Skip to content

წერილი

April 28, 2010

ამასწინათ გადავაწყდი,არც ავტორი ვიცი ვინ არის და არც ადრესატი,ძალიან ლამაზი წერილია და მინდოდა ბლოგზე დამედო.ცოტა დიდია,ამიტომ შევამცირე და საუკეთესო ნაწილები დავდე:

”ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი მე რომ არ გითხრა როგორ ვრცელდება თბილისსში ჭორი..

გახსოვს? -ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა, ქუჩაში იყო იმდენი ხალხი მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს გარბოდა სადღაც დამრთხალი ქუჩა.

გახსოვს? -ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა. შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ..

შენ გიხაროდა შენი არსება, შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა სიყვარულს მარტში.. კი! ზღვა ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.

მე კარგად ვიცი, ვიცი და ვხვდები რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს არის იმის მიზეზი რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები, განმეორდება ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ მაპატიო რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან…

ალბათ ჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილოს მხოლოდ გარედან და გულგრილობა შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით გებას კარებთან, ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზემოდან სჭვრეტდე ყველაფერს ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი, შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის ალბათ იმ ყვავილს დავადქი ფეხი..

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სულ ყველა კვალი, მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ ნეტავ რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?

პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის! ალბათ არსებობს ისეთი რაღაც საკუთარ თავსაც ვერაფრით ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად.. მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა.

დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სულ ყველა იმედი გაქრა და ეს წარსული სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია…

შენ შეიცვალე..

მეც შევიცვალე..

სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ასეა…

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

მე დავირალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვერარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.. ხვალ შეიცვლება სულ ყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება.. თუმცა რა ვიცი? ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ! მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა… იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ…

უკვე თენდება, ღამე ტყვესავით ნებდება დილას, წვიმის წვეთები როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მიწას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობდა ძალიან მიჭირს… გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე, სულ პატარა ჩამოჯდა ჩიტი.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრმა მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი არ მეგულება შენი უძირო თვალების იქით.. მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო, ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი, იქნებ წერილი არც ღირს იმდენად მაგრამ გთხოვ მაინც გახსენი იგი.. მე არაფერი არ მელოდება მაგ მშვენიერი თვალების იქით…

ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ მგონი სიმთვრალე მელაპარაკებს.

მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს თუნდაც სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც.

დღეს გავიხსენე სულ ყველაფერი რაც მეგონა რომ აღარ მახსოვდა, რაც მაცინებდა, რაც მაღონებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მათრობდა…

მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე მთვარდება ყველა წერილი და ეს წერილიც დამთავრდეს ასე.

მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ არ ვიცი ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი…

გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო გაკრული ხელი… ”

6 Comments leave one →
  1. ნეტოჩკა permalink
    April 29, 2010 14:40

    ეს ლექსი ეკუთვნის პაატა ნაცვლიშვილს! ნათელა მდინარაძის ლექსი თუ იცი დაახლოებით იგივე სტილშია დაწერილი?
    თუ სურვილი გექნებათ გამოგიგზავნით.

    • April 29, 2010 14:59

      აა,დიდი მადლობა არ ვიცოდი ნამდვილად ვისი დაწერილი იყო.. : ) და ახლა ცოტა რაღაც გავიგე უკვე,თურმე პასუხიც ჰქონია მაგ ქალბატონისგან მოწერილი : ) ძალიან მომწონს,ძალიან.. ♥

    • April 8, 2012 20:44

      მე მინდა წერილი და გამომიგზავნეთ რა ძალიან გთხოვთ

  2. tatia permalink
    December 5, 2012 22:22

    iqneb gamomigzavnot es ‘werili’❤

  3. წერილოფილია permalink
    February 28, 2013 14:28

    ფეისბუქზე არის გვერდი „წერილოფილია“ შეგიძლიათ ეწვიოთ. ეს გვერდი მთელიანად ამ პოემას და წერილებს ეხება

Trackbacks

  1. პრინცები და პრინცესები ჩვენში « ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: