Skip to content

მზე,წვიმა,თოვლი,ქარი…

April 19, 2010

მზე

მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.


წვიმა

წვიმა

მე ახლა ვხედავ რომ პოეტი განმარტოებით,
ქუჩის კუთხეში დგას ვარდით და ატმის რტოებით.
სატრფოს ლოდინშ ხან ღიღინებს და ჩუმად მღერის,
წვიმს,წვიმის ლექსს წერს წვიმის კაცი,წვიმისვე ფერის.
წვიმისფერ თვალით ის გაჰყურებს ნაწვიმარ ქუჩებს,
და ისევ ნატრობს ის მიჯნურის წვიმისფერ ტუჩებს.
სადღაც შორიდან ჰორიზონტის ნაწვიმარ ხაზზე,
გამოჩნდა ქალი ვით ვარსკვლავი წვიმისფერ ცაზე.
წვისფერ კაცის წვიმის გულში თითქოს აწვიმდა,
წვიმისფერ თვალებს მიჯნურისას რომ დააკვირდა.
გული აძგერდა როგორც მიწა გაწვიმებისას,
სურდა მას ფრენა მაღლა ცაში არწივებისას.
მაგრამ იცოდა პოეტურმა ძგერამ გულისა,
რომ მონა იყო ამქვეყნიურ სიყვარულისა.
ამიტომ გული ამქვეყნიურ გრძნობას მიანდო,
მოახლოვებულ მიჯნურს გულზე გული მიადო.
იგრძნო,ადგილი სატრფოს გულში მისთვის ყოფილა,
რომ ჯერ ის მისგან არასოდეს უარყოფილა.
და მხოლოდ მაშინ წვიმისფერი უძღვნა რითმები,
გადაუშალა სიყვარულის ლაბირინთები.
თავადვე იგრძნო მან უსიტყვოდ პასუხი მისი,
მიხვდა რომ იყო სიყვარულით ცხოვრების ღირსი.
ახლა კვლავ ვხედავ ნაწვიმარ გზას,წვიმისფერ ქუჩებს,
ქუჩის კუთხეში პაემანი აქვთ წვიმის ტუჩებს.

ქარი

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი –
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი… იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

თოვლი

თოვლი

როცა ცას მართმევ,
ასე მგონი გჭირდება და
ამიტომ გატან

ან ცას რა მართებს ჩემი,
ხანდახან სახეს ჭორფლიან ღამედ მოხატავს
წვივები ისევ დაგიწვრილდება ნაწვიმარ გზაზე,
ორი გუბეც და აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზე

ზამთრამდე, რჩება ისე ცოტა დრო
ზამთრამდე უნდა,
უნდა მოასწრო,
მთელი სხეულით ზეცა მოხატო
და სიზმრებიდან დახეული მზე მომაწოდო,
გულზე მომაწვა და ფეხაკრეფით უკან ახვიდე

დამესიზმრები,
ფარდის ჩახეულ ქვედაბოლოს გადავწევ და ცას მოგცემ
ისევ მოილოგინებ,
მერე თოვა
თოვლთან ერთად შენი თვალის ფერიც მოვა
შენ გროვდები და სახეს იხატავ, მე კიშენში ვარ
როცა ცას მართმევ
როცა ცას მართმევ
და როცა გატან….

3 Comments leave one →
  1. April 19, 2010 13:26

    ჩემი წვიმიანია… მაგრამ რა ლამაზი პოსტია და რა ლამაზი სურათები. გავგიჟდი კინაღამ :დ

    • April 19, 2010 13:33

      ჩემთვის ყველა ერთნაირად მშვენიერიაა🙂 მიხარია თუ მოგეწონა,მეც ისევე ვეცადე კარგი გამოსულიყო,როგორც თითოეული ამინდი ცდილობს თავი გამოიჩინოს.. : ))

  2. April 23, 2010 08:30

    chemi mziani😀 lamazi postia🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: