Skip to content

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი…

March 1, 2010

გაზაფხულის პირველ დღეს გილოცავთ,ამ პრანჭია,სურნელოვანი წელიწადის დროს მოსვლას.. არეულის და ცვალებადი ხასიათის მქონეს.. უცნაური დროა,მაგრამ ამავედროს ძალიან ლამაზი და მხიარული,სულ მალე გამოჩნდებიან დაკარგული ჩიტები და ჭიკჭიკით გვაგრძნობინებენ,ზამდარი გავაცილეთ და გაზაფხულს ვეგებებითო..
ხეები პაწაწინა ყლორტებს გამოიბავენ და,მალე მშვენიერი თეთრი,ვარდისფერი,ყვითელი ყვავილებით შეიმოსებიან..

თეთრი სიჩუმე


მიყვარს წელიწადის ეს დრო,ყველა დრო ხომ თავისებურად მშვენიერიაა.. დილით გარეთ რომ გავიხედე და მზის სხივები თვალებში მომხვდა ვიგრძენი,რომ ამ ქვეყანაზე მეც ვარსებობდი… გაზაფხულის მზე რა მზეაო,უთქვამთ..
ეს არის მზე,მონატრებული მზე,ზამთრის სუსხისგან გაყინულებს სულ გადაგვავიჭყდა მისი არსებობა და ახლა მისი თბილი სხივები ისე გაალღობს გაყინულ სხეულს და სულს…
პატარები ცელქები ხდებით გაზაფხულზე და ტქვენს გონებაში პეპლები იწყებენ ფრენასოო..მაგრამ მათ რა აესმით,რომ ჩვენ გონებაში პეპლები სულ ფრინავენ,ზამთრის სუსხშიც კი,ჩემს გვერდით დაფარფატებდა ჭრელი პეპელა,რომელის 1-ლი მარტის დადგომისთანავე გამეცალა და გაფრინდა… გაქრა იმიტომ რომ ჯერ არსად მომიკრავს თვალი,ალბათ ყვავილი რომ ვერ იპოვა რამე მოუვიდა,ასე მარტოს…
პეპლები ჯერ ადრეა,აყვავებული ხეებიც და ჩიტუნებიც… მაგრამ გადაივლის გიჟი მარტი,მოვა მშვიდი აპრილი და აპრილის მშვენიერ დღეს ვიმედოვნებ გამაღვიძებს ჭიკჭიკი,ბედნიერი ჩიტისა,რომელმაც კიდევ იხილა მშობლიური გაზაფხული…

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი..

დაე ცხოვრება ისეთივე ლამაზი იყოს,როგორიც აყვავებული ნუში

სულის საზღვარს გადაცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართლი შენი..
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ

წინ მეშლება სხვა ოცნების არე
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე

გაზაფხულის საღამოა მშვიდი
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი

7 Comments leave one →
  1. March 3, 2010 12:16

    მეც მინდოდა ერთი ლამაზი პოსტი დამეწერა გაზაფხულის პირველ დღეს.. ერთი მზიანი პოსტი მაგრამ რომ გადავხედე ჩემთან ზამთარი არც ყოფილა სულ მზიანი ზაფხული იყო ამიტომ დავანებე თავი…. მაინც ანათებს მზეეე….

    საყვარელი პოსტია..🙂 თბილიი… მე რომ მიყვარს ისეთი…

    • March 7, 2010 14:48

      მაგას რა ჯობია,სულ ზაფხულს და მზეს,მეც ძალიან მიყვარს მზე..🙂

  2. May 29, 2010 19:12

    გაზაფხულის საღამოა მშვიდი
    ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
    ჩიტს ვესროლე ტყვია შვიდი
    აღარ არის გაზაფხული მშვიდი >>> აიიი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: