Skip to content

სააღდგომო შესვენება

April 6, 2010

ეს ბოლო სამი დღე სააღდგომო შესვენება მქონდა,ყველაფრისგან დავისვენე:კომპიუტერისგანაც,სკოლისგანაც და სხვა რამეებისგანაც. დასავლეთში გახლდით,წინაპრების საფლავზე კვერცხი ხომ უნდა გადამეგორებინა.. მგზავრობა საშინლად არ მიყვარს.. სასაცილო იყო ბელას (1) სიტუაცია მქონდა:წასვლა საშინლად არ მინდოდა,მერე ამინდიც ისე წვიმდა რომ არ ვიცი,მაგრამ ერთი განსხვავებით,იქ დარჩენა ნამდვილად არ მემუქრებოდა.. მგზავრობა ისეც არ გამჭირვებია,როგოეც ველოდი,ვიღაცამ თბილისიდან თავის გული გამატანა და მეც მოვუფრთხილდი.. მთელი გზა ჩემს ფანჯარაზე სიცხისგან დაორთქლილ მთელს მის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთ ადგილას იყო დაუორთქავი და იმასაც გულის ფორმა ჰქონდა,მთლი გზა მივშტერებოდი,აშკარად ჩემი ნამოქმედარი არ იყო..🙂 სურათის გადაღება მინდოდა,მაგრამ ციფრული ბარგთან ერთად იყო..
შაბათს ჩავედი და რამდენიმე საათის დასვენების შემდეგ გადათენებაზეც წავედი,აუ როგორ გამიჭირდა მაგრამ მაინც ბოლომდე გავძელი..


ჯეჯილი რა ლამაზი იყო და თან რამხელა..

სახლში მეორე დილით შუადღემდე გემრიელად მეძინა.. თუმცა გაღვიძებაც კი ორიგინალური მქონდა,სამი ძალზედ მხიარული ადამიანი საწოლში ზედ დამახტნენ და ლამის გამჭყლიტეს.. ზემოთ წამომაგდეს მაინც და მერე დაიწყო გართობა,მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლებოდა ადამიანს.. ამ წუთბს ფოტოების გარეშე ვერ დავტოვებდით:

დაღლილები..:\

გიო ჰა ჰა..🙂 ”აბა გამიღიმეოდა და ჰა თქვენ ღიმილი”🙂

მეორე დილით ქრისტეს აღდგომას ამინდიც ზეიმობდა..

მიუხედასვად იმისა რა განწყობითაც წავედი,ძალიან გავერთე და უკან მხიარულიც ჩამოვედი..
ახლა ისევ მეძინება და უნდა დავიძინო..:\ ისე კიდაგვიანებით,მაგრამ

ქრისტე აღსდგა!
აღდგომას გილოცავთ!

_____________________________

ბელა – სტეფანი მეიერის ”ბინდის საგის” მთავარი პერსონაჟი.

3 Comments leave one →
  1. April 7, 2010 15:18

    მიყვარს აღდგომა და ის დღეები რაც ამ დღესასწაულს მოსდევს ხოლმე =)
    სრულ სიმშვიდეს ვგრძნობ შინაგანად და მიხარია ხოლმე😛

    • April 8, 2010 21:47

      ხო,მეც ძალიან მიყვარს ამ უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნა და ამინდიც კი როგორ აღნიშნავს =]]

  2. April 9, 2010 21:51

    აუ ხო ისე. ამინდი ყოველთვის კარგია ხოლმე. ნუ ძირითადად მაინც =))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: