Skip to content

ყველა განსხვავებული ერთი საერთოთი..

July 27, 2010

ირგვლივ ყველაფერი მორთული იყო ფერადი ნათურებით.ისინი ამშვენებდნენ ხიდს,შენობებს,ხეებს,გზას..გზის ორივე მხარეს დასასვენებელი სკამები იდგა და დამსვენებელები თან ერთმანეთში საუბრობდნენ,თანაც ფეხით მოსიარულეებს ათვალიერებდნენ.ქალაქში სიცხისგან შეწუხებულებს,შუბლზე ეწერათ:”ვიპოვეთ ის ადგილი,რომელიც ახლა ასე ძალიან გვესაჭიროებოდაო”.მიუხედავა იმისა,რომ უამრავი ხალხი ირეოდა,მაინც სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა,თუ არ ჩავთვლით ბავშვებისთვის განკუთვნილ პარკის ნაწილს.სადაც ყველაფერს მათი ჟრიამული აყრუებდა.დანარჩენი ნაწილის მყუდროებას,მდინარის ჩხრიალი არღვევდა,ხოლო ადგილის მხიარულებას – იმ ახალგაზრდათა ხმაურიანი საუბრის და სიცილის ხმა ,რომლებიც მოწყენისთვის დროს არ კარგავდნენ და სახეს ყოველთვის ღიმილი უნათებდათ.
მომავალი თაობის მხიარულებით,მოხუცებულებიც ხარობდნენ და ბედნიერნი შეჰყურებდნენ,ალბათ განვლილ ცხოვრებასაც ავლებდნენ თვალს გონებაში.ერთ დროს,ამ ასაკის ხომ ისინიც იყვნენ და ცხოვრებით ხარობდნენ.ახლა სიბერით შეწუხებულნი,მხოლოდ სკამამდე მისვლას ახერხებდნენ,წყლის დალევას,ძირითადაც რისთვისაც იყვნენ ბორჯომში და სიცოცხლის უკანასკნელი წლებს სიმშვიდეში ატარებდნენ.ახალგაზრდა მშობლები პატარებს ასეირნებდნენ,ყოველი მათი დანახვისას ეღიმებოდათ და მათ სახეზე სწორედ იმ ბედნიერების კვალი ჩანდა,რომელსაც ისინი განიცდიდნენ ამ პატარა მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარულის არსებობის გამო.ოდნავ მოზრდილი სიხარულები კი თავისთვის ერთობოდნენ,ზოგი-გორგოლაჭებით,ზოგი-ველოსიპედით,ზოგიც-სასუსნავების დაგემოვნებით და ა.შ.
დიდ ჭიშკარში დამსვენებელი გადიოდა და კიდევ უფრო მეტი შემოდიოდა.პარკის ბოლომდე ადიოდნენ და ათვალიერებდნენ.ბოლომდე სიამოვნებას იღებდა ყველა,იქნებოდა ეს თამაშით,საუბრით,ჭამით,უბრალოდ ირგვლივ ყურებით თუ სულაც ჩრდილში დასვენებით… მხოლოდ ყველას,მათ შორის მეც ერთი გვაერთიანებდა და ეს ქალაქი ბორჯომი იყო!

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: