სადაც ახალად აშენებული სახლი იდგა,რომელის ადგილასაც,ორი წლის წინ ჯეინს,მხოლოდ ცარიელი ადგილი ახსოვდა,ძნელი აღმოჩნდა მოყინულ საფეხურზე თავის შემაგრება და გოგონას ფეხი აუსრიალდა,თუმცა დაცემა იმაზე რბილი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა:
– ვაიმე.. – მხოლოდ წამოიყვირა..
– რა ვაიმე,იქნებ წამოდგე,ვიდრე გამჭყლიტავდე და ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება მომცე..
– არც ისეთი მძიმე ვარ,რომ შენი გაგუდვა მოვახერხო.. – განაწყენდა გოგონა,ფეხზე წამოდგა და მხოლოდ ახლა დააკვირდა მისთვის უკვე კარგად ნაცნობ სახეს..
– ღმერთო ჩემო! ისევ შენ? რატომ არ მიკვირს? ასეთი დაბნეული როგორ ხარ? – მეტად მხიარული ჩანდა ჩვენთვის უკვე ნაცნობი „ლაშხი“.
– რომელ ერთ კითხვაზე გიპასუხო? რას ხედავ აქ სასაცილოს? შენ რა დამსდევ? – მეტად ფიხცი პასუხები,უფრო სწორად კი კითხვები მიიღო ბიჭმა ჯეინისგან.
– სიმართლე გითხრა,მე პასუხებს ველოდებოდი და არა კითხვებს.
– მეც.
– კარგი გამოდის ვერ მოვახერხებთ ნორმალურად საუბარს,ამიტომ მოდი შენ შენს გზაზე წადი,მე კიდევ ჩემს გზაზე.
– მე ჩემს გზაზე მივდიოდი… მაგრამ შენ შემომეფეთე.. – უხეშად უპასუხა ჯეინმა.
– არაფერიც,ეს შენ შემეჯახე და ლამის თავი გამიტეხე..
– ყინული იყო და ფეხი ამისრიალდა..
– ხოდა იმიტომ,გითხარი რომ ასეთი დაბნეული დადიხარ..
– შენც უნდა იყურო წინ,ფრთხილად იყავი შემდეგში,ჩემზე უფრო მძიმე არ დაგეცეს,თორემ მართლაც ვერ გადარჩები.. – ირონიულად შეეპასუხა ჯეინი.
– კარგი,კარგი.. გვეყო.. ჩემს გზაზე გამიშვი..
– მიბრძანდი..
ერთმანეთს გაშორდნენ,თუმცა ერთ მხარეს წავიდნენ და ერთ კარებსაც მიადგნენ:
– არა,წარმოუდგენელია.. არ მითხრა ,რომ სოფოსთან მოდიხარ..
– სოფოსთან არა,თედოსთან მოვედი.. – კარი,სოფომ გაააღო და მონატრებული მეგობარს მაგრად მოეხვია.
– ჯეინ,ღმერთო ჩემო..მე არ ვიცოდი თუ ჩამოდიოდი..
– ხო,სოფ,ჩამოვედი.. აქ ვაარ და ერთი თვე აქ ვიქნები.. – მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება მეორე სტუმარს,სოფომ,როდესაც ჯეინმა მზერა მისკენ გააპარა..
– ოჰ,ლევან,შენც აქ ხაარ.. შემოდით ბავშვებო.. ლევან,თედოს ახლავე დავუძაეხებ,თქვენ მანამდე აქ დასხედით.. – სახლში შეიპატიჟა და დივანზე მიანიშნა სოფომ,რომ დამსხდარიყვნენ.ჯეინი და ლევანი დასხდნენ და ჩუმად ელოდებოდნენ მეგობრებს.სიჩუმე კი ლევანმა დაარღვია.
– ჰეი,ჯეინ.შენ საიდან იცნობ სოფოს და თედოს?
– მართალია,ამერიკაში გავიზარდე,მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით ჩამოსვლას და სოფოს მოანახულებასაც,მითუმეტეს ერთი სახლი გვაშორებდა.სხვათაშორის,ეს სახლი,ადრე არ შემინიშნავს,ეტყობა ახალი აშენებულია.
– ხო.ეგ ჩემი სახლია.შარშან დავამთავრეთ მშენებლობა.და ესენიც გავიცანი,მერ მე და თედო ახლო მეგობრები გავხდით,სოფოც ჩვენთანაა ხოლმე,მაგრამ ის მაინც გოგოა.ძალიან გაუხარდებოდა შენი ჩამოსვლა. – რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს,მათ შორის მეტად მშვიდი საუბარი გაიმართა,ვიდრე თედო და სოფო ისევ შემოვიდოდნენ ოთახში ხმაურით.
– ეს ვინ ჩამოსულა,ჯეინ.როგორ ხარ? – ჰკითხა თედომ და მოეხვია.
– კარგად თედო,შენ როგორ ხაარ? ამ ორ წელიწადში ძალიან შეცვლილხარ.
– შენზეც შემიძლია იგივეს თქმა,კიდევ უფრო გალამაზებულხარ.
– ჰმ,გმადლობ. – ლოყები შუვარდისფერდა ჯეინს.
– როგორ მომენატრე,ჯეინ. – გაააგრძელ სოფომ.რა კარგი,რომ ჩამოხვედი.
– ხო.მეც ძალიან მომენატრა აქაურობა.
– ბავშვებო,რას იტყვით წავიდეთ და ჯეინს თბილისი დავათვალიერებინოთ.ორი წლის წინ,სხვა იყო,ახლა სხვაა.. – წინადადება შემოიტანა,ლევანმა.
– მართალია,ძალიან კარგი აზრია – დაეთანხმა თედო.
– რას იტყვი ჯეინ? წავიდეთ? – დაეკითხა სოფო.
– ხო,ხო წავიდეთ.. ძალიან მინდა..
ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და მოყინულ აღმართს ჩაუყვნენ,სოფოს ლევანი დაეხმარა,ჯეინს კი – თედო.აღმართიც დასრულდა და რუსთაველზე აღმოჩნდნენ.
– მაშ ასე..
დაიწყო თედომ…

4 Comments leave one →
  1. October 18, 2010 17:05

    auuu ♥♥♥ momewonaaa.tan zalian zalian ♥♥♥

  2. October 18, 2010 17:12

    magariaa😀

  3. სალო permalink
    November 10, 2010 17:07

    ვაიმე სოსე რა კქია. მორჩი რა დროზე ამის წერას. მოვკვდი ნაწყვეტ ნაწყვეტ კითხვით😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: