Skip to content

აპრილი და ტყუილი

April 1, 2010
tags: , , , , , , , , ,

1 აპრილს იტყუებიან ხოლმე,მერე კი აი ესე უბრალოდ გეუბნებიან: ”დღეს პირველი აპრილია,მოტყუება ადვილია!”
პირველი აპრილი იყო,მაგრამ არავინ მომატყუა არა კი მომატყუეს,ცოტაც გამაცინეს თუმცა,იმდენი მწარე სიმართლე მითხრეს მაინც,არადა დღეს ხომ ღიმილის დღე იყო მე კიდე მატირეს…

მერჩივნა მოვეტყუებინე და სიმართლე არ ეთქვათ,ასე უკეთესი იქნებოდა…
ზოგჯერ ალბათ მართლა სჯობს სიმართლეს ტყულის თქმა ამჯობინო,საჭიროა ხოლმე.. ნაკლებ ტკივილს მიაყენებ და აღარც შენ იდარდებ,რომ შენს გამო ცრემლი დაიღვარა,რომ შენი მწარე სიმართლის გამო ვიღაცას გული მოუკალი,რომ ამ ცხოვრებას ადამიანი ტყუილებით ილამაზებს და შენ მას ხელს არ უშლი ცხოვრების გალამაზებაში..

ტყუილში მხოლოდ ცუდს ეძებენ,ნუთუ ჩემს მეტმა ვერავინ იპოვა მასში ბედნიერება..
მე ბედნიერი ვიქნებოდი სიმართლე არ მცოდნოდა,მე გავიხარებდი ამ დღესაც და არ ვიტირებდი,რომ ერთი პატარა ტყუილი ყოფილიყო ყოველივე მისი მწარე და გულშიჩამწვდომი სიტყვები…

არ გავკიცხავ ადამიანს,რომელიც იმიტომ მომატყუებს რომ საჭირო იყოს,არ ვუსაყვედურებ მხოლოდ იმიტომ რომ მან სიმართლე ისევ და ისევ ჩემს გამო დამიმალა,რადგან გავაცნობიერე რომ მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო,მე მირჩევნია მის თვალებს თავი ავარიდო და სიცოცხლე,რომელიც არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გასტანს იმ ილუზიებით გავატარო,რომლებიც ერთი დიდი ტყუილია..
იქნებ ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი ტყუილია,სიმართლე კი უფალთან იმალება,არა იქნებ კი არა ასეა.. ამ სიმართლეს კი ვერსად გავექცევი და ადრე თუ გვიან მომიწევს მის ღრმა და ამოუცნობ თვალებში ჩახედვა…

6 Comments leave one →
  1. April 2, 2010 16:01

    მე ისევ მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს. ტყუილი არასოდეს დაიმალება და რაც უფრო გვიან გამოაშკარავდება გულიც უფრო გეტკინებოდა. ასე, რომ ჯობდა =)) სიმართლე კარგია. მიყვარს მე. და ვცდილობ არც არავინ მოვატყუო და იგივე მწარე სიმართლე დაუფარავად ვუთხრა. თუნდაც ცრემლების ფასად.

    • April 2, 2010 17:40

      მაგაში მეც გეთანხმები რომ არ დაიმალება,მაგრამ მაშინ როცა ამ პოსტს ვწერდი ძალიან მქონდა რაღაცაზე გული ნატკენი და ყველაფერს ამ ქვეყნად მერჩივნა არ მცოდნოდა სიმართლე..😦

  2. April 7, 2010 15:21

    ხო ეგ ეგრეა ყოველთვის, მაგრამ დრო გავა და ტავად მიხვდები, რომ ჯობდა ეხლა გაგეგო ვიდრე ორი, სამი დღის შემდეგ =)) თანაც, როდესაც არ უნდა გაგეგო გული მაინც გეტკინებოდა

    • April 8, 2010 21:48

      მაგ ბოლოში მართალი ხარ ყველა შემთხვევაში ეგრე იქნებოდა.. =[

  3. April 17, 2010 18:08

    ვერ ვიტან პირველ აპრილს…. დებილური დღეა… მთელი დღე იტყუებიან და მერე უხარიათ… უაზრო დღე..

    მე ვატყუებდი ძალიან დიდხანს ადამიანს რომელიაც ძალიაან მიყვარს, და როცა ერთ დღეს მივხვდი რომ ტყუილში ცხოვრებას ყველაფერი სჯობს ავდექი და სიმართლე ვუთხარი…ძალიან ვატკინე, მაგრამ ეხლა თავისუფლად ვცხოვრობ…. ჯობს სიმართლე!!!!

    • April 18, 2010 15:16

      შენ კი და აბა ის,როგორი იყო მაშინ როცა სიმართლე უთხარიი??

      აი მე ზუსტად,მისნაირ სიტუაციაში ვიყავი ვისაც შენ სიმართლე უთხარი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: