Skip to content

დაბრუნება ბავშვობაში ანუ მეგობრობის დღიური

September 9, 2010

დღეს ასე ვთქვათ წარსულის სკივრს ვათვალიერებდი და ძალიან საინტერესო ნივთებს გადავაწყდი.აქ იყო ვალენტინობის დღის მისალოცი ბარათები და ძველი მეგობრობის დღიურები.ბავშვობაში ალბათ ყველა გოგოს ჰქონია მეგობრობის დღიური და ბევრსაც შეუნახავს,მეც ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდი.ჩემი ახლანდელი გადასახედიდან ეს ძალიან დიდ სისულელედ მეჩვენება,მაგრამ კითხვა დავიწყე და მივხვდი,რომ დღიური შესანიშნავი საშუალებაა არ დაივიწყო ის ბავშვობის,შესანიშნავი წლები და ამდენი ხნის შემდეგ ასეთი დიდი ბედნიერება მიიღო მისი კითხვისას.


ვალენტინობის დღის მისალოც ბარათებში ძირითადად გისურვებდნენ დიდ სიყვარულს და გუებნებოდნენ,ღომ ძალიან უყვარხარ.ამის გარდა მახსოვს ეს შესანიშნავი საშუალება იყო სიყვარულის ასახსნელადაც )).რაც უფრო ბევრი გულები ეკრო ბარათზე მით უფრო მეტად უყვარდი,მაგრამ შეიძლებოდა უბრალო ბარათი ყოფილიყო, გადაშლიდი და ისეთი თბილი სიტყვების ამოიკითხავდი გულების რაოდენობა სულაც არ გადარდებდა.იყო შემდეგნაირი წარწერები: “anas+elo=friends – anas+X= love.” : D .
დღიურში კი – როგორც წესია მზა კითხვებზე უბრალოდ პასუხს სცემდნენ მეგობრები.იწყებოდა კითხვით: “შენი სახე და გვარი” და მთვავრდებოდა – “დამიხატე სურათი ან მომიძღვენი რამე შენი სურვილისამებრ.”

საერთოდ ყველა გოგოს საყვარელი და ინტრიგით სავსე კითხვა იყო: “გყავს თუ არა შეყვარებული”.აქ უკვე მიდიოდა ინიციალების დაწერე ან იყო მშრალი პასუხები : “კი” ან “არა”.რაც მთავარია გოგონებს სურვილისამებრ შეეძლოთ გაეფორმებინათ თავიანთი ნაწერი და შემდეგ მეგობრისთვის ჩაებარებინათ )).
ჩემს დღიურშიც იგივე სიტუაცია იყო და 5წლის შემდეგ აღმოვაჩინე,რამდენად შეგვცვლია შეხედულებები არა მარტო მე არამედ ჩემს მეგობრებსაც.ყოველივე ნაწერი ბოლომდე წავიკითხე და აღმოჩნდა,რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სახეზე ღიმილი არ მომშორებია,ეს კი იმის დასტური იყო,რომ ბავშვობა მართლაც შესანიშნავი წლებია და ამის დასადასტურებლად სულაც არ არის საჭირო ბარათები ან დღიურები.უბრალოდ ყოველივე შემორჩენილი ფაქტის აღმოჩენა,მით უფრო ბედნიერს გხდის,რაც უფრო წლები გადის…

5 Comments leave one →
  1. September 10, 2010 19:14

    ვაიმეე : )) როგორ მიყვარდა მეგობრობის დღიურებიი… ბევრი მქონდა და ათასნაირი ნაკლეიკებით გაფორმებული. ისე რა სისულელე კითხვები გვეწერა ხოლმე ზოგი, საყვარელი რიცხვი და რაღაცებიი : )) შეყვარბეულს რაც შეეხება კი, მეც დიიდ ინტერესით ვკითხულობდი ხოლმე პასუხებს მაგ კითხვაზე, მარა სიმართლეს მგონი არავინ მიწერდა :))))

    • September 10, 2010 19:41

      ხო,ზოგი ცოტას იტყუებოდა🙂 ბავშვობა-ბავშვობაა.. და კითხვებიც დიდად არ მაოცებს🙂

  2. ქრისტი permalink
    September 14, 2010 08:11

    აუ ეხლაც რომ იყოს დიდი სიამოვნებით შევავსებდი აქაააც

  3. September 15, 2010 19:06

    აუ როგორ მიყვარს მეგობრობის დღიური…ჰოოო და კიდე ძველი წერილები. ♥

  4. March 1, 2011 09:57

    auuuu mec mindaaaaa….mec shevavsebdi aq magram sad ariis???=((…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: