Skip to content

მესაიდუმლე..

June 28, 2010

“დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.”

ალბათ არ არსებობს ადამიანი,რომელიც ღრმად გულში არაფერს ინახავს.. ხო,ალბათ მეც ბევრს ვინახავ,თუმცაღა ბევრიც გავთქვი.. გავთქვი მათთან ვისაც ვენდობი,ალბათ მათ ჰქვიათ მესაიდუმლეები.. თქვენი არ ვიცი მაგრამ,მესაიდუმლეს არჩევა რატომ არ ხდება ხოლმე? მე ვერ ავირჩიე.. უბრალოდ ავდექი და ვთქვი,იმიტომ რომ იმანაც მითხრა.. მერე ყველაფერი ისე აეწყო,რომ უკვე მივხვდით ერთმანეთისგან ვერაფერს ვმალავდით.. თუმცა საქმე ისაა,რომ საიდუმლომ დაგვაკავშირა..
ალბათ,თქვენშიც იქნება ისეთი,რომელსაც მხოლოდ ერთი მესაიდუმლე არ ჰყავს.მეც ბევრი მყავს,თუმცა უკვე ჩემს საიდუმლოს რამდენაც ჰქვია საიდულმო აღარ ვიცი..
მივხვდი,რომ ადამიანი იმ საიდუმლოს ვერ ინახავ გულში,რომელიც გინდა რომ საიდუმლო აღარ იყოს.. რაც შეიძლება ბევრს უყვები,თუმცა მაინც ცდილობ დამალო.. გრძნობები კი იმდენად გერევა,რომ ვეღარ… ვეღარ ჩერდები..

“-არა,ეს აღარ უნდა იყოს საიდუმლო!”

უბრალოდ იტყვი და ყველაფერს მოუყვები.. თუმცა საიდულმოს მთავარ გმირს ვერაფერს ეუბნები.. არადა მან უნდა იცოდეს..
როცა უკვე შენს გარდა ერთმა იცის,ის უკვე საიდუმლო აღარააა.. და მართლაც ასეა მგონი..

“რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.”

მართალია გალაკტიონი.საიდუმლო სწორედ ისაა,რომელიც შენთანაა შენახული და არა შენს მეგობართან.. არის საიდუმლო,რომელიც მხოლოდ ჩემთანაა.. ალბათ სწორი იქნება თუ მხოლოდ მას ვუწოდებ საიდუმლოს..ხოლო მათ,რომლებიც უკვე მეგობრებთანაა,ისინი აღარ არიან საიდუმლოებანი.. ისინი უკვე გათქმულია,ალბათ იმიოტმ რომ არ მინდა ის დამალული იყოს,არ მინდა რომ საიდუმლო ერქვას..

“მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.”

ხო,იცის.. და მთვარემ იცის კიდევ.. იმიტომ,რომ მას ვუთხარი.. ყველაზე დიდი მესაიდუმლე,ალბათ რამდენის საიდუმოს ინახავს.. რამდენი ელაპარაკება ღამით და ამით ცოტა მშვიდება..
ესაუბრეთ მთვარეს,საკუთარ თავს.. გყავდეთ ნაკლები მესაიდუმლე და დაე გქონდეთ ბევრი საიდუმლო..
თუმცა საიდუმლოებების გარეშე ცხოვრება უფრო ადვილია,ყოველ შემთხვევაში,ვიდრე ისინი გაჩნდებოდნენ,მე უფრო მშვიდად მეძინა.. ალბათ თქვენც…

5 Comments leave one →
  1. ((: Ia :)) permalink
    June 28, 2010 18:24

    ჰეეეჰ..
    ასწორებს საიდუმლოები, მაგრამ ჩემი ენის წყალობით დიდხანს არ მიჩერდება. : D
    კარგად წერ. : ))

  2. June 28, 2010 20:40

    დანარჩენსაც,რომ ვიტყვი მერე რა ვქნა🙂 თორე ჯერ კიდევ მაქვს საიდუმლოებები,მაგრამ საფრთხე ემუქრებათ : D

    ♥ მადლობა

  3. July 6, 2010 12:08

    მართალია ! ! !
    გალაქტიონი მართალიაო და შემდეგ მოყოლებული შენს მიერ ფრაზა დღიურში გადმოვიტანე !

    ვიცოდი რომ ესე იყო, უბრალოდ სახელი ეხლა დავარქვი, შნეი მპოსტის დამსახურებით.
    საიდუმლო ისაა, რაც მხოლოდ შენია. რასაც იტყვი უკვე აღარაა საიდუმლო, უფრო სწორედ იქამდე იყო სანამ იტყოდი…

  4. July 8, 2010 18:06

    არ მიყვარს საიდუმლოებები. სიტყვა ” საიდუმლოც” არ მიყვარს,თითქოს დამალვის და დანაშაულის სუნი ასდის. ბევრად მირჩევნია ,დავარქვა “პირადი ამბავი”. პირადი ამბავი,რომელსაც მინდა მოვყვები,მინდა არა🙂 ჩემი ნებაა. და თუ მოვყევი,აღარც ვინანებ ამას. ასე რომ,არავითარი საიდუმლოებები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: