Skip to content

ვინ იყვნენ ისინი?

September 25, 2010

ტერორისტები თუ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები?
“ჯინსების თაობა”-მ საკმაო პოპულარობა მოიპოვა,თითქმის ყოველ დღე კიდევ ერთ პოსტს ვკითხულობ სხვადასხვა ბლოგზე.უმეტესობა მათ გმირებად მიიჩნევს,მაგრამ განა იყვნენ კი ისინი გმირები? ისინი უბრალოდ თავისუფლების მაძიებელი ახალგაზრდები იყვნენ,ფაქტია მათ ამ მცდელობას მრავალი ადამიანის სიცოხლე შეეწირა..
ტერორისტები იყვნენ? რათქმაუნდა არა,მათ არ დაუღვრიათ სისხლი..ისინი უბრალოდ მიზეზი გახდნენ სისხლის დაღვრის..
რა აზრი აქვს ვეძებოთ მტყუანი და მართალი,აზრი ერთადერთია დავკარგეთ ადამიანები და ამაში დამნაშავენი ისევე,როგორც იმ დროინდელი მთავრობა ასევე იყვნენ ჯინსების თაობის წარმომადგენლებიც..
მე ვაფასებ მათ გამბედაობას და ძლიერ ადამიანებად მივიჩნევ,თითოეულ მათგანს..გამართლება მათ საქციელს არ სჭირდება,უბრალოდ დასჯა სჭირდებოდა მაგრამ რათქმაუნდა არავითარ შემთხვევაში ასეთი სიმკაცრით.. გარდაცვლილთა რაოდენობა გაზარდო,იმ მიზეზით რომ ამით სამართლიონობა აღსდგება? ეს ხომ სასაცილო იქნებოდა,ასეთი მნიშვნელოვანი რამ რომ არ მომხდარიყო..
ვამტყუნებ იმ დროინდელ მთავრობას ასეთი საზარელი საქციელის ჩადენისთვის და არანაირ გამართლებას არ ვუძებნი ამ საქციელს,რადგან არც კი მოიძებნება..”არაფერი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად -არანაირი თავისუფლება და არანაირი მიზანი.ყოველი ადამიანის სიცოხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია მისი სიკვდილიც..” – სიტყვები,წიგნიდან რომლებსაც ზუსტად ჩემს აზრსაც გამოხატავენ,არც თავისუფლება ღირს ერთი წვეთი სისსხლის ფასად და არც სამართლიანობის აღდგენა..
ყველაზე იმედიანი სიტყვები წიგნში:
”-რატომ გაფრენა არ გინდოდათ?
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც,ოღონდ არა თვითმფრინავით.

-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ.
-რას?
-ზღვას.
-როგორ?
-სიმღერით.
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ.
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას…” – ირაკლი ჩარკვიანის ჩვენება.. წიგნს ვკითხულობდი და ზუსტად ვერ გამერკვია ვგრძნობდი დიდ სიბრალულ ამ ადამიანების მიმართ თუ ვამტყუვნებდი,რომ ფაქტიურად სიცოცხლე გასწირეს,რადგან თითქმის ყველამ იცოდა დასასრული როგორიც იქნებოდა..ყველაზე ადვილი ხერხი,რომ მათი გაიგოთ:უბრალოდ წამით თავი მათ ადგილას წამოიდგინეთ.. დრო,როდესაც ყოველ თქვენს ნაბიჯს აკონტროლებდნენ,დრო – რომელშიც არ ირჩეოდა ტყუილი და მართალი.. ისჯებოდა ის ვის დასჯასაც მოითხოვდნენ.. არა სამართლიანობას,არა – თავისუფლებას.. მეც კი არ ვიცი ამდაგვარ სიტუაციაში,როგორ მოვიქცეოდი.. თუნდაც თინას ადგილას ალბათ მე იგივეს,ჩემი გადასახედიდან ვერ გავბედავდი,მაგრამ იმ სიტუაციაში რომ მოვხვედრილიყავი ვინ იცის რა იქნებოდა..
”-არც კი დავკვირვებივარ თბილისში მზე საიდან ამოდის.
-საერთოდ ცას თუ დაკვირვებიხარ თბილისში?
-ალბათ..
-გახსოვს ბოლოს ცაში როდის აიხედე?
-არა..
-ქალაქების მთავარი მინუსიც ეგაა,ცა არ ჩანს..”

8 Comments leave one →
  1. September 25, 2010 19:01

    au amaze araerti postia dawerili da araerti komentari maqvs datovebuli da aqac igives vityvi.
    isini iynen damnashaveebi, magram ara im donis rom sikvdilit daesajat

  2. October 2, 2010 20:04

    chemtvis arc gmirebi da arc teroristebi,ubralod adamianebi romlebmac kargi miznis misagwevad cudi gza airchies !

    • October 11, 2010 13:34

      < 3 მიხარია,რომ თანამოაზრენი ვართ )

  3. Tekle permalink
    March 1, 2012 18:54

    ვინმემ არ იცით სად იმყოფება თინა ფეტვიაშვილი ამჟამად???

  4. TaaTiiaa permalink
    December 7, 2012 22:07

    მე რომ დავბადებულიყავი ადრე…ამ საშინელ დროს…ამ საზიზღარ პერიოდში მე მაათ მხარს დავუჭერდი ბოლომდე!! ისინი ხომ თავისუფლებისთვის იბრძოდნეენ და ნორმალური ცხოვრება სურდაათ!! ალბათ მეც მათთან ერთად ვიქნებოდი და მეც დამხვრეტდნენ:)<33 ისინი გმირებზე მეტნი არიან!!!! (ჩემთვის ყოველშემთხვევაში)

  5. December 16, 2012 17:46

    მათ შეეძლოთ წასულიყვნენ ამერიკაში თვითფრინავის გატაცების გარეშეც,შეძლებული ადამიანების შვილები იყვნენ…ეს პრობლემა არ ყოფილა…დამნაშავეები არიან…მაგრამ სიკვდილით დასჯა ?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: