Skip to content

წამი,როცა დედამიწა გაჩერდა

October 14, 2010

იქნებ თქვენთვისაც გაჩერებულა დედამიწა წამით მაინც? რა იყო მიზეზი მისი გაჩერების?
ჩემთვის გაჩერდა,მხოლოდ იმიტომ რომ ვუთხარი:
“-შეჩერდი! დრო.. დრო უნდა გაიყინოს.. ასეთ ლამაზ,მშვენიერ წამზე!”
იცით,როგორ არ უნდოდა გაჩერებულიყო? არ უნდოდა,მაგრამ ვაიძულე.
მაშინვე ვიცოდი,რომ ეს წამი უბრალოდ ვეღარ დაბრუნდებოდა.. ის ისევ დაიწყებდა ტრიალს და დაიწყო კიდეც..

< 3

ახლა,მხოლოდ გონებაში ცოცხლობს ის წამი,როცა დედამიწა გაჩერდა..
გავაჩეროთ დედამიწა,რა პრობლემაა.. ტყუილია თითქოს დავიხოცებით,არაფერიც! დავიხოცებით კი არა ეს ის წამია,როცა ძალა გემატება,რათა კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლო.. რათა ისევ და ისევ მოახერხო დედამიწის გაჩრება..
ხო,რაც მთავარია! პლანეტიდან არ ჩახვიდეთ,მაინც.. როცა გზა არ იცით არსად წახვიდეთ.იმ დღეს ერთი ჩავიდა და საბოლოოდ დაიკარგა.რამდენი არ ვეძებე,მაგრამ სადღა ვიპოვიდი აბა.საბოლოოდ იყო გადაშვებული ოცნებებში და დაფრინავდა მე-40 ღრუბელზე..
რაღა ეშველება ასეთ ადამიანს.. ვიდრე თვითონ არ შეიგრძნობს მიწაზე დაცემის სიმწარეს, მგონი ვერც ვერაფერი..
მეორე საერთოდ თვითონაც გაშეშდა.წარმოიდგინეთ მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა.აბა მე რავიცი რატომ,რას გაუგებ ადამიანებს და მათ ფსიქიკას..
აი მესამემ კი მეც კი გამაოცა.. ამან ერთით კი არა ორი წამითაც კი მოახერხა გაეჩერებინა პლანეტა.. როგორ მოახერხა ეს,როცა ვკითხე მშრალი პასუხი მივიღე:
“-მე უბრალოდ გავაჩერე!” – მაშინ მივხვდი,რომ თურმე უბრალოდ სურვილია საკმარისი და დედამიწაც გაჩერდება.. იმდენ ხანს,რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით..
უბრალოდ მინდოდა თქვენთვის მეთქვა,რომ მე დედამიწა ამ წამს გავაჩერე!

3 Comments leave one →
  1. October 16, 2010 17:45

    ორიიიგინალურიააააააა : ))))) და რაღააც მართალიიი

  2. October 31, 2010 11:31

    ragac zedmetad sigrmiseuli postia🙂

    • October 31, 2010 12:25

      სათქმელი ნამდვილად იმაზე მეტია,ვიდრე უბრალოდ წაკითხვით დამთავრდეს ყველაფერი🙂
      ცოტა გააზრებაც სჭირდება და უმეტესობას ეს ეზარება (ალბათ),მიხარია შენ არ დაგზარებია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: