უკვდავი შავ – თეთრი ხელოვნება.

by »♥» ana «♥«

ასე მხოლოდ იმ ფილმებს და მათ თანმხლებ მუსიკას ვეძახი,რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს და რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით ვუცქერ და ვუსმენ.გასული საუკუნის კლასიკური ქმნილებები,შეუდარებლად ერწყმის ერთმანეთს,ფილმი და მუსიკა თითქოს განუყოფელია და ასეც უნდა იყოს,სხვა შემთხვევაში ისინიც ისევე მიეცემოდნენ “უინტერესო ხელოვნების განსასვენებელს მათივე საუკუნეში”,როგორც არა ერთი მათი თანამედროვე.

კადრი ფილმიდან "დიდი ქალაქის ჩირაღდნები" (1931).

აღარ აღვნიშნავ როგორ მიყვარს ჩარლი ჩაპლინი.ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ეს შესანიშნავად იცის.დანამდვილებით არ ვიცი მისი პიროვნების თუ მისი ფილმების გამო მიყვარს ასე ძალიან.უკვდავი შავ-თეთრი ხელოვნებაა ყოველი მისი ფილმი და მუსიკა ამ ფილმებიდან ლაპარაკობს ყველაფერზე რასაც სიტყვები ასე კარგად ვერ იტყოდნენ.

სხვათაშორის,რამდენიმე დღის წინ თანამედროვე ფილმი “არტისტი” (2011) ვნახე და დავრწმუნდი,რომ ეს ფილმი ნამდვილად იმსახურებდა აღებულ რამდენიმე ოქროს გლობუსს,მათ შორის ერთ-ერთს სწორედ მუსიკალური გაფორმებისთვის.ამაში თავად შეგიძლიათ ახლავე დარწმუნდეთ უბრალოდ მუსიკას უსმინეთ,რომელიც ამ პოსტის კითხვისას ჟღერს ჩემს ბლოგზე.. ფილმში ვითარება 1927-1931 წლების შუალედში,ჰოლივუდში ხდება.იგი ორი სხვადასხვა თაობის მსახიობზე მოგვითხრობს და ასახავს მსახიობის პროფესიის ამა თუ იმ პლიუსს და მინუსს.ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად ნახოთ იგი და თავად შეაფასოთ.დაბრუნდეთ “ჩარლის ეპოქაში” და ისიამოვნოთ ხარისხიანი მუსიკით.

კადრი ფილმიდან "არტისტი" (2011).

უკვდავი ლეგენდაა”კასაბლანკა” (1942).პოსტის დასაწერად კიდევ ერთხელ ვუყურე და მივხვდი,რომ ეს საჭიროების გარეშეც უნდა გამეკეთებინა.აქ უკვე კლასიკურ მუსიკას ჯაზისა და ბლუზის რიტმი ენაცვლება.ალაპარაკდნენ გმირებიც,თუმცა არანაკლებ მშვენიერია ყოველივე.წლების გასვლასთან ერთად ერთიანად მრავალფეროვანია შავ-თეთრი ქმნილებები.

და მე თუ მკითხავთ ლამაზი მუსიკა ყველაფერს ალამაზებს.იქნება ეს ფილმი,თეატრი თუ თქვენი განწყობა.

კადრი ფილმიდან "კასაბლანკა" (1942).

1961 წელს,უკვე ფილმიც ფერადია,პერსონაჟებიც გაუთავებლად საუბრობენ და ნაკლებია მუსიკა.მაგრამ ხელოვნების ქმნილებებს ეს სულაც არ აკნინებს,არამედ პირიქით.მაგალითად,როგორც “საუზმე ტიფანისთან”-ში,ოდრის “Moon River” მგონი ყველას უყვარს,ან თუნდაც ფილმის მთავარი მუსიკალური თემა.. თუკი მუსიკა ახერხებს ჩაწვდეს თქვენს შინაგანს,მაშინ იგი ერთიც საკმარისია და დაე დანარჩენი სიტყვებმა ილაპარაკონ..

თუკი თვლით,რომ შავ-თეთრი ფილმები მოძველდა,მაშინ უბრალოდ რამოდენიმე მათგანს მაინც უყურეთ და ფარწმუნდებით,რომ ისინი უფრო მეტად მრავალფერია,ვიდრე თანამედროვე პირდაპირი მნიშვნელობით,ფერადი ფილმები.

კადრი ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან" (1961).