Skip to content

ამინდის შესაბამისად..

May 1, 2010

შეხედე —
ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა…
ვერ დაგივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის…
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ…
სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი…
სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე.

გიორგი ლობჟანიძე

მითხარი!
რომ სულში
ყველა ჩირაღდანი
ერთად გადაიწვა!
რომ წვიმიან ღამეს ის,
ლამაზი ქალი
შენს მკლავებზე იწვა!
მითხარი, რომ ჩემთვის
აღარ დაკრეფ ბაღში
იასამნის რტოებს.
გეძნელება თქმა და მაგრამ მაინც მალე,
მალე მიმატოვებ.
მითხარი,
და წადი,
დამიტოვე სულში უსაშველო დარდი,
როგორ შემეშალე,
ჩემს ერთადერთ იმედს
რა საოცრად გავდი.

One Comment leave one →
  1. July 16, 2010 20:05

    tumca cxovreba shenit mewyeba da dasasrulic shena xar
    misi tumc monatreba shens molodinshi wutebs da wamebs mshpotvare itvlis
    amxela grdznoba riti gamovtqva rit daginaxo es siyvaruli
    rogor agixsna rom shen xar mxolod chemi piqri da natvea faruli
    rom bevri game shenze ocnebit tavze uazrod dameteneba
    rom shennairi kargi aravin qveynad arasdros ar myvarebia
    da rom chaqreba vici ushenod chemi sicocxlis bolo santeli
    esec rom gitxra agaraperi ara damrcheba shentvis satqmeli.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: