Skip to content

იყო და არა იყო რა..

May 10, 2010

როგორც წესია ღვთის უკეთსი რა იქნებოდა..
ყველა ბავშვისთვის საყვარელი სიტყვები,როცა ამ სიტყვებს წარმოთქვავ უკვე სხედან გასუსულები და თვალებში შემოგციცინებენ ან წვანან და ემზადებიან ზღაპრულ სამყაროში გადასაშვებად..
ზღაპარი მხოლოდ პატარებისთვის არც არის,მეც კი დიდი სიამოვნებით გადავეშვები სამყაროში,რომელიც მიუწვდომელი და არარეალურია,სასიამოვნოდ არარეალური.. იმიტომ,რომ ამ რეალობაში ყველა ამბავი ვერ სრულდება ბედნიერად,ყველა ვერ ცხოვრობს დიდხანს და ბედნიერად და ვერც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე..

იყო და არა იყო რა,იყო დაბადება…
იყო და არა იყო რა,იყო ზღაპრები…
იყო და არა იყო რა,იყო ბაღი…
იყო და არა იყო რა,იყო სკოლა…
იყო და არა იყო რა,იყო თავისუფალი არჩევანი,განათლებასა და უსაქმურობას შორის…
იყო და არა იყო რა,იყო ბედნიერების წუთები..
იყო და არა იყო რა,იყო დრო როცა შენ თვითონ უყვებოდი ზღაპარს…
იყო და არა იყო რა,იყო შთამომავლობით გამოწვეული ბედნიერება..
იყო და არა იყო რა,იყო მწუხარების წუთბი…
იყო და არა იყო რა,იყო მარტოობა..
იყო და არა იყო რა,იყო სიბნელე…

მაგრამ ამავე დროს,სადღაც სხვაგან,სულ სხვა ვიღაცისთვის:

იყო და არა იყო რა,იყო მარტოობა…
იყო და არა იყო რა,იყო
-არა! სულაც არ იყო ზღაპრები,სულაც არ იყო ბაღი,სკოლა,თავისუფალი არჩევანი,ბედნიერი წუთები..
იყო მხოლოდ მარტოობა,მარტოობა და ისევ მარტოობა.. წუხილი და ბოლოს სიბნელე..

იყო და არა იყო რა,იყო ორი ადამიანი,იყო ბედნიერი და იყო – უბედურიც.. მხოლოდ ერთი აკავშირებდათ სამარადისო სიბნელე,ერთმანეთისგან განსხვავებული სიცოცხლის ბოლოს…
იყო და იქნება ცხოვრება – მწარე და ტკბილი,ბედნიერეებით და ტკივილით სავსე,გამოვდივართ ზღაპრული სამყაროდან და ამ ყოველივეს ვეჩეხებით..
უბრალოდ რა კარგი იქნებოდა,რომ ცხოვრებდნენ დიდხანს და ბედნიერად..

2 Comments leave one →
  1. May 12, 2010 16:23

    chiri iqa,
    chiria aqa,
    qato iqa,
    qato aqa,
    fqvili iqa,
    fqvili aqa.

  2. August 28, 2010 19:56

    argi iyo esec :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: