Skip to content

სუფთა ფურცლები

July 3, 2010

იმის წაშლა არ გამოვა რაც, არც კი დაწერილა.. გგონია,რომ წერდი,ძალიან ბევრი დაწერე,მერე ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება გადაწყვიტე,ფურცელზე დაიხედე და თურმე არც არაფერი დაწერილა.. ხო,ეს კალამის ბრალია.. იმიტომ,რომ მე ვიცი ვწერდი,ვწერდი მონდომებით,მთელი გულით და გონებით.. ვაქსოვდი მთელს ჩემს გრძნობებს,ფიქრები გადმომქონდა ქაღალდის ფურცელზე,რომელიც კიდევ ბევრი მქონდა,რომ წერა გამეგრძელებინა,მაგრამ გასაგრძელებელი არაფერი დარჩა..
ეს ფურცელიც უნდა გადაიშალოს და წერა თავიდან დავიწყო,არც კი მეზარება.. ის,რაც აქამდე იყო დასაწერი არც კი ყოფილა,თურმე ახლა უნდა დავიწყო წერა.. ხოდა ასეც ვიზავ..

ჩემს ფურცელზე ყველა წერს,ალბათ თქვენსაზეც.. წერა უფალმა დაიწყო,დედამ გააგრძელა,მერე წერა მეც ვისწავლე და ახლა ჩემით ვწერ.. თუმცა ადამიანები,ჩემი ცხოვრებიდან სურვილისამებრ,ჩანაწერებს აკეთებენ ჩემს ფურცელზე..ზოგს მეტი ყურადღება ექცევა,ზოგს ნაკლები.. ვგრძნობ,როგორ ბრაზდება ერთი,ჩემი მეორესადმი გამოჩენილი ყურადღებით..
ჰმ,როგორი მატყუარა აღმოვჩნდი,მაგრამ განა ვინმეს გჯერათ რომ ტყუილს არანაირი გამართლება არ მოეძებნება.. მე ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი,რომ ტყუილს ყოველთვის აქვს გამართლება.. თუმცა ვერ ვაპატიებ იმას,ვისგანაც ტყუილს ვერ ავიტან.. ასეთი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს.. პატარა,სულ უბრალოსაც კი..
ადამიანები,ჩემს ფურცელზე წერენ.. მაგრამ არც კი უფიქრდებიან რას,უმეტესობას ალბათ ეს არც ადარდებს.. იმათ ვისაც ადარდებთ,ნაკლებად წერენ.. ამას მივხვდი და ალბათ მიხარია,რომ არსებობენ ისეთებიც,რომლებიც ცდილობენ რაიმე სეთი არ დაწერონ,რომ გულზე მომხვდეს..

ვინც არ უნდა თქვას,რომ თავის ბედს ის ქმნის,თვის ცხოვრებას თვითონ წარმართავს..სასტიკ ტყუილს იტყვის.ჩვენს ირგვლივ არსებული ადამიანები,შეიძლება იმაზე მეტს წერენ თქვენს ფურცელზე ვიდრე წარმოგიდგენიათ.. თქვენ მხოლოდ ცუდს და კარგს ანსხვავებთ,მათ რაოდენობას კი ნაკლებად უკვირდებით..
უკვე დაწერილს,თვალი გადავავლე და რამდენიმე ფურცელზე ნაწერები წაშლილი იყო.. იმიტომ,რომ ის მომენტები სამუდამოდ ამოიშალა ჩემი ცხოვრებიდა ან უბრალოდ ის ადამიანი,რომელმაც იმ გვერდზე დაწერა..
ჩემს ფურცელზე კვლავაც აგრძელებენ წერას..

5 Comments leave one →
  1. Di@ permalink
    July 6, 2010 11:47

    მეც მასე მემართება… სულ ვწერ გონებაში და მერე გადატანაზე რომ მიდგება საქმე… :

    • July 6, 2010 12:37

      კი,პოსტებთან დაკავშირებით თითქმის სულ ეგრე ვარ. მაგრამ ბოლოს ვწერ და რაღაც გამოდის🙂

  2. July 6, 2010 11:57

    ეხლა სიე მომივიდა გონებაში გავიაზრე , დავწერე ჩემი კომენტარი, რომ ძლაიან ჩმებური იყო, შთამბეჭდავი, რომ რარაც დამაფიქრა, დაგეთანხმე… და როცა უნდა დამეწერა შევჩერდი. ვეღარ დავწერე…

    მინდა გითხრა რომ ძალიან აკრგი წერის სტილი გაქვს.

  3. July 6, 2010 12:22

    ეხლა ავირიე, ანი ხომ შენ ხარ, კომენტარებში ანის სახელით… მახსოვს რომ სხვანაირი ბლოგი გქონდა, იასამნისფერი , ლამაზი დიზაინით. რატომ შეცვალე

    • July 6, 2010 12:37

      ძალიან მიხარია თუ მოგწონს :*

      კი,ისევ ის ბლოგია.. დიზაინი შევუცვალე უბრალოდ : )
      არვიცი რატომ,რატომღაც მომინდა ეს თემა დამეყენებინა.. :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: