Skip to content

დაიცათ,ეს არ იყო გუშინ რომ მითხრა შენი მეგობარი ვარო?!

May 4, 2010

ხშირად არასდროს მიწევდა ჩემი თავისთვის ამ შეკითხვის დასმა,მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე, უკვე მერამდენე შევეკითხე საკუთარ თავს..
მაგრმ მხოლოდ ამ ერთი შეკითხვით ვერც ვკმაყოფილდები.. მერე მოდის შეკითხვების ზღვა: რატომ? რა შეიცვალა? რამე ცუდად გავაკეთე?
პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს: არ ვიცი!
დრო იყო,როცა ამაზე ძალიან ვიდარდებდი,გაურკვევლობა არასდროს მიყვარდა.. არ მიყვარს,ვერ ვიტან როცა ამდენი პასუხ გაუცემელი კითხვა მაქვს.. ვიცი ადვილია უბრალოდ ადგე და კითხო,ერთჯერადი მეგობრობა გასწავლოს..
კონკრეტულად ერთზე არ ვსაუბრობ,ესაა უბედურება,ბევრნი არიან,მერედა რამდენი..
ვინ არიან ისინი?
მოჩვენებები,რომლებიც შენს ცხოვრებაში შემოვლენ,არევენ და მერე ისე გავლენ უბრალო შეკითხვაზე პასუხსაც არ გაგცემენ..
ნუთუ ესეც არ დაიმსახურე?
მოკლედ კითხვებზე,პასუხები არ მაქვს..
ცუდია,ძალიან ცუდი..
თუმცა თუკი სხვა არ დარდობს,არც მე ვიდარდებ ..
მან მისი ერთჯერადი მეგობრობით იარსებოს,მე კი ჩემი მეგობრობით,იმ მეგობრობით,რომელიც ნამდვილი ადამიანური გრძნობაა და რაც არ უნდა მოხდეს,სიმებივით გაბმული ძაფები ჩვენს შორის არ გაწყდება.. თუკი რათქამუნდა აქაც არ შეცდი და ისევ იგივე კითხვა არ გაგიჩნდა შენს თავთან:

თუ არ შევცდით,ვერ ვისწავლით!

დაიცათ,ეს არ იყო გუშინ რომ მითხრა შენი მეგობარი ვარო?!

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: