Skip to content

სამუდამოდ დატოვებული სახელი

September 24, 2010

“მოთხრობა,რომელიც მივუძღვენი მათ,ვინც თავიანთი სახელი სამუდამოდ დატოვეს საქათველოს ისტორიაში და იყვნენ და იქნებიან სამშობლოს საამაყო ახალგაზრდები.. ”

როგორ მომენატრება ეს სიჩუმე,რომელსაც ჩიტების საამური ჭიკჭიკის და ენჭარტალა ნაკადულის ხმა არღვევს.ადგილი სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევს.იქ სადაც არავინ გაწუხებდა მოსაბეზრებელი საუბრით და იქ სადაც თავს სრულიად დავისუფლად ვგრძნობდი.გაზაფხულის მიწურული იყო,თვრამეტი წელი შემისრულდა და ჯარში გაწვევაც მივიღე.ჯარში ნახევარი წელი მომიწევდა ყოფნა,ერთადერთი დედა და ჩემი პატარა და ელენე მადარდებდა.ჩემს გარეშე ვიცოდი,რომ დედა თავს გაართმევდა ყველაფერს და არაფერი გაუჭირდებოდათ.სოფელში არასდროს დარჩები მშიერი ადამიანი,თუკი არ შეგეზარება მუშაობა.დილით,მზის ამოსვლამდე ადგომა და ერთადერთი ძროხის საძოვრად გაშვება,მერე ბაღ-ბოსტნის შემოვლა და გადამოწმება,რომ ყველაფერი რიგზეა და ბოსტნეული გვექნება.ხეხილის ჩამოკრეფა.დედა ამ ყოველივეს იოლად გადიოდა,მას შემდეგ რაც მამა გარდაგვეცვალა და მე და ელენე მის ხელში ავღმოვჩნდით.იგი ძლიერი ქალი აღმოჩნდა..
ელენე კარგი გოგოა, ბევრჯერ არ სჭირდება ერთი და იმავეს გამეორება,დამჯერეა..დილით სკოლაში მიდის,სკოლიდან დაბრუნებული შინ გაკვეთილებს ამზადებს,სანიმუშო მოსწავლეა და ეს მეც და დედასაც ძალიან გვახარებს.. როცა დრო რჩება დედასაც ეხმარება სახლის საქმეებში..
მე კი ლევანი ვარ,ახლახანს სკოლა დავამთავრე,კარგი სწავლით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი,მაგრამ დედასი მეხათრებოდა და ცოტ-ცოტას ყველაფერს ვსწავლობდი შეძლებისდაგვარად..ახლა კი ჯარში მიწვევა მივიღე და მეც უნდა წავიდე..არ ვიცი რა გამაძლებინებს ოჯახისწევრების,მეგობრების,ჩემი სოფლის გარეშე..ამდენი ხნით არასდროს დავშორებივარ მათ..
ჯარში მარტო არ მივდივარ,ჩემი მეგობარი ზვიადიც მოდის.ჯარს ერთად მოვილევთ და მერე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება,ისევ იგივე ტემპით,როგორც აქამდე მიდიოდა..
ახლა მაისია,ნეტავ განახათ როგორი ლამაზია ჩემი რუისი მაისში.. ხეებს ყვავილთა თეთრი გუნდი ადევს.. მწვანე მოლზე,უმშვენიერესი ყაყაჩოები და სხვა მინდვრის ყვავილები.. გორში ყოველთვის ასეთი სილამაზეა გაზაფხულის მიწურულს.. მიყვარს ჩემი სოფელი,ეს მიწა ყველას და ყველაფერს მირჩევნია.. იგი გაჟღენთილია ჩვენი წინაპრების ოფლით და ნაყოფსაც ისეთ მადლიან იძლევა,როგორიც ისინი იყვნენ…
დილით ადრე მომიწევს ადგომა,რათა ქალაქში ჩავიდეთ მე და ზვიადი,რომელიმე ბაზაზე გაგვამწესებენ,მოვიხდით ჯარს და მალევე დავბრუნდებით,მშობლიურ სოფელში..
– ლევან!
– ხო,ზვიად გამოვდივარ,მანამდე შინ შემოდი.
– დედი,ხომ იცი როგორ გამიჭირდება უშენობა,ერთს გთხოვ თავს მოუფრთხილდი,დაიჯერე უბედური დედაშენის თხოვნა,გული კარგს არ მიგრძნობს.. ნუთუ ასე მალე გავიდა თვრამეტი წელი შვილებო.. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ.. – დედა მაგრად გადაგვეხვია მე და ზვიადს,ელენემ კი ცრემლები ვერ შეიკავა..
– წავედით ლევან,სამშობლო გვიხმობს! – მითხრა ზვიადმა და ჩემი ეზო დავტოვეთ.ქალაქში ჩამოვედით,განყოფილებაშიც მივედით და მათაც კოჯორში გაგვიშვეს,საწვრთნელად. დღეები დღეებს მისდევდა,ასე გავიდა თითქმის ორი თვე,მე და ზვიადიც წვრთნას ვაგრძელებდით,აქ ბიჭები გავიცანით,დავახლოვდით და მოსაწყენად არ გვეცალა.აგვისტო დადგა სულ რამოდენიმე დღეში მე და ზვიადი ერთი კვირით რუისში უნდა დავბრუნებულიყავით.. გახარებულები მოველოდით დილის გათენებას..
გამთენიისას,კაპიტანმა გიორგიმ სწრაფად გამოგვაღვიძა..
– ჩქარა ბიჭებო ადექით!სამშობლოს სჭირდებით,ახლავე გორში მივდივართ!
– გორში? რა მოხდა კაპიტანო? – ვკითხეთ დაძაბულებმა,რადგან მე და ზვიადს ოჯახები გაგვახსენდა..
– ის რასაც ველოდით,ჯარისკაცო.რუსეთს არ სურს ჩვენი მშვიდად ცხოვრება.. – კაპიტანმა მეტი არაფერი გვითხრა,სწრაფად ჩავიცვით და გორისკენ გავემართეთ.. გორს რომ მივუახლოვდით,საშინელი აფეთქებების ხმამ შეგვძრა..
– დედა,ელენე! – ამომხდა პირიდან მათ ბედზე შეწუხებულს..
– ყველაფერი კარგად იქნება ლევან! – მითხრა ზვიადმა.არც მახსოვს როგორ ავღმოვჩნდით ორ ცეცხლს შუა,ისინი არ აპირებდნენ შეჩერებას,ჩვენ კი ერთი ვიცოდით,სამშობლოსთვის დაუფიქრებლად გავიღებდით სიცოცხლეს.. ეს დღე 7 აგვისტო იყო,ამ დღეს დაიწყო ყოველივე უბედურება და სამშობლოს გასაჭირი.. ამ დღეს დაბნელდა ნათელი მზე და საქართველოს ზეცას შავი ღრუბელი მოედო. საბრალოა საქართველო,ამ გასაჭირში.. მისი ლამაზი ბუნება გორში გაანადგურა ბომბების წვიმამ,ხალხი პანიკამ მოიცვა,შეშინებულნი აქეთ-იქით უგზაუკვლოდ დარბოდნენ..ნეტავ როგორ იყვნენ დედა და ელენე,ეს კითხვა მიჭამდა გულს,საქართველოს კი სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავდიი..
– ფრთხილად ლევან,ადვილი შესაძლებელია ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდე. – დაიყვირა ზვიადმა,და ბოლოს მისი პირიდან სიმწრისგან წარმოთქმულმა ბგერებმა გაიჟღერეს..
– ზვიად! – რაც შემეძლო სწრაფად მივვარდი მასთან და გულზე ხელი დავაფარე,იმ გულზე რომლისგანაც შეუწყვეტლივ მოსჩქეფდა ცხელი სისხლი,სამშობლოს,ოჯახის,მეგობრების სიყვარულით ადუღებული სისხლი..
– ლევან თავს გაუფრთხილდი,მეგობარო.არ მისცე საშუალება მშობლიური მიწა წაგვართვან.. გორი ჩვენი დედაა,იგი ჩვენთვის ყველაფერია..
– ნუ,ნუ ლაპარაკობ ბევრს,კიდევ გვექნება საშუალება. – იმედიანად ვუთხარი მას.
– რაც არ უნდა იყოს,უთხარი მათ,რომ ბოლო წუთამდე მათზე ვფიქრობდი. – ოჯახის წევრებზე მანიშნებდა ზვიადი.
– მას..მას კი უთხარი რომ ყოველთვის მეყვარება,მე ვკვდები..ჩემი სიყვარულს კი ვერაფერი მოკლავს.. უთხარი რომ ბედნიერის იყოს..
– თვითონ ეტყვი ზვიად!. – აქ იგი თამარზე მიმანიშნებდა,მის ერთადერთ სიყვარულზე,რომელიც სკოლის მერხიდან დაიწყო და არ განელებულა..
– უთხარი,ლევან უთხარი. – ხელში,ჩემს ხელებში დალია სული ჩემმა მეგობარმა,ჩემმა ძმამ.. სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ბავშვმა.. არ დასცალდა გაეგო ცხოვრების გემო.. წარმოვიდგინე ძია კახა და დეიდა სოფო,ერთადერთი შვილი,ერთადერთი ნუგეში,აზრი ცხოვრებისა.. ჩემთვის აღარ ქონდა აღარაფერს აზრი,ერთი ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ თემური,გიორგი,ვაჟა,ნიკა.. ასეულიდან მესამედი გადავრჩით,მათ შორის მეც,მერჩივნა ზვიაიდს გვერდით,ჩემი ძმების გვერდით დავემარხე.. რომ წარმოვიდგენდი შეწუხებულ დედებს,ფერწასულ მამებს,აცრემლებულ დებს და ძმებს.. ნეტავ როგორ იყვნენ დედა და ელენე..
ომი დამთავრდა,სამშობლოში იმედი მაქვს მშვიდობა დაისადგურებს,მე რუისში დავბრუნდი,სახლები გადამწვარი,აყვავებული ხეები მოწყენილნი,ნაკადული კი სისხლად შეღებილიყო.. ჰაერში ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებდა,მიწა სიკვდილის სუნით იყო გაჟღენთილი. ეზოს მივუახლოვდი,დედა აივანზე იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა,ელენეს კი მშვიდად ჩასძინებოდა იქვე საწოლზე..
– დედა შემოგევლოს,ჩემო ბიჭო..როგორ შემაშინე შვილო,შე უღმერთოვ,სად იყავი ამდენ ხანს,რად მისწრაფავდი სიცოცხლეს..
– როგორა ხარ დედი?
– ლევან! – გაეღვიძა ელენესაც..
– ლევან! ძმაო ნუთუ აქ ხარ,ისევ ხომ არ მესიზმრები ძამიკო? არა,არა! ნამდვილად შენ ხაარ.. ხომ სახსალამათი დაგვიბრუნდი? რამე ხომ არ გაწუხებს?
– არა,არა ელენე დამშვიდდი..მე კარგად ვარ… აი ზვიადი კი…
– ვაი საცოდავი დედამისი შვილო,ვერ გადაიტანს ამ ამბავს,ერთადერთი იმედი იყო მათი შენც ხომ იცი ლევან..
– ხო დედი ვიცი,მე მათ ამ ამბავს ვერ ვეტყვი.. – საუბრის გაგრძელებას ვაპირებდი,როცა სოფო დეიდა და კახა ძია უკვე ეზოში იყვნენ..
– ლევან შვილო როგორ ხარ? ზვიადი როგორ არის? სად არის შენთან ერთად არ იყო? – გაფითრებული შემეკითხა სოფო დეიდა..
– ზვიადი,ზვიადი..
– ვაიმე შვილო რად დამიბნელე მზე..რად დამტოვა მე უბედური ასე ეულად,სად წავიდა ჩემი ბიჭი.. – ისეთი სიმწარით წარმოთქვამდა ამ სიყვებს სოფო დეიდა,რომ ცრემლები ყელში მომებჯინა და შეკავებაც გამიჭირდა..
– ნუთუ ასეთი რა დავაშავე,ჩემი ზვიადი რომ ვერ დაიფარა..
– მან,მან მითხრა რომ სადაც არ უნდა იყოს ყოველთვის ეყვარებით და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.. – სოფო დეიდას დამშვიდება ვერავინ მოახერხა,ძლიერ გაუჭირდა ერთადერთი შვილის დაკარგვა,ჩემს გულშიც დარჩა მოუშუშებელი იარა მისი დაღუპვის გამო,იქნებ მე შემეძლო მისი დაცვა..
ზვიადი დავკრძალეთ,თვალებიდან არ ამომდის დედამისის წაშლილი სახე,მამამისის ურეაქციო გამომეტყველება.. თამარის ცრემლები… დღეები გადიოდა,ომმა გადაიარა ცხოვრება კალაპოტში ჩადგა,რუისში ისევ ისეთი გაზაფხული მოვიდა როგორიც სჩვეოდა,მაგრამ ამ ჰაერში ახლაც კი იგრძნობოდა დენთის სუნი.. ორი წლის შემდეგ მე ისევ რუისის ყველაზე მშვიდ ტყეში ვიჯექი და ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმედნი..ნაკადულის მორიდებული ჩხრიალი სიჩუმეს არღვევდა და ბუნებას აცოცხლებდა.. სახლში დაბრუნებულს კი ვიცოდი რომ თამარი და ზვიადი მელოდნენ.. ჩემი ბიჭი,რომელსაც იმ გმირი ადამიანის,ჩემი მეგობრის სახელი ერქვა,რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა.. ცხოვრება გრძელდებოდა და მეც მის მდორე დინებას მივყვებოდი..მივეჩვიე რომ ყველაფერს აქვს დასასრული მშვიდობასაც,ომსაც და სიცოცხლესაც.. ადამიანი კვდება,მაგრამ ის მუდამ იცხოვრებს ჩვენს გვერდით,მაზსე მოგონებები.. ხეები ისევ ისე იყვნენ გადათეთრებულნი და თავიანთი საამური სურნელით ცდილობდნენ გაეფანტათ,იმ ჰაერში გარეული დარდი,რომლითაც ვსუნთქავდით..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: