Skip to content

ცხოვრების მუსიკალური ნაწარმოები

September 15, 2010

თითქოს ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი მუსიკალური ნაწარმოებია და ამ ნაწარმოების შესრულება წილად გვხვდა.ჩემთვის ეს ნაწარმოები ვიოლინოსთვისაა შექმნილი. და თქვენი აზრით ვინ აირის ამ ნაწარმოების კომპოზიტორი? თავად ჩვენ? მაშინ შევასწოროთ ყოველი დეტალი ისე,როგორც ჩვენ გვსურს.მაგრამ იქნებ რომელიმე თქვენგანი თვლის,რომ დაწერილი ნაწარმოების შეცვლა მას არ შეუძლია.იქნებ ფიქრობს,საამისო ძალა მას არ შესწევს.მაშინ იმასაც დაუკვირდეს,რომ ყველა თავის ნაწარმოებზე სწუხს,უკმაყოფილოა,ცდილობს შეასწოროს და თქვენ ვერავინ დაგეხმარებათ. უმეტეს წილად ეს ყველაფერი პიანოთი იწყება და ყველაფერი პიანოთივე მთავრდება.რიტმი ძალიან ცვალებადია.ზოგჯერ იმდენად ნელდება,რომ ხალისი გეკარგებათ,ზოგჯერ კი – იმდენად ცეცხლოვანი ხდება ვეღარაფერს აკონტროლებთ.

ნაწარმოები სამ ნაწილიანია.
პირველ ნაწილში – მოჩვენებითი სიძნელეა ჩადებული,თუმცა ყველაფერი არც ისე რთულია ამას მეორე ნაწილზე გადასვლისას ვაცნობიერებთ.ნოტები ერთმანეთს ენაცვლებიან,მელოდია კი – მშვიდია.არ ფიქრობთ,რომ ეს ყოველივე ძალიან ჰგავს ბავშვობის წლებს?
მეორე ნაწილი – გამოირჩევა სწრაფი ტემპით,ნაწარმოების კარგად წარმოსაჩენად ყურადღება უნდა მიექცეს ყოველ ნოტს,ვიოლინოს წკრიალა ხმით ეს ყოველივე მეტად ლამაზი და სიცოცხლით სავსეა.ამ ნაწილს აძნელებს პოზიციების სწრაფი ცვალებადობა და რათქმაუნდა ტემპი.მოზარდის ცხვრებასთან ალბათ რამე მსგავსებას იპოვნიდით…
მესამე ნაწილი – ყველაზე მშვიდი,ნელი ტემპი და დასასრულს მეცო პიანო… და ნაწარმოებიც სრულდება,ისევე როგორც ადრე თუ გვიან ჩვენი სიცოცხლე დასრულდება… აუდიტორია საბოლოოდ დუმს,შენი შესრულება ზოგს მოეწონა,ზოგსაც – არა.. მაინც და მაინც გული ნუ დაგწყდებათ,თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდა,როგორც თავად გინდოდათ.. მთავარი აუდიტორია,ხომ მეცო პიანოს შემდეგ გველის..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: