Skip to content

სადღაც შორს!.. გულის სიღრმეში!..

April 25, 2010

თვალები გავახილე და უღრუბლო,კრიალა ცისფერი ცა დავინახე.. თავი წამოვწიე და ირგვლივ მიმოვიხედე..მშვენიერი ამინდი იყო,მინდორში აღმოვნჩნდი,რომლის ერთ მხარეს ტყე იწყებოდა,მეორე მხარეს კი – ტბა იყო.. ”რას ვაკეთებ აქ?” -ვეკითხებოდი ჩემს თავს.”სად ვარ?”..

”-აქ ხარ ჩემთან” – ვიღაცამ მითხრა.- შემეშინდა,ირგვლივ მიმოვიხედე არავინ იყო.
”-წინ წამოდი!” – მითხრა ისევ.

ჩემს წინ ტბა იყო,ფეხს ვითრევდი,მაგრამ მაინც მივუახლოვდი და ტბაში ჩავიხედე.. ”ღმერთო ჩემო” – გაკვირვებისგან წამოვიყვირე..

”-რა იყო,ასე ცუდად გამოვიყურები?” – მკითხა,მზის სხივებით აბრჭყვიალებულმა,ჩემთვის სრულიად უცხო არსებამ..
”-შენ რა ხარ?” – ვიკითხე უტაკტოდ..
”-მე ის ვარ,რაც სადღაც შორს,შენი გულის სიღრმეში იმალება… ” – პასუხით გაოცებული დავრჩი..
”-და მაინც,რა იმალება ჩემს გულის სიღრმეში?” – ვიკითხე,როცა პასუხით ვერ დავკმაყოფილდი..
”- შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს ეგ? ” – მიპასუხა.
”-არა,არავინ არ იცის… აქ რას ვაკეთებ?”
”-არ მოგწონს აქ ყოფნა?” – კითხვა შემომიბრუნა..
”-აქ ისეთი სიმშვიდეა.. აქ მინდა ყოფნა.. შეიძლება შენთან დავრჩე? ”
”-ეს შენი ადგილია,შენ ყოველთვის აქ ხარ… მაშინაც კი,როცა მეცადინეობ,როცა კომპიუტერთან ზიხარ,როცა საქმე არაფერი გაქვს და უბრალოდ ფიქრობ,როცა გძინავს… ”
”-ნუთუ ჩემს გულში ასეთი სიმშვიდეაა?? არა,ასე არ არის.. მე ბევრ რამეზე ვდარდობ,ჩემს გულში ვერ იქნება ასეთი სიმშვიდე,ასეთი სითბო,ბედნიერება.. ”
”-ეგ იმიტომ,რომ არასდროს ჩამოდიხარ მის სიღრმეში ბოლომდე,უბრაოდ უნდა სცადო,უფრო მეტად დაუგდო ყური შენს გულს.. ახლა წადი და გახსოვდეს,ყოველთვის ბოლომდე იარე სადღაც შორს,გულის სიღრმისკე.. და ერთმანეთს კიდევ შევხვდებით.. ”
”-მაგრამ… ” – და უცებ ყველაფერი გაქრა,ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა,ოთახში სავარძელში ჩამძინებოდა და მუხლებზე ჟიულ ვერნის ”კაპიტან გრანტის შვილები” მედო და ავსტრალიის უცხო,მომაჯადოვებელი ბუნების აღწერაზე ვიყავი შეჩერებული…

დაბრუნება.. გულის სიღრმეში..

7 Comments leave one →
  1. marimarister permalink
    April 25, 2010 10:51

    საინტერესო და თბილი პოსტია, ან.. ჩამაფიქრებელიც.. მომწონს.. ^^❤

  2. April 26, 2010 09:45

    🙂 მომეწონა

    • maia permalink
      June 23, 2010 07:43

      saocari poeti iko gomelauri, dzalian momwons misi shemoqmedeba

  3. November 14, 2010 19:09

    მართლაც სასიამოვნო და დამაფიქრებელი იყო…..

Trackbacks

  1. დაბრუნება… გულის სიღრმეში… « ♥ Wizard of Oz ♥
  2. ყველაზე ტკბილი დასასრული.. | ♥ Wizard of Oz ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: