Skip to content

დაბრუნება… გულის სიღრმეში…

June 22, 2010

სადღაც შორს!..გულის სიღრმეში!..,აი,მე ისევ დავბრუნდი… მეშინოდა კიდეც,რომ ამას ვეღარ მოვახერხებდი,მაგრამ თურმე ადამიანს,მართლაც ყველაფრის გაკეთება შესძლებია თუკი მოინდომებს.. ისევ ტბა და ჩემი სასიამოვნო თანამოსაუბრე ტბაში…

”-ნახე,მე ისევ მოვედი შენთან!”
”-სალამი.”
”-ისევ მძინავს ალბათ,ხომ?რა იქნება გასეირნება სიზმრების სამყაროში უწინდელზე გრძელი იყოს და კიდევ უფრო ღრმა”
”-ამაზე ღრმა აღარ არის,ყველაფერს აქვს დასასრული,ისევე როგორც დასაწყისი,ეს ხომ უკვე დაწერე შენს…”
”-ამის შესახებ არავინ იცის,ჩუუ!”
”-და აქ ვინ გაიგებ,რო?შენს გულში ჯერ სხვა ვერავინ იხედება,შენს გარდა…ახლა რისთვის მოხვედი? რამ ააოფრიაქა ისევ შენი პატარა გული?”
”-პატარა.. ჰმ..მართალი ხარ..იცი არც მინდა დიდი ვიყო,ვიზრდები და საფიქრალი და სადარდებელი უფრო და უფრო მემატება,მე… მე კიდევ არ ვიცი,რა გავაკეთო… ”
”-უბრალოდ იმას მიენდე,შენ რომ უსამართლოს უწოდებ და თქვენს,ადამიანთა ენაზე ”ცხოვრება” ჰქვია..”
”-იცი,ახლა უფრო და უფრო ვრწმუნდები მის სამართლიანობაში.”
”-ვიცი,ვიცი.. მე ყველაფერი ვიცი შენზე.. მე ხომ შენს გულში ვარ..”
”-მიყვარს ეს ტბა,ეს ტყე..აქაური სიმშვიდე.. ყველაფერი მიყვარს რაც აქაა..”
”-ეგეც ვიცი..ხედავ,რომ უფრო და უფრო ხშირად მსტუმრობ”
”-ხო..გამოდის გულის სიღრმეში უკვე ძალიან ხშირად ვიხედები,ბოლომდე ჩამოვდივარ,ყველაფერს ვაანალიზებ და იცი რატომ?… იმიტომ,რომ მერე ამ ყველაფერს უფრო ადვილად ვუყურებ და აღარაფერი მაწუხებს,აღარაფერი მიჭირს..”
”-ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის.”
”-ასე ძალიან რატომ ცხელა?”
”-ჰმ,ასე გვიან შეამჩნიე…”
”-ხო.. რატომ ცხელა? ჰმ,მე ხომ სიცხე მაქვს” – გამახსენდა და გამეღიმა.
”-არა! დაბრუნდები და მიხვდები..”
”-არაფერია მისახვედრი,ახლა ჩემს ორგანიზმს ცხელა და გულსაც შესაბამისად..”
”-როცა ორგანიზმს აღარ დასცხება და ჩემთან დაბრუნდები,მაშინ მაინც მიხვდები რატომ იწვის შენი გული..”
”-იწვის?.. კარგი რა.. მე კიდევ მოვალ შენთან..”
”-რათქმაუნდა მოხვალ.. ” – მითხრა და მე ისევ გამეღვიძა,უკვე დრო მოსულა კიდევ ერთი წამალის დალევისა.. მაგრამ მან მითხრა,რომ ჩემი გული სიცხისგან არ იწვოდა.. რათქმაუნდა მე ეს ვიცი,უბრალოდ არ ვაღიარებ..ამის დრო ჯერ არ მოსულა..

ოკეანეზე უფრო ღრმა…

5 Comments leave one →
  1. June 23, 2010 12:28

    wqarmatebebi blogur cxovrebaSi🙂

  2. June 27, 2010 18:58

    ”-უბრალოდ იმას მიენდე,შენ რომ უსამართლოს უწოდებ და თქვენს,ადამიანთა ენაზე ”ცხოვრება” ჰქვია..”

    <33

    "მაგრამ მან მითხრა,რომ ჩემი გული სიცხისგან არ იწვოდა.. რათქმაუნდა მე ეს ვიცი,უბრალოდ არ ვაღიარებ..ამის დრო ჯერ არ მოსულა.."

    <33

Trackbacks

  1. ყველაზე ტკბილი დასასრული.. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: