Skip to content

მოლოდინში

June 26, 2010

მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია – მეხი არ დაეცეს; მინდორ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი.

ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამოვნებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე.

მიყვარს მოწმენდილი ცა; ნიავი ოდნავ ეკარება შუბლს; ზურმუხტ ცას მზის შუქი აღიმებს; მწვანე ბიბინებს დამატკბობელად: ხეები ნაზათ იხრებიან, ვით „ჩამოვლის“ დროს მოლეკურე მეგრელის ქალი. ჩიტები სხვადასხვა ჰანგზე უმღერიან თავიანთ სატრფოთ; წყნარათ მიდუდუნებს აცისკროვნებული მდინარე.

გიტაცებს სიამე ქვეყნისა, შენს გულს იმედს ჰგვრის ბუნების მეჯლისი; ასწილ ნეტარებით გადახდილი მწუხარება ითრგუნება, ქრება!

ოხ, ბედო, რათ მაგდებ მუდამ უღიმღამო ბუნებაში! მოღრუბლულა, მხოლოდ აქა-იქ დარჩენილა მოწმენდილი ცის ნაჭერი; მიზოზინებს ღრუბელი და ოდნავ მანათობელ მთვარეს ისევ ყლაპავს თავის წყვდიადში. ვარსკვლავთ გუნდს ვერ მოსძებნი. ძირს მიწაც მიჩუმებულა, თითქოს უცდის მოწყენილი, როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცეო; ამღვრეული მდინარეც ვერ ბედავს ნაპირს დაეჯახოს, გვერდს უვლის ბუტბუტით სალს კლდეებს; იგი დროს ელის, ელის ჭექასა და გრიგალს, კოკისპირულს წვიმას, რომ ცით დაიმედებულმა სალი კლდე ქვეშ გათელოს, გზა გაიხსნას.

კრულ იყოს ასეთი დრო მოლოდინისა, დრო ფერმკრთალი სიცოცხლისა!..

ნ.ლორთქიფანიძე
—————————————————————————

მე კიდევ ნიკო ლორთქიფანიძე მიყვარს.. ვგიჟდები მის მინიატურებზე და ყოველთვის,უკვე ალბათ ათასჯერ გადაკითხულს,კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ..
“მოლოდინში” კი ჩემი საყვარელი მინიატურაა.. აი,ისეთი ზუსტად მე რომ მიყვარს,გულში ჩამწვდომი.. გრძნობებით სავსე და დამაფიქრებელი..

კიდევ უფრო მეტი ლორთქიფანიძე ♥

6 Comments leave one →
  1. June 26, 2010 19:24

    ზუსტად ეხლა გადავდე გვერდზე ლორთქიფანიძის მინიატურები და კომპიუტერს მივუჯექი… ჯერ კიდევ “მრისხანე ბატონის” გავლენის ქვეშ ვარ…

    რაც შეეხება ჭექა-ქუხილს, ამაზე ყოველთვის ჩემი ფრაზა მახსენდებს (ძალიან მიყვარს, ძველია მაგრამ მაინც)

    >როცა ჭექა-ქუხილია და არ წვიმს, სადღაც ტყეში კეთილი ვამპირები ბეისბოლს თამაშბენ” > ღირსი ვარ ჩამქოლე.. ლორთქიფანიძესთან ეგ არ უნდა მეხსენებინა🙂

    • June 26, 2010 19:43

      ვაიმე,მეც რომ ვგიჟდები მაგ ვამპირებზე როგორ ჩაგქოლო რას ამბობ

      თუმცა ლორთქიფანიძე და მეიერი ერთმანეთისგან ცასა და დედამიწასავით არიან..🙂

      მიყვარს ♥

  2. June 26, 2010 20:01

    ვიქნები მაშინ !!🙂🙂🙂

  3. June 27, 2010 06:46

    ვაიმე, როგორ მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე❤
    ერთი თვის წინ გავეცანი მის შემოქმედებას და ისე მომეწონა Facebookze ფეიჯიც გავუხსენი❤ ძალიან მაგარია

  4. August 28, 2010 18:15

    kargi iyo :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: