Skip to content

დავწერო თუ არ დავწერო?

May 20, 2010

დაწერო და სისულელე,ნამდვილად სჯობს სულ არ დაწერო.. მართალია იმდენად ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში,სასაუბრო თემა ადამიანებს არ დაგველევა.ალბათ ცოტა რომ დავფიქრებულიყავი საინტერესო თემასაც ვიპოვიდი,მაგრამ არ მინდოდა.. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო დროს და ახლა მაინც გავაკეთებ რამეს დაუფიქრებლად..
გადავწყვიტე დამერღვია,ჩემი წერის კანონი და დამეწერა,მიუხედავად იმისა რომ ზუსტადაც სჯობდა არ დამეწერა..
იმიტომ,რომ დღეს ასეთ ხასიათზე ვარ..
არა დღეს კი არა,ამ წამს.. ისევ ჩემი ცვალებადი ხასიათი..
ამ წამს,რომ ვფიქრობ ცუდზე,მეორე წამს – მხოლოდ კარგი მახსოვს.. თუმცა ცუდსაც გააჩნია..
არც ის ვიცი ახლა რატომ ვწერ,უკვე ჩვევად მექცა წერა…
მინდა დავწერო და ვწერ,სულ არ ვფიქრობ ტექსტის აზრზე და მიზანზე..
ვერ ვაანალიზებ,რა ფიქრები შეიძლება აღძრას მკითხველში..
არა,არ მიყვარს ასეთი უაზრო პოსტების წერა,როცა იმასაც ვერ ვამბობ რისი თქმაც მინდა..
ალბათ იფიქრებს ვინმე: ”მე აშკარად კარგად ვარ და ამის დამწერს,ვერ აქვს საქმე კარგადო!”
ეჰ,სულაც არა ძალიანაც კარგად ვარ.. : ) მშვენიერი დღეები,მზიანი და თბილი..
ამინდი სრულიად გამოგიკეთბს ადამიანს განწყობას.. ქუჩაში გასვლა და გასეირნება..

არადა,მგონი ასე არ არის?
ქუჩაში ნაძვის მტვერმა გამგუდა..
მზე.. მზემ კი ისე გაიგიჟა თავი,საშინლად დამწვა..
ხალხი.. ყველა მე მეჯახებოდა..
ხო ეს ალბათ მართალია,მე დავეჯახე ყველასს..
ახ ნეტავ მთვარეს ხომ არ იმოქმედა.ყოველ ღამით ანათებს ცაზე ეს დღეებია,ხან სავსე მთვარეა და ხან ნახევარ -მთვარე…ჩემი პლანეტა ხომ მთვარეა და იქნება რაიმე ფაზაში შევიდა და ასეთი გამოშტერებული იმიტომ დავაბიჯებ ეს დღეებია დედამიწაზე..
მიზეზს,რომ ვერ იპოვი ადამიანი რას აღარ იტყვი..
ისიც დამავიწყდა ასტროლოგია,რომ ის არ არის რასაც წავიკითხავ და დავფიქრდები,ასეა თუ არა..
დასვენება.. დასვენება,ყველასგან და ყველაფრისგან..
დამთავრდეს ეს სკოლაც და გავეცალო ქალაქს,თორემ ვატყობ უკვე ”გადავიწვი”…

რა მინდოდა?
არა,არც არაფერი..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: