Skip to content

ოცნება

December 11, 2009

ჩვენი ერთად ყოფნა – ტკბილი ზღაპარია!
ოცნება, ცხადში რომ არასდროს ახდება…

ტყუილს და მართალს, კეთილს და ბოროტს
და შეიყვარებს ერთიანად სამყაროს ფეთქვას, _
აწმყოს და წარსულს, საწყისს და ბოლოს,

როცა დათმენის ნეტარებას იგრძნობს ფრთაგაშლილს, _
როცა გონება იგრძნობს ბოლომდე,
რომ მხოლოდ ბავშვურ წარმოსახვაში
ცოცხლობს სიცრუე და სიბოროტე, _

დადგება ჟამი _ შემოქმედი სულის დამტევი
და შენი შუქის სხივი ეული
სამყაროსეულ ნისლებს განდევნის,
სხივი _ მიწიერ სიზმრებს ჩვეული.

გაქრება ზღუდე და გალღვება ბორკილი ცივი
და გაიგონებ ღვთაებრივი გუნდის გალობას,
როცა ყველაფერს გაანათებს მარადი სხივი
და შეერევა ყოველივეს და მთლიანობას.

ვლადიმირ სოლოვიოვი

მოდი!
მონატრებას კარი მოანგრიე,
წიხლით ჩამოუღე
გამხდარი ფერდები,
უშნოდ ამაყი და
ვნებით თვალებმღვრიე,
ხომ ხედავ, უჩემოდ
უდროოდ ბერდები.

მერე წაუღია
მეწყერს ყველა წესი!
კოცნით ვინ მიუშვებს
ფილტვებს ჟანგბადამდე?
ღამემ სარეცელზე
ტანი აილესა,
როგორც მებადურმა
მოგვაყოლა ბადეს.

ხვალ დეზერტირ მთვარეს
დასამალი მღვიმე
შეეშლება,
შიშვლად შემორჩება მინდორს,
მოდი,
ცრურწმენების კარი მოანგრიე,
მოდი,
გიწამლო და
სუნთქვა დაგიწმინდო…

გზას მივყვებით ეკლიანს,
ეს სიცოცხლე შორეული სანთლების
წმინდა დღეთა მკრთალი ანარეკლია

ო, თანდათან მქრქალდებიან ლანდები,
იკარგება ადრეული მშვენება,
ზმანება კი ისევ გაიფანტება,
არასოდეს აღარ მომეჩვენება.

გამთენიის ნაცრისფერი ბინდია _
დედამიწის ბუნდოვანი მანდილი,
გულში წმინდა ჟრუანტელი მინთია,
აღსრულდება ნუთუ გულის წადილი.

შეისმინე მარადისის ძახილი,
დაიჯერე, გაქრებიან ლანდები,
მარადი დღე ახლოვდება ახალი,
ლანდებივით მკრთალდებიან დარდები.

მაინც დაუზამთრდა ჩვენს სიყვარულს,
მაინც ფოთოლივით ჩამომაწყდი…

2 Comments leave one →
  1. February 7, 2010 12:33

    umm… I am not

  2. February 8, 2010 19:51

    OP: I could be slow (lord knows I have been told lol) but that made absolutely no sense what so ever…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: