Skip to content

ჩემი წინაპარი

February 3, 2010

 

წინაპრებზე ალბათ დაუსრულებლად შემიძლია საუბარი,რადგან თითოეული მათგანი ჩემთვის საამაყო პიროვნება არის.ჩემი პატარა ჩანახატი კი ჩემს დიდ ბაბუაზე,გიორგიზეა,რომელმაც თავის სიცოცხლე მართლაც გმირულად დაასრულა.იგი 1941 წელს ომში გაიწვიეს და მიუხედავად იმისა,რომ ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა მაინც წავიდა,რათა მის ოჯახს მშვიდობაში ეცხოვრა.იგი ფიქრობდა თითოეული ადამიანის ძალა სასიკეთოდ წარადგებოდა,საბჭოთა კავშირის ჯარებს.


ამ დროისთვის ბაბუაჩემი ეკონომისტად მუშაობდა,მისი მეუღლე ანნა კი – ბუღალტრად.ჩემი ბებია მანანა კი მაშინ სულ პატარა იყო,მე სწორედ მისი მონაყოლიდან შევიტყვე ბაბუის შესახებ.ბაბუას მისთვის მოეყოლა,ომიდან დაბრუნების შემდეგ,სიტუაცია რომელიც ფრონტის ხაზზე მიმდინარეობდა.დიახ,ბაბუაჩემი ომიდან ნამდვილად ცოცხალი დაბრუნდა,მაგრამ რის ფასად ამას აუცილებლად გიამბობთ.
”-ვინც არ იცის და არ გამოუცდია ორცეცხლს შუა ყოფნა,იმას ვერ გაიგებს,რაც ჩვენ მე და ჩემმა ბიჭებმა გადავიტანეთ.3წლის მაძილზე მუდმივ შიშში ყოფნა,დევნა და თუ ტყვედ ჩავარდებოდი,სიკვდილი არ აგცდებოდა,მაგრამ აქ ადამიანი ვერ დაისვენებდა.სიკვდილი იმდენად მწარე იწნებოდა,რომ ამას ასე უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერ ადამიანი.” – იგონებდა ხოლმე ის ომის პერიოდს.
”-მიუხედავად იმისა,რომ თავის გატანაზე უნდა გვეფიქრა,ჩვენ ქართველმა ძმებმა გავძელით ერთმანეთის დახმარებით,მარტო ამას ვერცერთი ჩვენგანი შეძლებდა.ბევრი მეგობარი დავკარგე და მათი საფლავების ხილვაც არ შემიძლია,ეს ის ადამიანები იყვნენ,რომლებიც ყველაზე ახლობლები გახდნენ ჩემთვის. ბაბუა დინჯი,გაწონასწორებული ადამიანი გახლდათ,შვილებს ყოველთვის უმეორებდა: ”-მოუფრთხილდით იმას,რაც გაქვთ,რადგან შეიძლება ხვალ აღარ გქონდეთო..”
ომმა ძლიერ შეცვალა ადამიანის ბუნება და აზროვნება.ერთხელ საუზმობისას,როცა ბაბუა ომიდან ახალი დაბრუნებული იყო,ბებიას სახლში ახალი,ცხელი პური მოეტანა,ის დაეჭრა ძველი კი გვერძე გადაედო.ბაბუას პური აუღია და მისთვის უთქვამს:
”-აი,ასეთი პური,ძველი,გამხმარიც კი სანატრელი გვქონდა ჩემო მანანა,ამ ბოლო სამი წლის მანშილზე,მე კი არა მთელს ჩვენს ასეულს”
”-მაშ რას ჭამდით მამი?”
”-ვჭამდით?” – გასცინებია ბაუბას.”-განა რას ჭამდა ადამიანი ,როცა მან არ იცოდა,რომ პირუტყვის ხორცი იჭმებოდა,როცა მან არ იცოდა ,რომ ამ დალოცვილი თავთავიებისგან,ასეთი გემრიელი რამის გამოცხობა შეეძლო.ცხოვრება არ ვიცით რას გვიმზადება,უნდა მოვუფრთხილდეთ იმას რაც გვაქვ,ვინ იცის ხვალ რა იქნებაა.. ახლა კი მიირთვი ეგ საუზმე,გაგიცივდა რძე”-თბილად ეტყოდა ხოლმე ბებიას.
ომი!..
მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს და ნეტავ უფალმა არ ინებოს,ჩვენი ორ ცეცხლს შორის მოხვედრა.
ბაბუას დასასრული მწარე იყო,ისევ იმ მოგონებებითა და ისევ იმ კოშმარებით.სიცოცხლის ბოლო წლები,მხოლოდ ომის მოგონებებით გალია,დაავიწყდა ყველაფერი რაც კი კარგი ენახა ცხოვრებაში,ისევ ომი ბობოქრობდა მის მეხსიერებაში.მაგრამ მას არცერთი წამით არ შესშინებია ორცეცხლს შუა მოხვედრის,არც სიკვდილის.ბოლომდე გმირად დარჩა.
როგორც ექიმები ამბობდნენ,მისი სკლეროზი იმ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ბრალი იყო,რაც ცხოვრებაში მიეღო.იგი ჩემთვის მარად გმირად დარჩება,ჩემი ცხოვრება კი მისი რჩევით გაგრძელდება:

”მოვუფრთხილდე იმას რაც დღეს მაქვს,
რადგან შეიძლება ხვალ აღარ მქონდეს”

ანნა სოსელია,2010წ.

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: