Skip to content

რომ არა შენ?

June 10, 2010

იქნებ შევძლო და გადმოვცურო,ზღვა რომელიც ჩვენს შორისაა.. არ აღმოჩნდა ადვილი სიშორე,ძნელია ის რომ შენ ხარ შორს და არა ის,რომ მე ვარ მარტო.. ეს გგონია ერთი და იგივე რამეა? მაშინ შემცდარხარ.. მე მარტოობას ავიტანდი შენ,რომ არ არსებობდე,მაგრამ როცა არსებობ და მაინც მარტო ვარ ეს არის ის დიდი ზღვა,რომელის გადალახვასაც მე ვერ შევძლებ..
იცი რამდენი მიზეზია,თუ რატომ არ შემიძლია? იმიტომ,რომ ცურვა არ ვიცი…იმიტომ,რომ მე სუსტი ვარ,შენ კიდევ ჩემზე უფრო ძლიერი და ამას შენ უფრო შეძლებ…იმიტომ,რომ მე ჯიუტი ვარ,შენ კიდევ ჩემზე უფრო ჯიუტი,მაგრამ მე დათმობას არ ვაპირებ..იქნებ არც მინდა ზღვაში შეხვიდე,ალბათ იმიტომ რო ეს ზღვა ყველაზე ბობოქარია,იმაზე დიდი ტალღებია ვიდრე ჩვეულებრივ და ის იმდენ მტერს მალავს,რომლებიც უცებ გამოჩნდებიან ხოლმე და საბოლოოდ შენ გაქრები..

მე მჯერა

გაქრები,მაგრამ მერე ისევ თვალწინ მიდგახარ,თუ ეს შენ აღარ ხარ მაშინ ვინ არის.. როცა ქრები ვინღა მელოდება ზღვის მეორე მხარეს.. ისევ შენ ხარ,ისევ ისეთი.. თითქოს არაფერი მომხდარა,შენ უბრალოდ დროებით გაქრი,მე კიდევ ეს ”დროებით” საუკუნოდ მომეჩვენა..
ჩნდები და ისევ იწყება თავიდან,ყველაფერი..
სიზმრები,
გრძნობები,
ფიქრები,
სიტყვები…

მინდა ბრმა ვიყო,რომ შენ არ გხედავდე… ყრუ მინდა ვიყო,რომ შენი ხმის გაგონებაზე ისევ არ დავკარგო გონება… ვისურვებდი უგრძნობი ვიყო,რომ შენმა ჩახუტებამ ბოლო არ მომიღოს..
არა,მე რომ ამით ვცოცხლობ ეს არის უბედურება,რომ არა შენი თვალები,რომ არა შენი სახე,შენი – სიტყვები,რომ არა შენ…
მე?
მაშინ უბრალოდ არც მე…

რომ გაიგებ..

9 Comments leave one →
  1. sevdiani permalink
    June 11, 2010 05:18

    მომეწონა რაღაც ჩემეულია : )

    • June 11, 2010 08:44

      ხო : ) ცოტ-ცოტა ყველაფერი ჩავდე ამ პოსტში,სიხარულიც და წყენა,ბედნიერაბაც და უბედურებაც..

      მიხარია თუ მოგეწონა ♥

  2. June 11, 2010 07:01

    vfiqrob da ver vxvdebi,sad marxia netav dzaglis tavi? ^-^

    • June 11, 2010 08:45

      ნუ იცი ხოლმე ესე🙂 გეგონება არ მიცნობდე ეხლა,რაც თავში მომაფიქრდება იმაზე ვწერ,ხომ იცი..

  3. June 27, 2010 19:19

    momcons kargad cer❤
    mec mgonia rom es mxolod ubralo chanaceri araa da
    aq isdevs rasac grdznob))

    ♥ ♥ ♥

  4. t10a permalink
    July 24, 2012 21:42

    yvela momewona … aseti niWis patroni yofilxar da ar igeb rame konkursebshi monawileobass??? tu miigebdi albat pirvel adgilze gaxvidodi… saertot es posti momewona kide shemoval xolmee….

    • July 25, 2012 10:17

      მიხარია თუკი მოგეწონა. :> კონკურსებს მაინც და მაინც არ ვწყალობ.. :დ
      ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყყვებისთვის. :*

  5. December 17, 2012 12:30

    gmerto ra damtxvevaa titqmis aseti tema miweria sataurit “rom…”shinaarsit siyvarulziea msgavsi amisa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: