Skip to content

გზა ჩემს სახლამდე..

June 13, 2010

თქვენც,რომ ცოტა უფრო დაუკვირდეთ გზას თქვენს სახლამდე ალბათ უფრო მეტ რამეს შეამჩნევთ,უფრო მეტ საგანს ან ხალხს..
სახლში ვბრუნდებოდი და უბრალოდ არ ვიცოდი რაზე მეფიქრა,გზას ყურადღებით არასდროს ვუკვირდები.. მაგრამ დღეს უბრალოდ,ირგვლივ მიმოვიხედე,ხიდზე გადმოვდიოდი და კიბეზე დახმარებისთვის გამოწვდილი ხელები,ყოველთვის სევდიან განწყობაზე მაყენებდა,ეს ის ადგილია რომელსაც ვერასდროს ვუვლი ისე რომ ირგვლივ არ მიიხედო..გულში სწრაფად გინდა გაეცალო ამ ადგილს..
ხიდი უსაშველოდ იწელება და თითქოს დასასრული აღარ გააჩნია..

გადაივლი ხიდს და დადიანის მთავარ ტრასაზე აღმოჩნდები.აქ ყოველთვის აურზაურია,მწვანეზე გზის გადაკვეთას არც უნდა ეცადო,თორემ ცუდად დაამთავრებ,ამიტომ ვიდრე წითელი აინთება მოგიწევს დატკბე სანახაობით: როგორ მიმართავს უწმაწურად მოსახვევიდან გამოსული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი მეორეს,რაგან გზა გადაუჭრა.. ამ სიტუაციით ოდნავ შეშფოთებულს,ავტობუსის სიგნალის ხმა გამოგაფხიზლებს,წინ ჩამდგარ მინი-ავტობუსისკენ მიმართულს,რომ სწრაფად გაიაროს..
ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ ჩართვება წითელი და გზა განთავისუფლდება,შენც თავისუფლად შეგიძლია გზა გადაკვეთო და სახლისკენ მიმავალი ნახევარი გზა უკვე გავლილი გაქვს..
ქურდიანის ქუჩის,ჩემი ქუჩის მოსახვევთან მოხუცებულები შეკრებილან და რაღაცას დიდი მონდომებით და ემოციებით არჩევენ:

”-არა,კაცო ეგრე არ ყოფილა!”
”-როგორ არა ,შენც იქ არ იყავი ადამიანო?”
”-მე კი ვიყავი,მაგრამ…”

ალბათ მეტის ყურისგდება აღარც არის საჭირო და თანაც მე ხომ უბრალოდ ქუჩას მივუყვები და ერთი სული მაქვს ჩემი სახლი გამოჩნდეს.. თუმცა მანამდე კიდევ ბევრია..
ახლა უკვე სკვერი,გამოჩნდა,ზაფხული და მზე ბავშვებს მეტი რა უნდათ,საქანელებზე ქანაობენ,ორი მათგანი
”დაჭერობანას” თამაშობს,ერთიც ონკანთან მისულა და ემზადება მეორის გასაწუწად,იქვე ლამაზ ფერებში შეღებილ სკამზე ერთი გოგონა ზის და უბრალოდ უყურებს,როგორ ერთობიან დანარჩენები.. გულზე მომხვდა,როცა მის სახეზე დავინახე დიდი სურვილი,თამაშისა და გოგონას თამაშში მიმწვევი ვერცერთი მათგანი..

გზა თანდათან უფრო მცირდება და მალე სახლშიც ვიქნები.ქურდიანის ქუჩა საკმაოდ მშვიდია,არასდროს ზედმეტი მოძრაობა,მაგრამ ყოველთვის შეხვდები გზად მინი-ავტობუსს №777..ხომ ორიგინალური ნომერია,მართლაც..
ქუჩის ერთ მხარეს მოხუცებულები სხედან და ალბათ საჭირბოროტო საქმეზე საუბრობენ,მეორე მხარეს ოდნავ წინ ისევ ბავშვები და თამაში,რომელსაც მე ვერაფერი გავუგე,ასევე უბნის ბიჭები,რომლებთაც ყოველ დღე ერთი და იმავე ადგილიას შეხვდებით..
კიდევ წინ დაქურდიანს მეუნარგია ჰკვეთს,ჩემი გზა წინ გრძელდება,თუმცა მეუნარგიის აღმართის დაბოლოვებაში ჩემი სკოლაა [№2 ],დასაწყისს კი რათქმაუნდა ისევ დადიანის მთავარ ტრასაზე ჩაჰყავხრ..
გზაჯვარედინიდან უკვე ჩემი სახლიც გამოჩნდა და გრძნობა,რომელიც ამხელა გზის გავლის შემდეგ,თქვენი სახლის დანახვისას ალბათ დაგუფლებიათ..

გზა არც ისე დიდი იყო,თუმცა კიდევ ბევრი რამ უფრო ღიად მაჩვენა,ალბათ ისევ ქუჩაა ის ადგილი სადაც ადამიანი მოახერხებ,მრავალ რამეს შეავლო თვალი და რაღაც გაგიხარდეს ან რაღაცაზე გული დაგწყდეს..
იქნე ეს ყოველივეა იმის მიზეზი,რომ ქუჩაში სიარული არ მიყვარს,სახლში ყოველთვის ემოციებით დატირთული შევდივარ და ეს არც თუ ისე ადვილია..
ახლა მართლაც მწყდება გული გოგონაზე,რომელიც ისეთი მოწყენილი უყურებდა იმ ბავშვებს,იქნებ რამით დავხმარებოდი და მასაც დანარჩენ ბავშვებთან გახსნა გაადვილებოდა,თუმცა მიმაჩნია,რომ თუკი ამას თვითონ მოახერხებდა ცხოვრებასაც თვითონვე გაიადვილებდა,მაგრამ მოახერხებდა კი?!…

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: